სამზარეულო ყველას უყვარს, აქ ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი სიამოვნება იბადება – გემრიელი საჭმელი. რამ შეიძლება ის კიდევ უფრო შეგვაყვაროს? მართალია, ზღაპრულმა დიზაინმა.

დღეს ათ რჩევას მოგცემთ, რომელიც სამზარეულოს კიდევ უფრო მეტად შეყვარებაში დაგეხმარებათ.

წინასწარ გათვალეთ

ფორტისის პროექტი ვაკეში

როდესაც სამზარეულოს რედიზაინირებას იწყებთ, ფუნქცია პირველ ადგილას უნდა დააყენოთ. ამ ოთახის ერთი საუკეთესო ფორმა არ არსებობს, იქნება ის L ფორმის, U ფორმის, თუ სამკუთხა ფორმის, თავში მაცივრით, მთავარია ფუნქციონალურად გამართული იყოს.

ნივთების შესანახი ფართი არ დაიშუროთ

პორტისის პროექტი ავლაბარში

უდიდესი შეცდომა, რომელსაც ადამიანები სამზარეულოს დიზაინის შექმნისას უშევებენ, ნივთების შესანახად არასაკმარისი ადგილის გამოყოფაა. ჭერიდან იატაკამდე ყოველი კუთხე და კუნჭული გამოიყენეთ. კარადებს ზევიდანაც დააწყვეთ ნივთები.

გირჩევთ ღრმა უჯრები შეიძინოთ, რომ საჭმლის ყოველდღიური მომზადებისას ყოველ აუცილებელ ინგრედიენტსა და ინსტრუმენტზე მარტივად, ერთ სივრცეში, მიგიწვდებოდეთ ხელი.

განათება

ფორტისის პროექტი მელიქიშვილზე

სხვა ოთახების მიუხედავად სამზარეულოში მხოლოდ ჭერზე არსებული განათება არ კმარა. რატომ? იმიტომ, რომ სამზარეულოში მუშაობისას შუქი უკნიდან არ უნდა გეცემოდეთ და სამუშაო არეალს არ უნდა გიჩრდილავდეთ, ის წინიდან უნდა გინათებდეთ სივრცეს. ამის მისაღწევად შეგიძლიათ კედელზე დაკიდულ კარადებს ნათურები ქვემოდან დაუმონტაჟოთ.

ენერგიის წყაროების სწორი განაწილება

ხშირად ადამიანები გვიან ამჩნევენ ხოლმე, რომ ბუნებრივი აირისა და ელექტრო ენერგიის არასწორი ხაზები აქვთ გაყვანილი. მათი შეცვლა არც თუ ისე მარტივი საქმეა, ამიტომ დამონტაჟებისას მრავალჯერ უნდა გადაამოწმოთ.

ასევე სამზარეულოს მსხვილი ტექნიკის დაყენებამდე უმჯობესია თუ არსებულ სივრცეს გაზომავთ. მაგალითად ჭურჭლის სარეცხი მანქანა თუ ძალიან მიჭუჭყული იქნება, მან შეიძლება გასადენი მილი გადაკეტოს და შედეგად თავადაც გაფუჭდეს.

სივრცე და ზედაპირი

ფორტისის პროექტი ძველ თბილისში

დახლისთვის ზედმეტი სივრცის გამოყოფა შეუძლებელია. ისეთი ზედაპირი შეარჩიეთ, რომელზეც მუშაობა მარტივია და ასევე მარტივი მოსავლელია.

ახალი დიზაინი – ახალი აღჭურვილობა

ფორტისის პროექტი ავლაბარში

ძველი სამზარეულოს აღჭრვილობას ახალში ნუღარ გადმოიტანთ. შესაძლოა იფიქროთ, რომ ასე ფულს დაზოგავთ, მაგრამ თქვენ ხომ სამზარეულოს რედიზაინირება ფულის დაზოგვის გამო არ დაგიწყიათ. ძველი ნივთები მურმანის ეკალივით იქნება თქვენსა და თქვენს ახალ სამზარეულოს შრის.

უსაფრთხოება, უსაფრთხოება, უსაფრთხოება

თქვენი სამზარეულო მაქსიმალურად უსაფრთხო და ოჯახზე მორგებული უნდა იყოს. მაგალითად: ღუმელი მხოლოდ მოზარდისთვის ხელმისაწვდომ ადგილას დააყენეთ, კარადების კიდეები შუბის თავისავით ბასრი არ უნდა იყოს, იატაკისთვის არასრიალა მატერიალი გამოიყენეთ და ა.შ.

სუფთა ჰაერი

ამის შესახებ მხოლოდ გამწოვების დამონტაჟება შეგვიძლია გირჩიოთ. ისინი არა მხოლოდ მთელი სახლის გაბოლვისგან, არამედ მისი საჭმლის სუნით გაჟღინთვისგანაც დაგიცავთ.

სანაგვეები

სანაგვე ურნების ორგანიზება არ დაგავიწყდეთ. დაფიქრდით ჩაშენებული ურნები გსურთ, რკინის, პლასტმასის, ასახდელ თავიანი თუ რაიმე სხვა? ასევე სად გინდათ, რომ დადგათ? რამდენად ადვილად მისაგნები და გასასუფთავებელია?

ქვემოთაც დაიხედეთ

ფორტისის პროექტი თამარაშვილზე

იატაკს რაც შეეხება, სასურველია ისეთი არასრიალა მატერიალი აირჩიოთ, რომლის გაწმენდათ მარტივი იქნება. მაგარი ბუნებრივი ქვა საუკეთესო ვარიანტია.