პოსტმოდერნისტული დიზაინის შექმნა ბევრ არქიტექტორს უჭირდა, ყველას თავისი სტილი ჰქონდა, თუმცა მათგან გამორჩეულად საზოგადოებას არც ისე ბევრი დაამახსოვრდა. იდეალურია თუ შექმნი კარგ ნაგებობას, მაგრამ გენიალურია, თუ წლების მერე, როგორც გამორჩეულ არქიტექტორს ისე მოგიხსენიებენ – ფრენკ გერი ,”შეშლილი არქიტექტორი” | FORTIS „შეშლილი არქიტექტორი“ სწორედ ასე მოიხსენიებენ, ებრაელ ხელოვან ფრენკ გერის, რომელიც დღეს მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული … Read More
არქიტექტურა
შემოიარე მსოფლიო 3 წუთში – V
დეკემბერი შეეპარა თბილისს, მთლიანად გააშიშვლა ქუჩები და ჩვენ შარფებში ჩამალულები რუტინულად მივუყვებით ქუჩებს – შემოიარე მსოფლიო 3 წუთში – V თქვენ გეგონათ აცივდა და აღარ ვიმოგზაურებთ, თუ რადგან ახალი წელი მოდის ცოტახანს უნდა შეგვესვენა? არამც და არამც, საახალწლო სამზადისი დროებით გვერდით გადადეთ, სულ 3 წუთს წაგართმევთ. დასვენებისა და სიცივის დრო ჩვენ არ გვაქვს, ხომ იცით, … Read More
კრეატიულობის წარუმატებელი მცდელობები
ხომ გაგიგიათ ფრაზა უშეცდომო არავინ არისო. ინტერიერის დიზაინს ეს ფრაზა საოცრად უხდება. შეცდომებს ყველა პროფესიაში ვხვდებით, თუმცა ინტერიერს ეს განსაკუთრებით ეტყობა თქვენ ბედნიერი ადამიანი ყოფილხართ თუ ამ სურათებიდან რომელიმე საკუთარ თავზე და ახალ სახლზე არ გამოგიცდიათ – კრეატიულობის წარუმატებელი მცდელობები. რას იტყვით, როგორი იდეაა? მე ვფიქრობ, ადგილის დასაზოგად იდეალური ხერხია, უბრალოდ ნაღრძობი ფეხით ან … Read More
არქიტექტურის ფსიქოლოგია – დაფიქრდით ვიდრე სახლს დააპროექტებთ
ალბათ იცით, რომ ჩვენი ცხოვრების 80-90% სახლში ვატარებთ, ვუყურებთ კედლებს, ვათვალიერებთ ავეჯს და ჩვენ სივრცეს დეტალურად ვიმახსოვრებთ. ვიცით რა ფერია კედლები და ერთი პატარა ცვლილებაც კი საწყის ეტაპზე თვალს უხეშად ხვდება. ქვეცნობიერი საინტერესო და მეტად ამოუცნობი თვისობრივი ერთობაა, ჩვენი თვალით დანახული და ყურით მოსმენილი ნებისმიერი ინფორმაცია სადღაც, ღრმად ინახება და ადრე თუ გვიან, სრულიად უეცრად … Read More
ხეტიალი შემოდგომის თბილისში
მორჩა, გაშიშვლდა თბილისი, უმოწყალოდ ჩამოყარა ქარმა ფოთლები ძირს, შემოდგომამ გაიდგა ფესვები და სიცივისგან მობუზული ადამიანები გაფანტა თბილისის ქუჩებში – ხეტიალი შემოდგომის თბილისში რა იქნებოდა შემოდგომა რომ არ მიდიოდეს. თბილისი კი სულ მოფენილი იყოს ყვითელი ფოთლებით, მაშინ ხომ უფრო ლამაზი იქნებოდა ჩვენი ქალაქი. უკვე ნოემბერია, ჩვენ სიცივისგან მობუზულები ყოველდღე ვბოდიალობთ უცნაურ ადგილებში, ხეებზე შერჩენილი ფოთლები ჩამოცვენის … Read More
5 ყველაზე ძვირადღირებული სახლი მსოფლიოში
როგორი ძვირია სახლის ყიდვა, შემდეგ რემონტი, ხარისხიანი ავეჯი, სხვადასხვა წვრილმანები. თუ თქვენც ეს ფიქრები გაწუხებთ და ფიქრობთ, რომ სახლის რემონტი უსაშველოდ ძვირი დაგიჯდათ, მაშინ, დამშვიდდით, დასხედით, პოპკორნი აიღეთ და ნახეთ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სახლების ხუთეული – 5 ყველაზე ძვირადღირებული სახლი მსოფლიოში. ამ სახლის ღირებულება არც მეტი არც ნაკლები, 95 მილიონი ამერიკული დოლარია სახლი დონალდ ტრამპის … Read More
სასტუმროები ოკეანის გულში და დაუვიწყარი მოგზაურობა სიღრმისკენ
არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი წყალქვეშ ერთხელ ონორე დე ბალზაკმა თქვა, რომ არქიტექტურა გემოვნების გამომსახველია ამით გამოხატა მთელი თავისი პატივისცემა ამ სფეროს მიმართ. მართალი იყო ბალზაკი, არქიტექტურა სიახლეებს არ უშინდება, გამორჩეული იდეებით ყოველთვის გვახსენებს თავს და ხელოვნებაში პირველობას არავის უთმობს. იდეები სხვადასხვაა, შემსრულებლებიც ბევრნი არიან. მე მაყურებელი ვარ, შორიდან ვუყურებ შენობას და ჩემი მწირი ცოდნით, ბრძნული … Read More
5 მწერალი და 5 სახლი – ცხოვრება წიგნებს გარეთ.
5 მწერალი და 5 სახლი – ცხოვრება წიგნებს გარეთ. – Fortis ისინი ისხდნენ, იდგნენ, იწვნენ, მუშაობდნენ, ეძინათ და განუწყვეტლივ წერდნენ რომანებს, ქმნიდნენ მომავალს და ყვებოდნენ არნახული სიყვარულის ისტორიებს, გვასწავლიდნენ, რომ ყველაფერი, ყოველთვის კარგად ვერ დასრულდება და საცოდავია ადამიანი, რომელიც ვერ ისწავლის მეგობრობის, თანადგომის და ერთადერთი წრფელი გრძნობის, სიყვარულის ფასს. რომ არა მწერლები და პოეტები, რომ … Read More
დანიელ ლიბესკინდი – ყველა შენობა ისტორიას უნდა ყვებოდეს
ყველა შენობა ისტორიას უნდა ყვებოდეს! ბრაზილიელი ოსკარ ნიმეირი, რამდენიმე კვირის წინ გავიცანით, გამორჩეული და საინტერესო არქიტექტურის შედევრები ჰქონდა. ბრაზილიაში მის სახელს დღემდე დიდ პატივს სცემენ. გასაკვირი არცაა, დახვეწილი, გამორჩეული და ნამდვილად შთამბეჭდავია მისი ყველა ნაგებობა. არქიტექტურის ისტორიას ნიმეირის მსგავსი, ნიჭიერი ადამიანები ქმნიან და რა თქმა უნდა, მსოფლიოში ასეთი კიდევ რამდენიმე მოიძებნება. ბევრჯერ მითქვამს, რომ განსხვავებული … Read More
შემოიარე მსოფლიო 3 წუთში – IV
შემოიარე მსოფლიო 3 წუთში IV – საქართველო, საქართველო და ისევ საქართველო გული მიჩქარდება, თვალები მინათდება და სიტყვები ქაოსურად მოძრაობენ ტვინში. მიყვარს და მაბედნიერებს ყოველი კუთხე-კუნჭული, მაოცებს მისი სილამაზე და მაძლიერებს ხალხის თანადგომა და ერთმანეთის სიყვარული, სიამაყით მავსებს ჩემი ქვეყნის ხსენება და უამრავი ცუდის მიუხედავად, თავდავიწყებით მიყვარს საქართველო, დატანჯული, დაჩაგრული, წართმეული და მებრძოლი საქართველო. ჩუმად, ჩემთვის … Read More