5 რჩევა სააბაზანოს დიზაინის გასაუმჯობესებლად

აგვისტო 18, 2019By მიშო ზღულაძეავეჯი, ინტერიერი, რჩევები, ტრენდები

გთავაზობთ 5 რჩევას, რომელიც თქვენი სააბაზანოს გალამაზებაში დაგეხმარებათ. მართალია ამ რჩევების გათვალისწინება გარკვეულ ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს, თუმცა შედეგად თქვენი სააბაზანო საკმაოდ მიმზიდველი და ფუნქციური გახდება. საშხაპის თარო ალბათ გინახავთ მეტალის მზა თაროები საშხაპის კუთხეში. არც თუ ისე მომხიბვლელია, არა? სანაცვლოდ შეგიძლიათ კედელში ჩაშენებული ლამაზი თარო გამოიყენოთ. დიდი ზომის გააკეთეთ და უნიკალური, მიმზიდველი კაფელით ან კერამოგრანიტით … Read More

10 რჩევა საოცნებო სამზარეულოს შესაქმნელად

აგვისტო 13, 2019By მიშო ზღულაძეავეჯი, ინტერიერი, რჩევები, ტრენდები

სამზარეულო ყველას უყვარს, აქ ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი სიამოვნება იბადება – გემრიელი საჭმელი. რამ შეიძლება ის კიდევ უფრო შეგვაყვაროს? მართალია, ზღაპრულმა დიზაინმა. დღეს მინდა გაგიზიაროთ 10 რჩევა, რომელიც საოცნებო სამზარეულოს შესაქმნელად დაგეხმარებათ და კიდევ უფრო მეტად შეგაყვარებთ მას. წინასწარ გათვალეთ როდესაც სამზარეულოს რედიზაინირებას იწყებთ, ფუნქცია პირველ ადგილას უნდა დააყენოთ. ამ ოთახის ერთი საუკეთესო ფორმა არ … Read More

ინტერიერის გავლენა თქვენს ქვეცნობიერზე

აგვისტო 10, 2019By მიშო ზღულაძეინტერიერი, რჩევები, სიახლეები, ტრენდები

ჩვეულებრივ, როდესაც ინტერიერზე ვსაუბრობთ, მის ესთეტიკურ მხარეს განვიხილავთ – როგორ გამოიყურება ეს ოთახი, რა სტილისაა, ფერთა შეხამება როგორია და ა.შ. თუმცა დღეს მას სხვა კუთხით შევხედავთ, რომლიდანაც ხშირად არ უყურებენ დიზაინს – რამდენად დიდია ინტერიერის გავლენა თქვენს ქვეცნობიერზე ?! გჯერათ თუ არა, სახლის დიზაინი ემოციებსა და აღქმაზე დიდ გავლენას ახდენს. შესაძლოა თქვენი სამზარეულოს კედლების ფერი … Read More

მდიდრული სახლიცაა და მდიდრულიც…

აგვისტო 7, 2019By ანა მიქატაძეარქიტექტურა, ინტერიერი

მდიდრული სახლიცაა და მდიდრულიც, მაგრამ ანტილია, მუმბაიში აღმართული შენობა, ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. სახლი ბიზნესმენ მუკეშ ამბანის ეკუთვნის და ის მეორე ყველაზე მდიდრული სახლია ბუკინგემის სასახლის შემდეგ. 1-2 მილიარდ დოლარად შეფასებული შენობა 27 სართულიანია და 400,000 კვადრატულ მეტრს მოიცავს. როგორც ჩანს, მფლობელს დიდად არ აინტერესებს ის ფაქტი, რომ მისი ‘სახლი-ცათამბჯენი’ ინდოეთის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბულ უბანში მდებარეობს … Read More

კედლების დეკორის იდეები

აგვისტო 4, 2019By ანა მიქატაძეიდეები, ინტერიერი, რემონტი, რჩევები, სიახლეები

ხშირად გონიათ, რომ პატარა ოთახები შეზღუდულია ინტერიერის დიზაინის კუთხით. მართალია, ისინი ბევრი ნივთითა და დეკორაციით გადატვირთვას ვერ იტანენ, მაგრამ როდესაც საქმე კედლების გალამაზებას ეხება, გაგიკვირდებათ კიდეც, იმდენი არჩევანი შეიძლება გამოჩნდეს – კედლების დეკორის იდეები. დიდი ზომის ნახატები პატარა კედლებს ძალიან უხდება დიდი, თითქმის მთელს მასშტაბზე გაშლილი ნახატები. ამ გზით, ერთის მხრივ, ოთახის სასურველი ნაწილზე ამახვილებთ … Read More

საუკეთესო მცენარეები სახლისთვის

ივლისი 19, 2019By ანა მიქატაძეიდეები, ინტერიერი, რჩევები, სიახლეები, ტრენდები

სახლის მცენარეებით გაფორმება მართლაც გონივრული გადაწყვეტილებაა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ისინი არა მარტო ვიზუალურ, არამედ ფუნქციურ დატვირთვასაც ითავსებენ. თუ გაინტერესებთ, რატომ უნდა ვიქონიოთ სახლში მცენარეები, მაშინ ამ ბლოგზე გადადით, აქ კი ბინის პირობებში მარტივად მოსავლელი და თანაც ეფექტური მცენარეების სიას შემოგთავაზებთ. ალოე ვერა ალოე ის მცენარეა, რომელიც უფრო მეტად ფუნქციურ უპირატესობებს ატარებს, ვიდრე ვიზუალურს. ის … Read More

რჩევები პატარა საძინებლის მოსაწყობად

ივლისი 9, 2019By ანა მიქატაძეავეჯი, იდეები, ინტერიერი, რჩევები, სიახლეები

პატარა საძინებლის მოწყობაზე უამრავ სტატიას შეხვდებით. ამ ბლოგში კი იმ რჩევებს შემოგთავაზებთ, რომლებიც ადამიანებმა უკვე გამოცადეს თავიანთ თავებზე. თუ ჩვენი საძინებლის ზომა ნივთების არასწორი გადანაწილების გამო წესიერად გადაადგილების საშუალებას აღარ გვაძლევს და ის უფრო მეტად ქაოტურია, ვიდრე კომფორტული, მაშინ ის თავის პირველად ფუნქციასაც კარგავს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ჩვენი საჭიროებები ჩვენი ოთახისას მოვარგოთ. შესაძლოა სძინებელი პატარა … Read More

ინტერიერის დიზაინი 2019 წელს

აპრილი 11, 2019By ნინი თურქიაინტერიერი, რჩევები, სიახლეები

2018 წლის ინტერიერი მარმარილოს, „ათასწლეულის ვარდისფერითა“ და მოდერნული მეტალის კონსტრუქციებით ხასიათდებოდა. თუმცა ახალი წლის დადგომასთან ერთად ინტერიერის დიზაინში ადგილს ახალი ფერები იკავებს და ყოველდღიურ ცხოვრებასთან ჰარმონიაში მოსვლას ცდილობს. 2019 წელს ინტერიერში ბუნება იჭრება სწორედ ამიტომ, ახალი დიზაინი ნატურალური ელემენტების სიმრავლით ხასიათდება. ტექნიკით შეპყრობილი გარემო უკანა პლანზე გადადის და მის ადგილს ბუნებრივი ქვები, გრანიტი, ბეტონი და … Read More

რატომ უნდა მოაწყოთ საძინებელი ფენ-შუის მიხედვით

დეკემბერი 3, 2018By fortisავეჯი, ინტერიერი, რჩევები, ტრენდები

იცოდით თუ არა, რომ ტკბილი ძილი და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობების გამოსწორება, ფენ-შუის მიხედვით, საძინებლის მოწყობაზე ყოფილა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ ამ ბოლო დროს უფრო და უფრო აქტუალური გახდა სახლის დაგეგმარება ფენ-შუის მეთოდით. ფენ-შუი აღმოსავლური მიმდინარეობაა, რომლის მიზანიც გარე და შიდა ენერგეტიკული ველების ჰარმონიზებაა. როგორც ვიცით, ცხოვრების ერთ მესამედს საძინებელში ვატარებთ. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სწორედ საძინებლის … Read More