“მსოფლიო ერთიანი ცოცხალი არსებაა – ერთი ბუნება, ერთი სული. ყოველთვის გახსოვდეთ ეს.” – მარკუს ავრელიუსი

ბიოკლიმატური არქიტექტურა – ესაა არქიტექტურა, რომელიც ბუნებას ერწყმის. ასეთი შენობების დიზაინი ითვალისწინებს კლიმატს და გარემო ფაქტორებს იმისათვის, რათა შენობის შიგნით ოპტიმალური თერმული კომფორტი შექმნას.

ეს რაღაც ახალია?

არა. მრავალი ტრადიციული არქიტექტურული სტილი ბიოკლიმატური პრინციპების მიხედვით მუშაობს. არც თუ ისე დიდი ხნის წინ იყო დრო, როდესაც კონდინციონერები იშვიათ და ძვირ სიამოვნებას წარმოადგენდნენ. ასეთი არქიტექტურის მაგალითები ხშირად ხალხური არქეტიპებია, როგორიცაა, მაგალითად, სამხრეთ ესპანეთში გავრცელებული სამხრეთისკენ მიმართული ფანჯარა. ამ სოფლებში სტაბილური შიდა კლიმატის შესაქმნელად თერმული მასის მქონე მატერიალების გამოყენება და კირით და მიწით გარე კედლების დაფარვა ძალიან პოპულარულია.

მარგამ…მუშაობს კი ეს მიდგომა?

ტრადიციული ტექნიკები მუშაობს და ამის მოწმე თავად დროა. თუ ამის
საკუთარ თავზე გამოცდა გსურთ, ესტუმრეთ ანდალუზიის რომელიმე პატარა სოფელს წლის ყველაზე ცხელ თვეში და რამდენიმე დღე მათ ტრადიციულ პატიოში გაატარეთ.

თუმცა, ბუნებასთან შეთანხმებით მუშაობა არა მხოლოდ ერთ, არამედ ყველა სეზონზე მორგებას გულისხმობს.

არ გეგონოთ, რომ ტალახით დაფარულ სახლში ცოვრებისკენ მოგიწოდებთ. მხოლოდ იმას ვამბობთ, რომ თუ ეს მიდგომები თაობების მანძილზე ერთგულად უმარტივებდა ხალხს ცხოვრებას ამა თუ იმ გეოგრაფიულ რეგიონში, მაშინ სრულიად შესაძლებელია, რომ თანამედროვე ბიოკლიმატურმა არქიტექტურამ ბუნებრივი ვენტილაციის, პასიური სხივური დიზაინის, თერმული მასის მქონე მატერიალებისა და სხვა ტრადიციული ტექნიკების ათვისებით დიდი სარგებელი ნახოს.

ბიომიმიკრია

არ შემიძლია აქვე ბიომიმიკრიის კონცეფცია არ ვახსენო. მარტივად რომ ვთქვათ, ეს გულისხმობს იმას, რომ ბუნება დიზაინის საუკეთესო მენტორია. ჰაერის გაგრილების პასიური სისტემები სხვადასხვა ტემპერატურაზე ჰაერის სიმჭიდროვის ფიზიკურ მახასიათებლებს იყენებს იმისათვის, რომ რამდენიმე მცირე ზომის სივრცეში შეიტანოს გრილი ჰაერი და გამოდევნოს ცხელი.

რა ჯდება ბიოკლიმატური სახლი?

ბიოკლიმატური სახლი რთული და ძვირი სისტემების შეძენასა და შესაბამისად ინსტალაციას არ საჭიროებს, რადგან ის ბუნებრივი კომფორტის შესაქმნელად უბრალო არქიტექტურულ ელემენტებს იყენებს. ბიოკლმატურ დიზაინს გარკვეული მოთხოვნები აქვს, თუმცა თავისუფლებისთვისაც საკმარის სივრცეს გვაძლევს. შენობის მდებარეობა, მზის სხივების შემოღწევადობა, წვიმის წყლის შეგროვება, თერმული მასის გამოყენება, ფანჯრების განაწილება და ჩრდილის განსაზღვრა – ეს იმ ტექნიკების მოკლე ჩამონათვალია, რომლებზეც აუცილებლად მოგიწევთ ფიქრი, რათა სახლი ბიოკლიმატურად გამართოთ. საბოლოოდ კი ბევრად ენერგო-ეფექტურ და ბუნებასთან შერწყმულ შენობას მიიღებთ.

თუ ასეთი მაგარი რაღაცაა, მაშინ რატომ არ არის პოპულარული?

მოდი, ტანსაცმლის მაგალითი ავიღოთ. დღესდღეობით ტანსაცმელს ბევრად მეტი დატვირთვა აქვს, ვიდრე მხოლოდ თერმული დაცვის უზრუნველყოფა: ყველაფერი მარტივად დაიწყო, მაგრამ ახლა ტანსაცმლის თავდაპირველი ფუნქციები მოდის კონცეფციის ფეხქვეშაა გათელილი. არქიტექტურაც ასევეა, სახლმა იმაზე მეტი ფუნქცია შეითავსა, ვიდრე მხოლოდ კომფორტულად საცხოვრებელი ადგილი. ჩაცმულობის მსგავსად ისიც სტატუსის სიმბოლოდ იქცა და, როგორც სიმბოლო, სოციუმის სტანდარტებთან შეწყობის მიზნით ხშირად საბაზისო ფუნქციები უგულვებელყოფილი რჩება. ხელოვნური ენერგიის დაზოგვა და მზის ენერგიის ეფექტურად გამოყენება შესაძლოა სულაც არ ჯდებოდეს ამ სტანდარტებში. ამ პერსპექტივიდან ძვირფასი სავენტილაციო სისტემის ქონა ზაფხულში ჰაერის ზედმეტად გასაგრილებლად და ზამთარში ზედმეტად გასათბობად არასაჭიროდ გვესახება, თუმცა “ჭარბი დოზის მიღების“ კულტურული ინერცია ძნელი შესაჩერებელია.

ამ ძვირი სავენტილაციო სისტემების მწარმოებლები სულაც არ არიან ალტერნატიული სისტემების წახალისებით დაინტერესებულნი, ან რატომ უნდა იყვნენ? ისინი ხომ მათ პროდუქტს ნაკლებად ღირებულს ხდიან. რატომ უნდა უნდოდეს ვინმეს თქვენთვის ენერგიის უფასოდ მოცემა, როდესაც შეუძლიათ ამაში ფული გადაგახდევინონ?

საბაზისო კონცეფციები და ტექნიკები

პასიური სოლარული არქიტექტურა – ეს ტერმინი არქიტექტურის იმ დიზაინს ასახავს, რომელიც მზის ენერგიას ეფექტურად იყენებს ყველანაირი ხელსაწყოს გარეშე. აქ არ გამოიყენება მექანიკური სისტემები.

აქტიური სოლარული არქიტექტურა – ეს დიზაინი მზის ენერგიის მექანიკური სისტემების მეშვეობით გამოყენებას გულისხმობს. აქ გამოიყენებენ მზის ენერგიის შემგროვებელ (გამათბობელ) და ფოტოვალტიკურ (ელექტრო ენერგიის მომცემ) პანელებს.

განახლებადი ენერგია – ენერგიის ამოუწურავი წყაროების გამოყენება. ბიოკლიმატური არქიტექტურა მზის რადიაციას გათბობასა და გაგრილებისთვის იყენებს. ასევე გამოიყენება ქარი, წყალი და ორგანული ნარჩენებისგან მეთანის გენერაცია.

თვითმყოფადი სახლი – ასეთი სახლის მთელი იდეა ისაა, რომ ის მოწყვეტილი უნდა იყოს ყველანაირ ცენტრალურ მომწოდებელს, იქნება ეს ელექტროობა, გაზი, წყალი თუ საჭმელი. ამის მიღწევა ადგილობრივი რესურსების ეფექტურად გამოყენებით შეიძლება, მაგალითად: წყალი ჭიდან ან წვიმიდან, ენერგია მზისგან ან ქარისგან, ელექტროობა მზისგან, საჭმელი ბოსტნიდან და ა.შ.

ბუნებრივი მასალების გამოყენება – სახლის შენებისას ბუნებრივი მასალების გამოყენება მნიშვნელოვანია, იქნება ეს ხე, ქვები, აგური, რაიმე თერმული მასის მქონე მატერიალი თუ სხვა.