როგორი ძვირია სახლის ყიდვა, შემდეგ რემონტი, ხარისხიანი ავეჯი, სხვადასხვა წვრილმანები. თუ თქვენც ეს ფიქრები გაწუხებთ და ფიქრობთ, რომ სახლის რემონტი უსაშველოდ ძვირი დაგიჯდათ, მაშინ, დამშვიდდით, დასხედით, პოპკორნი აიღეთ და  ნახეთ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სახლების ხუთეული – 5 ყველაზე ძვირადღირებული სახლი მსოფლიოში.

ამ სახლის ღირებულება არც მეტი არც ნაკლები, 95 მილიონი ამერიკული დოლარია

სახლი დონალდ ტრამპის და მისი პირველი მეუღლის შენაძენი იყო, თუმცა დაშორების შემდეგ, სახლი ელენას დარჩა და დღეს, ის მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უძვირესი სახლია, რომელშიც მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს. აბა რას ფიქრობთ? ძვირი დაჯდა თქვენი სახლი ან რემონტი?

ამ  უძვირეს ნაგებობას 18 საძინებელი და 22 სველი წერტილი აქვს, თავდაპირველი ფასი 125 მილიონი დოლარი იყო, თუმცა წლების შემდეგ ღირებულება 95 მილიონამდე ჩამოვიდა.

ვაღიაროთ, რომ უიაფესია და სულ არ ჯდება საქართველოს ბიუჯეტზე მეტი.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მეორე უძვირესი სახლი სილიკონის ველზე მდებარეობს, იმ სახლის ფასი არ ეყოთ და ეს ამერიკელებმა 100 მილიონ ამერიკულ დოლარად შეაფასეს

სახლი ფასთან შედარებით პატარაა სულ რაღაც 5 საძინებლითა და 9 სველი წერტილით შემოიფარგლება.

სამწუხაროდ, ამ სახლშიც მხოლოდ ერთი ადამიანი ცხოვრობს, არ იქნებოდა ურიგო სტუმრები მიეღო საქართველოდან.

სახლის ენერგიის ერთ-ერთი წყარო მზეა, ის მზის ბატარეებით თბება, თუმცა თავისთავად სხვა საშუალებებსაც იყენებენ ხოლმე.

სახლის ინტერიერი უბრალო არავისგან  გამორჩეულია.

გაუგებარია ეს სახლი 100 მილიონი რატომ ღირს.

ტიმ ბლიქსეტმა, მონტანაში ხისა და აგურის გამოყენებით უცხო და გამორჩეული სახლი ააშენა, სახლი ორ სეზონზე არის აქტიური.
სტუმრებს ის  შემოდგომასა და ზამათარში იღებს, მხოლოდ მაშინ, როცა თოვლის მოსვლის რაიმე შანსი არსებობს

სახლის ღირებულება 155 მილიონ დოლარს შეადგენს და ერთ შუახნის ასაკში მყოფ მარტოხელა კაცს ეკუთვნის.

როგორც ტიმი აცხადებს, მას სულ არ აინტერესებს, რომ მისი სახლი მსოფლიოში ერთ-ერთი უძვირესია. სახლი ზამთრის ცივ ღამეებს ალამაზებს, ახალი წელი აქ გამორჩეულად ლამაზია ყველაფერი.

ამერიკაში  მეოთხე ყველაზე, ყველაზე ძვირადღირებული სახლი იცით რომელია? აი სწორედ ეს კალიფორნიის სასახლე, ღვთაება, შედევრი არ ვიცი რა შეიძლება ეწოდოს

სახლი 165 მილიონ დოლარადაა შეფასებული, 3 საცურაო აუზით, 29 საძინებლითა და პერსონალური დისკოტეკის ოთახებით შედგება, თქვენც შეგიძლიათ მიხვიდეთ და წვეულებას დაესწროთ

საცურაო აუზები ულტრათანამედროვე სისტემით თბება სეზონის მიუხედავად წყალი საცურაოდ მუდმივად თბილია, სახლში კინოთეატრი და  სპა პროცედურებისთვის განკუთვნილი სივრცეებია.

მზად ხართ? საშუალოდ რა ეღირება მსოფლიოში ყველაზე ყველაზე ძვირადღირებული სახლი? 230 მილიონი? 345 მილიონი?

მუმბაის ცენტრში, ამ ნაგებობას დაინახავთ, აქ გაერთიანებულია 27 სახლი, 6 სართული პარკინგისთვის, სავარჯიშოდ განკუთვნილი 1 სართული, ყინულის ოთახი, ათასობით საძინებელი და 4 სართულზე გაშენებული ბაღი. დიახ, ეს შესაძლებელია.

ამ სახლის ღირებულება 1 000 000 000 ამერიკული დოლარია, არც მილიონი, არც ათასები აქ საუბარია მილიარდ დოლარზე.

სახლი ინდური ტრადიციებით არის აშენებული და რამდენიმე სართულს უცხო, გამორჩეული დიზაინი აქვს. ამ სახლში ყველაფერია, რისი წარმოდგენაც ადამიანის გონებას შეუძლია.

თავისთავად, აქ ერთზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა არამგონია ინდური ტრადიციები სტუმრების მიღების უარზე იყვნენ. აქ ჩასვლა არ იქნებოდა ცუდი აზრი.

დღეისათვის სულ ეს იყო, თუ კიდევ ფიქრობთ, რომ თქვენი რემონტი ან სახლი ძალიან ძვირი დაჯდა, ადით ზევით და თავიდან წაიკითხეთ ეს ბლოგი.

ადამიანის ფანტაზია უსაზღვრო და ძალიან საინტერესოა, თუ ოდესმე, რომელიმე სახლს წააწყდებით შეუარეთ, მოინახულეთ, სახლის პატრონები ძირითადად მარტო ცხოვრობენ და სტუმრების მიღება დარწმუნებული ვარ ძალიან გაუხარდებათ.

წინა ბლოგი: ფერთა ფსიქოლოგია – როგორ მოვაწყოთ სახლი სწორად

Facebook