გთავაზობთ 5 რჩევას, რომელიც თქვენი სააბაზანოს გალამაზებაში დაგეხმარებათ. მართალია ამ რჩევების გათვალისწინება გარკვეულ ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს, თუმცა შედეგად თქვენი სააბაზანო საკმაოდ მიმზიდველი და ფუნქციური გახდება.

საშხაპის თარო

ფორტისის დიზაინი პირამიდაში
ფორტისის დიზაინი ანჯაფარიძეზე

ალბათ გინახავთ მეტალის მზა თაროები საშხაპის კუთხეში. არც თუ ისე მომხიბვლელია, არა? სანაცვლოდ შეგიძლიათ კედელში ჩაშენებული ლამაზი თარო გამოიყენოთ. დიდი ზომის გააკეთეთ და უნიკალური, მიმზიდველი კაფელით ან კერამოგრანიტით მორთეთ. უფრო მეტი ხიბლის მისაცმად შეგიძლიათ გაანათოთ კიდეც.

კომფორტის ელემენტები

მხოლოდ ჩაშენებულ თაროზე ნუ შეჩერდებით. ოთახის მასშტაბით სხვადასხვა ადგილებსაც შემატეთ ისეთი ელემენტები, რომლებიც ოთახს როგორც კომფორტს, ასევე სილამაზესაც შემატებენ. მაგალითად: საშხაპეში ჩაშენებული ლამაზი ზედაპირის მქონე ჩამოსაჯდომი. სააბაზანოსაც დაუმშვენეთ გვერდი მარმარილოს ან დამუშავებული ქვის ზედაპირის მქონე თაროთი.

შექმენით უნიკალური დახლი

ფორტისის დიზაინი რომში

ალბათ, უკვე მიხვდით,რომ სააბაზანოში ზედაპირი ძალიან დიდ როლს თამაშობს. ამიტომ გირჩევთ თქვენი უნიკალური დახლი შექმნათ და განსაკუთებული ადგილი მიუჩინოთ. იქნება ეს აბაზანის გვერდით ნიჟარის მოსათავსებელი ადგილი თუ რაიმე სხვა. დახლი შესაძლოა შეიქმნას ბუნებრივი ან ხელოვნური ქვის ზედაპირით. ან ჩაშენდეს კედელშივე და კერამოგრანიტით მოპირკეთდეს,

ჩაშენებული კარადები

ინტერიერის დიზაინი პირამიდაში

კარგი იდეაა თუ აბაზანაში ჩაშენებულ კარადებს დაამზადებინებთ. მისი გამოყენება შეგიძლიათ როგორც სხვადასხვა სახეხი თუ სარეცხი საშუალებების, აგრეთვე პირსახოცებისა და სუფთა თეთრეულის შესანახად.

წყლის გასადენი

შექმენით ოთხკუთრედი, ლამაზი წყლის გასადენი (ე.წ. ტრაპი). მისი მოყვანილობა და დიზაინი, რა თქმა უნდა, კაფელის ფორმასა და ფერს უნდა შეესაბამებოდეს.
ვფიქრობ, ორნამენტებით მორთვაც კარგი იდეაა, რაც მეტად გაახალისებს აბაზანას და სულ სხვა აურას შექმნის საშხაპეში შესვლისას. ახლა საკმაოდ ტენდენციურია მოგრძო ფორმის წყლის გასადენი, რომელიც შესაძლოა იყოს პირდაპირ კერამოგრანიტში ჩაშენებული. თითქოს განზრახ არის გათვალისწინებული ინტერიერის დიზაინში სწორედ ეს დეტალი.

იმედი მაქვს მოგეწონათ ბლოგი და დაიმუხტეთ ახალი იდეებით, რაც სააბაზანოს გალამაზებაში დაგეხმარებათ.

Facebook Instagram