იაპონური ინტერიერის დიზაინი – გენიალურობა სიმარტივეშია

აგვისტო 4, 2019By მიშო ზღულაძესიახლეები

ინტერიერის დიზაინის იაპონური სტილი დასავლეთისთვის ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში იყო ცნობილი, თუმცა არა პოპულარული. მხოლოდ მე-19 საუკუნიდან დაიწყო იაპონურმა სტილმა ფეხის მოკიდება, როდესაც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ვაჭრობა ოფიციალურად გაიხსნა. მას ორი მთავარი ელემენტი აქვს – მინიმალიზმი და ძენის პრინციპების წინ წამოწევა. იაპონური ინტერიერის დიზაინი – გენიალურობა სიმარტივეშია. იაპონური ინტერიერის მთავარი კონცეფცია არის – „მა“. … Read More

6 რჩევა ცნობილი ინტერიერის დიზაინერისგან

აგვისტო 3, 2019By ანა მიქატაძესიახლეები

გრანტ კ. გიბსონი უკვე 15 წელია, რაც სახლების დიზაინერად მუშაობს. ამ დროის განმავლობაში, გასაკვირი არცაა, რომ ბევრი გამოცდილება დაუგროვდა. მალე წიგნის გამოცემასაც აპირებს, სადაც სახლის დიზაინზე თავის ცოდნას გაგვიზიარებს. ამ სტატიაში გვინდა რამდენიმე მარტივი და ზოგადი რჩევა შემოგთავაზოთ, რომელსაც გიბსონი ყველასათვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ინტერიერის დიზაინის ზოგად პრინციპებთან ერთად ეს რჩევები აუცილებლად დაეხმარება მათ, ვინც ახალ … Read More

სახლი ზღაპრების წიგნიდან

აგვისტო 3, 2019By მიშო ზღულაძესიახლეები

ეს პატარა ზღაპრული სახლი ნახატი არ გეგონოთ, ის რეალურია და ბრიტანულ კოლუმბიაში, ვანკუვერის კუნძულის სანაპიროზე მდებარეობს. მას თავისი მფლობელის, ბრიუს ვინკლერის, საპატივცემულოდ ვინკლერის კოტეჯი ჰქვია, თუმცა მეგობრები ხუმრობით „ჰანსელისა და გრეტელის კოტეჯს“ ეძახიან („ჰანსელი და გეტელი“ გერმანული ზღაპარია) – სახლი ზღაპრების წიგნიდან. ვინკლერის კოტეჯი ტიმ ლინდბერგმა და დენიელ ჰუსკოფტმა ააგეს. მათი მოფიქრებულია დიზაინიც. სახლის თავისთავადი … Read More

ანჯელინა ჯოლის ედემის ბაღი

ივლისი 29, 2019By მიშო ზღულაძესიახლეები

ის ჰოლივუდის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავია – შესანიშნავი მსახიობი, კინორეჟისორი, ჰუმანიტარი და ,რაღა თქმა უნდა, სილამაზის ეტალონი. მან რამდიმე თვის წინ ლოს-ანჯელესში 25$ მილიონად ახალი სახლი შეიძინა. მას დემილის ბინას უწოდებენ – მისი ყოფილი მფლობელის, სესილი დემილის, ცნობილი კინორეჟისორის, საპატივცემულოდ – ანჯელინა ჯოლის ედემის ბაღი სახლი, რომელიც 8.5 ჰექტარს მოიცავს, 1913 წელსაა აგებული და ლოს-ანჯელესის გარეუბანში, … Read More

რამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგია ინტერიერში

ივლისი 25, 2019By მიშო ზღულაძესიახლეები

ერთხელ მაინც ყველას გვინახავს ინტერიერის დიზაინი, რომელსაც გულის რევის შეგრძნება აღუძრავს ჩვენში. იქნებ ცუდი დიზაინი მართლაც იწვევს ალერგიულ რეაქციას? – რამ შეიძლება გამოიწვიოს ალერგია ინტერიერში ხუმრობები გვერდით გადავდოთ და თქვენი სახლის ინტერიერის დიზაინმა მართლაც შეიძლება ცუდად გაგხადოთ. მილიონობით ადამიანი იტანჯება ალერგიით. თქვენი სახლის დიზაინმა კი შეიძლება მის გართულებას შეუწყოს ხელი. ამას გარდა, მრავალი ნივთი შეიცავს … Read More

დიზაინის ზოგადი პრინციპები

ივლისი 23, 2019By ანა მიქატაძესიახლეები

ზოგ ადამიანს შეუძლია დაბალბიუჯეტიან მაღაზიებში შეიძინოს ნივთები სახლის დეკორაციისთვის და ოთახი მილიონ დოლარიან ნამუშევარს დაამსგავსოს. მთავარი ფასი კი არაა, არამედ ინტერიერის მოწყობა – დიზაინის ზოგადი პრინციპები მიმზიდველი სახლის შესაქმნელად არ არის აუცილებელი, რომ ბევრი დავხარჯოთ. არსებობს დიზაინის ზოგადი პრინციპები, რომლებიც დაგეხმარებათ, პირველ რიგში, მყუდრო სახლის, ამასთან ერთად კი საოცარი ვიზუალის მიღებაში. ეს პრინციპებია: მასშტაბი და … Read More

„დაპირებული მიწა“

ივლისი 19, 2019By მიშო ზღულაძესიახლეები

მედია ვარსკვლავი და ფილანტროფი, ოპრა უინფრი, ცნობილია თავისი თოქ-შოუთი. მან ყველა თავისი პროექტიდან მასიური თანხის გამომუშავება მოახერხა და დღეს-დღეობით, მისი ქონება დაახლოებით 2.7$ მილიარდადაა შეფასებული – „დაპირებული მიწა“ მისი ცხოვრება მარტივი არ ყოფილა, თუმცა ყველაფრისდა მიუხედავად, მაინც შეძლო გამხდარიყო სატელევიზიო შოუს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წამყვანი. ამან საშუალება მისცა რამდენიმე შესანიშნავი სახლი შეეძინა. მთლიანობაში მას ექვსი … Read More

საუკეთესო მცენარეები სახლისთვის

ივლისი 19, 2019By ანა მიქატაძეიდეები, ინტერიერი, რჩევები, სიახლეები, ტრენდები

სახლის მცენარეებით გაფორმება მართლაც გონივრული გადაწყვეტილებაა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ისინი არა მარტო ვიზუალურ, არამედ ფუნქციურ დატვირთვასაც ითავსებენ. თუ გაინტერესებთ, რატომ უნდა ვიქონიოთ სახლში მცენარეები, მაშინ ამ ბლოგზე გადადით, აქ კი ბინის პირობებში მარტივად მოსავლელი და თანაც ეფექტური მცენარეების სიას შემოგთავაზებთ. ალოე ვერა ალოე ის მცენარეა, რომელიც უფრო მეტად ფუნქციურ უპირატესობებს ატარებს, ვიდრე ვიზუალურს. ის … Read More

ყველაზე უცნაური სახლები

ივლისი 18, 2019By ანა მიქატაძესიახლეები

გამორჩეული და უნიკალური სახლების ნაკრები. მიუხედავად იმისა, რომ შენობების უმეტესობა გარკვეულ და მკაფიოდ ჩამოყალიბებულ კანონებს ემორჩილება, ყოველთვის მოიძებნება რამდენიმე, რომლებიც ყოველგვარი ლოგიკურობის ფარგლებს სცდება და აქ სწორედ ასეთ სახლებს დავათვალიერებთ. გამჭვირვალე სახლი, იაპონია დავიწყოთ ყველაზე უცნაურით. ალბათ სახლი, პირველ რიგში, ყველასათვის ის ადგილია, სადაც თავისუფლებას ბოლომდე შეიგრძნობ. აქ შეგიძლია იარო ხალათით, მოუწესრიგებელი თმით და აკეთო … Read More

პენთჰაუსის ელემენტები თქვენთვის

ივლისი 16, 2019By მიშო ზღულაძესიახლეები

პენთჰაუსი, შენობის თავზე, დახურული სივრცეა. ასეთ ნაგებობაში შეიძლება ლიფტის ძრავა, ან ჰაერის კონდიცირების აპარატურა ინახებოდეს, ანდაც სახურავისკენ მიმავალ კიბეებს ეთმობოდეს ფართი. ჩვეულებრივ, პენთჰაუსი შენობის ვერტიკალური დაბოლოებებისგან მოშორებულია, რაც ტერასებსა და გახსნილ სივრცეს იძლევა. თუმცა, დღესდღეობით არქიტექტორებისთვისა და ბინის გამყიდველებისთვის პენტჰაუსი ნებისმიერ ბოლო სართულთან ასოცირდება. დღესდღეობით ეს სიტყვა მდიდრულ ბინას აღნიშნავს, რომელიც პანორამული ხედითაა აღჭურვილი. მოუხედავად … Read More