ინდუსტრიული სტილი ინტერიერის დიზაინში

ივლისი 15, 2019By ანა მიქატაძესიახლეები

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ინდუსტრიული სტილი ინტერიერის დიზაინში ძალიან პოპულარული ხდება. ამ სტილის ძირითადი მახასიათებლებია მშენებლობის იმ ნაწილების ამაყად გამოჩენა, რომლის დაფარვასაც სხვები ცდილობენ. დაუმთავრებელი ვიზუალი სახლის ამა თუ იმ დეტალისთვის საშუალებას გვაძლევს შედეგად მივიღოთ ძველის მომხიბვლელი ასპექტების ნარევი მოდერნისტულ “სუფთა” დიზაინთან. ინდუსტრიული დიზაინი აგურის კედლებსა და გახსნილ სივრცესთან ასოცირდება დიდი და მოძველებული ფანჯრებით, მაგრამ … Read More

ონიქსი ინტერიერის დიზაინში

ივლისი 11, 2019By ანა მიქატაძესიახლეები

ონიქსი მოსაპირკეთებელ ქვებს მიეკუთვნება, როგორც ცნობილია, იგი მოდიდან თითქმის არასოდეს გადადის. ონიქსი ინტერიერის დიზაინში პოპულარობით სარგებლობს ყველგან და ყოველთვის, წელს კი მას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. რა განსხვავებაა ონიქსსა და მარმარილოს შორის? სინამდვილეში, ონიქსი მარმარილოს ნაირსახეობაა. ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ამ ქვის ულამაზესი აჭრელებული ფაქტურაა. ის საკმაოდ ბევრ ფერში მოიპოვება, რომელთაგან დღევანდელ ტრენდებს ყველაზე კარგად ფირუზისფერი, ღია … Read More

რჩევები პატარა საძინებლის მოსაწყობად

ივლისი 9, 2019By ანა მიქატაძეავეჯი, იდეები, ინტერიერი, რჩევები, სიახლეები

პატარა საძინებლის მოწყობაზე უამრავ სტატიას შეხვდებით. ამ ბლოგში კი იმ რჩევებს შემოგთავაზებთ, რომლებიც ადამიანებმა უკვე გამოცადეს თავიანთ თავებზე. თუ ჩვენი საძინებლის ზომა ნივთების არასწორი გადანაწილების გამო წესიერად გადაადგილების საშუალებას აღარ გვაძლევს და ის უფრო მეტად ქაოტურია, ვიდრე კომფორტული, მაშინ ის თავის პირველად ფუნქციასაც კარგავს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ჩვენი საჭიროებები ჩვენი ოთახისას მოვარგოთ. შესაძლოა სძინებელი პატარა … Read More

“მარსის სახლი” ისრაელის უდაბნოში

ივლისი 3, 2019By ანა მიქატაძესიახლეები

მარსზე რომ გვიპირებენ გადასახლებას, ეს სიახლეს არ წარმოადგენს. არც ისაა გასაკვირი, თუ რამხელა სირთულეებთანაა დაკავშირებული ეს პროცესი. 2020 წლისთვის წითელ პლანეტაზე გრძელვადიანი გაფრენა იგეგმება. გადაადგილების უზრუნველყოფის გარდა იქ გასაჩერებელი ადგილის მშენებლობაც აუცილებელია, რაც არქიტექტორების აქტიურ ჩართულობას გულისხმობს. სწორედ ამიტომ, ისრაელის ნეგევის უდაბნოში SAGA Space არქიტექტორები ერთობლივად მუშაობენ D-MARS-თან „მარსის სახლის“ ასაშენებლად. ადგილი სპეციალურად იმისთვის შეირჩა, … Read More

როგორ მოვიწყოთ კომფორტული სამუშაო სივრცე

ივნისი 21, 2019By ანა მიქატაძესიახლეები

სამუშაო სივრცე (სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ) ის ადგილია, სადაც დღის ყველაზე დიდ მონაკვეთს ვატარებთ. სამუშაო სივრცის კეთილმოწყობა მოქმედებს სტრესის დონეზე, სწორედ ამიტომ ყურადღება უნდა მივაქციოთ მას. მნიშვნელობა არ აქვს სახლიდან ვმუშაობთ თუ ოფისიდან, სამსახური, რომელიც მაგიდასთან ჯდომას მოითხოვს, კომფორტულ მაგიდასაც საჭიროებს. მაგრამ, მხოლოდ კომფორტული მაგიდა კომფორტული სამუშაო გარემოსთვის საკმარისი არაა. გასათვალისწინებელია ბევრი სხვა ფაქტორიც, რაც არა … Read More

ბიოკლიმატური დიზაინი – ერთობა გარემოსთან

ივნისი 17, 2019By მიშო ზღულაძესიახლეები

“მსოფლიო ერთიანი ცოცხალი არსებაა – ერთი ბუნება, ერთი სული. ყოველთვის გახსოვდეთ ეს.” – მარკუს ავრელიუსი ბიოკლიმატური არქიტექტურა – არქიტექტურა, რომელიც ბუნებას ერწყმის. ასეთი შენობების დიზაინი ითვალისწინებს კლიმატსა და გარემო ფაქტორებს იმისათვის, რათა შენობის შიგნით ოპტიმალური თერმული კომფორტი შექმნას. ეს რაღაც ახალია? არა. მრავალი ტრადიციული არქიტექტურული სტილი ბიოკლიმატური პრინციპების მიხედვით მუშაობს. არც თუ ისე დიდი ხნის … Read More

დეკონსტრუქტივიზმი – არქიტექტურა სტეროიდებზე

ივნისი 13, 2019By მიშო ზღულაძესიახლეები

  თუ სიტყვა „დეკონსტრუქტივიზმს“ პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ, ის – დაშლას, დანგრევას – ნიშნავს. დეკონსტრუქტივიზმი არაა არქიტექტურული სტილი, ის მხოლოდ ფორმების უსასრულო ვარიაციების „უკონტროლოდ“ გამოყენებას გულისხმობს. დეკონსტრუქტივიზმი – არქიტექტურა სტეროიდებზე. პირველი მსოფლიო ომის დროს რუსი ავანტ-გარდისტები, ასევე ცნობილნი, როგორც კონსტრუქტივისტები, კლასიკური არქიტექტურის წესებსა და კომპოზიციას არღვევდნენ. ისინი ქმნიდნენ ნამუშევრებს, რომლებმაც იმდროინდელი „გეომეტრიული ნორმები“ განსაზღვრა. მათი ხედვის … Read More

რა უნდა გავითვალისწინოთ სახლის აშენებისას

ივნისი 7, 2019By ანა მიქატაძესიახლეები

საკუთარი სახლის აშენება – იქნება ეს კერძო თუ კორპუსის ბინა, ან თუნდაც უკვე აშენებულის გარემონტება და შენს გემოზე მორგება – საკმაოდ სტრესული პროცესია. ამ დროს ისეთ გადაწყვეტილებებს იღებ, რომლებთან ერთადაც მთელი ცხოვრება თუ არა, რამდენიმე წელი მაინც უნდა გაატარო. სახლი – ეს შენი კომფორტის ზონაა, შენი მუდმივი საცხოვრებელი, რომლის მშენებლობის დროსაც გაუთვალისწინებელი შეცდომები შეიძლება ძვირად … Read More

სახლების გაგრილება, კონდიციონერის გამოგონებამდე

მაისი 28, 2019By მიშო ზღულაძესიახლეები

გავდივართ ქუჩაში და ვხედავთ დატანჯულ, ოფლიან, პირდაღებულ სახეებს, მხოლოდ გრილი ჰაერის ჩასუნთქვას რომ ნატრობენ. რა ხდება? რა ხდება და ზაფხული. ზაფხულს ვერ გავექცევით, ამინდს ვერ შევცვლით, მაგრამ, სამაგიეროდ, ჩვენი სახლების შიდა კლიმატის შეცვლა შეგვიძლია. ამის გაკეთების ყველაზე გავრცელებული (თუმცა არც თუ ისე იაფი) საშუალება კონდინციონერია. კი, ის ძალიან ეფექტურია, მაგრამ მის გარეშეც სავსებით შესაძლებელია იცხოვროთ … Read More

ხმის იზოლაციის მნიშვნელობაზე – Show Technics

მაისი 28, 2019By მიშო ზღულაძესიახლეები

ალბათ, ერთხელ მაინც აღმოჩენილხართ ისეთ სასტუმროში, თქვენს გვერდზე მობინადრის ყველა ნაბიჯი რომ იცით. ისიც გაგონილი გექნებათ (თუ საკუთარ თავზე გამოცდილი არა) თბილისის ახალაშენებული კორპუსები ხმას რომ ზედმეტად ატარებენ გიფსოკარდონის კედლების დამსახურებით. ეს ყველაფერი იზოლაციის პრობლემაა, რასაც, სამწუხაროდ, ყველა არ ითვალისწინებს მშენებლობის პერიოდში – ზოგი უცოდინრობისა და გამოუცდელობის, ზოგი კი უბრალოდ ფინანსების დაზოგვის გამო. შენობებში ხმის … Read More