სახლის მცენარეებით გაფორმება მართლაც გონივრული გადაწყვეტილებაა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ისინი არა მარტო ვიზუალურ, არამედ ფუნქციურ დატვირთვასაც ითავსებენ. თუ გაინტერესებთ, რატომ უნდა ვიქონიოთ სახლში მცენარეები, მაშინ ამ ბლოგზე გადადით, აქ კი ბინის პირობებში მარტივად მოსავლელი და თანაც ეფექტური მცენარეების სიას შემოგთავაზებთ.

ალოე ვერა

ალოე ის მცენარეა, რომელიც უფრო მეტად ფუნქციურ უპირატესობებს ატარებს, ვიდრე ვიზუალურს. ის სახლში ჰაერის სისუფთავის შენარჩუნებას უწყობს ხელს და დაბინძურების აღმოჩენაშიც დაგეხმარებათ – თუ ჰაერში დიდი რაოდენობით დაგროვდება არასასურველი ნივთიერებები, ალოეს ფოთლები ფერს შეიცვლის და მოყავისფრო წერტილებს გაიკეთებს. ამას გარდა, მისი გელი ფართოდ გამოიყენება კანის მოვლისათვის და შესაძლებლობას მოგცემთ სახლშივე დაამზადოთ მარტივი ნაყენი (რა თქმა უნდა, სპეციალური ინსტრუქციების გათვალისწინებით). სასურველია, თუ მცენარეს მზით კარგად განათებულ ადგილას მოათავსებთ.

გველის მცენარე

ამ მცენარეს კარგად შეუძლია ცივი ამინდების გადატანა და არც ბევრ მოვლას საჭიროებს. ყველაზე მეტად ის ნაცრისფერ ფონს უხდება, რაზეც მისი უცნაური ზოლებით გამოკვეთილად ჩანს. განათებულ და თანამედროვე სტილში გადაწყვეტილ ოთახებს გველმცენარე ძალიან უხდება, მაგრამ სუსტად განათებულ კუთხეებშიც ჩრდილების მეშვეობით ძალიან საინტერესო ვიზუალს ქმნის.

ტილანდსია

ეს ალბათ ყველაზე მისტიური და ეგზოტიკური სახლის მცენარეა. მას არ სჭირდება მიწა გასაზრდელად, ამიტომ ის ძირითადად კედელზე ჩამოკიდებული, ან სურათზე ნაჩვენებ დასადგომებზე წამოსკუპებული გვხვდება ხოლმე (თუნდაც თავდაყირა!). ამ მცენარეს ძალიან უხდება შუშის გამჭვირვალე ბურთი.

ყავის ხე

არაბიკას პატარა ყავის ხე იმდენ მარცვალს არ გამოისხამს, რომ ყოველდღიურად მოგამარაგოთ საკმარისი ყავით, მაგრამ ყოველ რამდენიმე ხანში ერთხელ მაინც შეძლებთ თქვენივე მოყვანილი მარცვლების დაგემოვნებას. ამას გარდა, ის ძალიან ადვილი მოსავლელია – თავად გატყობინებთ როდის აკლია წყალი. ამ დროს ის ფოთლებს ქვემოთ უშვებს, მაგრამ მორწყვისთანავე უბრუნდება პირვანდელ სახეს. სასურველია მისი საშუალო სინათლეში მოთავსება ისეთ ადგილას, სადაც მზე პირდაპირ არ ურტყამს.

კაქტუსი

რა თქმა უნდა, ამ სიაში კაქტუსი აუცილებლად უნდა ყოფილიყო.
თუ ჯერ კიდევ არ გყოლიათ მცენარე და არ ხართ დარწმუნებული, რამდენად კარგად გაართმევთ ამ საქმეს თავს, ან თუ უკვე დაგიჭკნათ არა ერთი კარგი მეგობარი, მაშინ გველმცენარეზე უნდა შეაჩეროთ არჩევანი. ის არა მარტო ეგზოტიკურ ვიზუალს სძენს მთელ ინტერიერს, არამედ უმარტივესი მოსავლელიცაა. ზოგი მათგანი პატარა ყვავილსაც იკეთებს, რაც კიდევ უფრო ალამაზებს ამ მცენარისთვის არჩეულ კუთხეს.

ბოსტონური გვიმრა

ამ მცენარეს ათობით წელი შეუძლია ცხოვრება და ის ყველაზე ხშირად ჭერზე ჩამოკიდული გვხვდება თავისი „ჩამოყრილი“ ფოთლების გამო. ბოსტონ ფერნი ყველაზე ხშირად აივნისა და მისაღები ოთახის დეკორაციად გამოიყენება.

მცენარეს ათობით წელი შეუძლია ცხოვრება და ის ყველაზე ხშირად ჭერზე ჩამოკიდული გვხვდება თავისი „ჩამოყრილი“ ფოთლების გამო. ბოსტონ ფერნი ყველაზე ხშირად აივნისა და მისაღები ოთახის დეკორაციად გამოიყენება.

დრაკაენა

დრაკაენა ძალიან ბევრს ხიბლავს თავისი ეგზოტიკური ვიზუალის წყალობით. ის ძირითადად მაღალჭერიან ოთახებში გამოიყენება და უხდება ნებისმიერ ადგილს. თანაც, აქ ჩამოთვლილი მცენარეების უმეტესობის მსგავსად, მისი მოვლაც საკმაოდ მარტივია და დიდხანსაც ცოცხლობს.

მცენარეები საძინებელ ოთახში

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მცენარეები ვიზუალურთან ერთად ფუნქციურ როლსაც ასრულებენ. მათი ძირითადი მოვალეობა ჟანგბადის გამოყოფა და ჰაერის გასუფთავებაა, მაგრამ არსებობენ ისეთი მცენარეებიც, რომლებთან ერთად ძილი მაინც და მაინც სასურველი არაა. ფართოდაა გავრცელებული შეხედულება, რომ ვინაიდან ისინი ღამით ნახშირორჟანგს (CO2) გამოყოფენ, საერთოდ არ შეიძლება მათი საძინებელში გაჩერება. თუმცა, სინამდვილეში ნახშირორჟანგი მცირე დოზებით არც თუ ისე საშიშია და თუ საძინებელს სულ მცენარეებით არ გაავსებთ, საფრთხე არ გემუქრებათ. გაითვალისწინეთ, რომ არსებობს მცენარეების ისეთი კლასი, რომლებიც კარბონ მონოქსიდს გამოყოფენ და ისინი მართლაც საშიშები არიან.

უკვე ჩამოთვლითაგან საძინებლისთვის ყველაზე სასურველი მცენარეების სიაში გველმცენარე აუცილებლად შეგხვდებათ და ეს გასაკვრიი სულაც არაა: ის ნასას მიერ გამოქვეყნებული ჰაერის გამწმენდი 10 მცენარის სიაში შედის.

ლავენდერი

ლავენდერი ყველაზე მეტად ცნობილია ძილისა და დასვენების ხელშეწყობისთვის. ამ მახასიათებლების გამო ხშირად სწორედ ამ მცენარეს ანიჭებენ უპირატესობას, როდესაც საქმე საძინებლის მოწყობას ეხება.

ორქიდეები, სუკულენტები, ბრომელიადები

სამივე მათგანი ერთნაირი ეფექტით გამოირჩევა – თუ მცენარეების უმეტესობა დილით ჟანგბადს, ღამით კი ნახშირორჟანგს გამოყოფენ, ორქიდეები სუკულენდები და ბრომელიადები ყველაფერს პირიქით აკეთებენ. ისინი იმ იშვიათ მცენარეთა ჯგუფს განეკუთვნებიან, რომლებიც ჟანგბადს ღამით გამოყოფენ. შესაბამისად, ძილის დროს მათ გარემოცვაში ყოფნა სუფთა ჰაერით ჩვენს მომარაგებას უზრუნველყოფს.