ჰოროსკოპის მიხედვით თუ განვიხილავთ ინტერიერის დიზაინს ყველა ზოდიაქოს ნიშანს განსხვავებული ინტერიერი იზიდავს. საკუთარი სახლის ან თუნდაც ოთახის თქვენი ზოდიაქოს ნიშნის შესაბამისად მოწყობა კი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ყოველი თქვენგანისთვის, რადგან სახლი ეს ხომ თქვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. დღევანდელი ბლოგი კი სასწორებს ეძღვნებათ და  განვიხილავთ თუ როგორი ინტერიერი შეეფერებათ სასწორებს.

 

სასწორი, 23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი (სიმსუბუქე და ელეგანტურობა)

სასწორებს მართავს ვენერა, სილამაზის პლანეტა ამიტომ მათ უყვართ ელეგანტურობა და შესაბამისად ელეგანტური სახლი, რომელიც სავსეა ლამაზი საგნებით.

სასწორი წარმოადგენს ზოდიაქოს ყველაზე ხელოვან ნიშანს, რაც გამოიხატება ნიჭში, რომელიც სასწორების უმეტესობას აქვს.

ეს ნიჭი თავისი არსით გულისხმობს პროპორციული და კოორდინირებული, ხშირად სიმეტრიული, დეკორაციის არჩევაში.

ფოკუსირდით გასახდელსა და გარდერობზე, ასევე აბაზანაზე და ხშირად გამოიყენეთ მათ ინტერიერში პასტელური და სხვა მშვიდი ფერები, რათა შექმნათ დაბალანსებული, ორგანიზებული სახლი.

ეს ფერები დაგეხმარებათ სტუმრებზე შთაბეჭდილების მოხდენაში და თქვენთან გატარებული დრო ქვეცნობიერად კარგად დაამახსოვრდებათ.

 

ტაბახმელა | საკუთარი სახლის ინტერიერის დიზაინი

როგორც უკვე აღვნიშნეთ ბალანსი თქვენი ცხოვრების ყოველდღიურობის ნაწილია, და ეს შეგრძნება თქვენში დადებით ემოციებს იწვევს.

ამიტომ რატომ არ უნდა შეუწყოთ ხელი თქვენში დადებითი ემოციების მუდმივად გამოწვევას.

თქვენ ასევე უნდა ეცადოთ რომ ავეჯი მაქსიმალურად სიმეტტრიულად იყოს გადანაწილებული ისევ და ისევ ბალანსის შესანარჩუნებლად.

ინტერიერის დიზაინი | საკუთარი სახლი წავკისში

თქვენ არასდროს გენანებათ თანხა გემოვნებიანი და ელეგანტური გარემოს შესაქმნელად საჭირო ინვენტარისთვის. ამ გემოვნებიანობისა და ელეგანტურობის დეტალებით გამოხატვა შეგიძლიათ.

ამაში კი ჰაეროვანი ფარდები, დახვეწილი ბალიშები ან თუნდაც დეკორატიული სარკე დაგეხმარებათ.

ყველა ეს ნივთი მაღალი დონისაა და არასოდეს გადადის მოდიდან. ეს კი დაგეხმარებათ თქვენს სახლს მუდმივად შეუნარჩუნოთ თქვენთვის სასურველი ელფერი.

 

სახლი ბაგებში | ინტერიერის დიზაინი

სასწორებს მიიჩნევენ, როგორც ზოდიაქოს მხატვრულ ნიშნებს, მათზე განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენს პლანეტა ვენერა. ისინი თავიანთ თავებს დეკორის საშუალებით გამოხატავენ და მათშიც სრულყოფილ სიმეტრიას ინარჩუნებენ.

ვინაიდან მათ იზიდავთ ულამაზესი საგნები, რომლებიც იქცევს ხალხის ყურადღებას, იფიქრეთ პირველ შთაბეჭდილებაზე, რომელსაც თქვენი სახლის შესასვლელი მიიქცევს.

ამის გაკეთება გარკვეული აქცენტებით შეგიძლიათ, თუნდაც სახლის შესასვლელში თვალისმომჭრელ ცენტრზე.

ასევე დეკორაციასა და ინტერიერის დეტალებში გამოყენებულ თამამ ფერებზე.

interieris dizaini lisze

 

ლოფტი და თანამედროვე მათთვის ყველაზე შესაფერისი სტილია.

სასწორს უყვარს სიმსუბუქე ყველაფერში, ამიტომ მათი სივრცეები არ არის გადატვირთული, მათ სახლებში ნივთების გადაადგილება და მათი მართვა ძალიან გამარტივებულია, რადგან მათი ინტერიერი არ არის გადატვირთული.

მომდევნო ბლოგში განვიხილავთ მორიელებისთვის ყველაზე მიმზიდველ ინტერიერის დიზაინს

გიზიარებთ ჩვენს წინა ბლოგს ქალწულების შესახებ.

წინა ბლოგი – ქალწულისთვის ყველაზე კომფორტული ინტერიერის დიზაინი

Facebook Instagram