დეკემბერი შეეპარა თბილისს, მთლიანად გააშიშვლა ქუჩები და ჩვენ შარფებში ჩამალულები რუტინულად მივუყვებით ქუჩებს – შემოიარე მსოფლიო 3 წუთში – V

თქვენ გეგონათ აცივდა და აღარ ვიმოგზაურებთ, თუ რადგან ახალი წელი მოდის ცოტახანს უნდა შეგვესვენა?

არამც და არამც, საახალწლო სამზადისი დროებით გვერდით გადადეთ, სულ 3 წუთს წაგართმევთ. დასვენებისა და სიცივის დრო ჩვენ არ გვაქვს, ხომ იცით,  მსოფლიო გვაქვს სანახავი.

სანამ სასწაულების მოლოდინი შეგვიპყრობს და ნაძვის ხეების თვალიერებას დავიწყებთ, თვალი გადავავლოთ ქვეყნებს, მსოფლიოში მილიონობით ადგილი დაგვრჩა სანახავი.

Comoestas? ისევ ესპანეთით დავიწყოთ

ქალაქ სევილიაში, მსოფლიოში ყველაზე დიდი ხის ნაგებობა მეტროპოლი პარასოლი მოვინახულოთ, გერმანელი არქიტექტორის ეს შეუდარებელი ნაგებობა 2011 წლის აპრილში აიგო.  ფაქტია, რომ თანამედროვე ეპოქის, ერთ-ერთი საუკეთესო შედევრია.

ხის შენობა  რამდენიმე სართულისგან შედგება, 2005 წელს მისი მშენებლობის დაწყებისას ჩანაფიქრი სრულიად სხვა ფორმასა და ზომას მოიცავდა, საბოლოოდ კი, არქიტექტორმა გონება გათიშა და ფანტაზიის ზენიტში მეტროპოლი პარასოლი წამოჭიმა სევილიის შუაგულში.

მეტროპოლის დათვალიერება ყველა მხრიდან შესაძლებელია. ძირითადი ვიზუალი მსგავსია და ნაგებობა ერთნაირად საინტერესოა

ეს შენობა გიგანტურ სკას ხომ არ გაგონებთ?

სკა იქით იყოს და ფაქტია, რომ ამ სტილის ნაგებობას მსოფლიოში ერთი-ორს თუ ვიპოვით,  ფორმა და ვიზუალი ნამდვილად თანამედროვეობის აღმოჩენაა.

600 წლის წინ პრაღაში ასტრონომიური საათი აშენდა და უკვე 600 წელია ამ საათზე ლეგენდებსა და მითებს ჰყვებიან

პრაღის ცენტრს ეს შენობა საოცრად ალამაზებს და ყველა ტურისტში სხვადასხვა ემოციას აღძრავს. საათს ერთმანეთისგან განსხვავებული  ციფერბლატები და ფიგურები ამშვენებს, ერთი შეხედვით მისტიური და ამოუცნობია ის.

საათის ციფერბლატები:  დროს, კალენდარსა და ასტრონომიურ ნიშნებს გამოხატავენ

საათზე ოთხი სხვადსხვა ფიგურაა გამოსახული, ხომ გითხარით მისიტიურია აქაურობათქო,

ჩონჩხი გარდაუვალ სიკვდილს,  კაცი სარკით ამაოებას, ქანდაკება ფულის ქისით სიხარბეს, ხოლო წვერიანი მამაკაცი თურქეთს გამოხატავს. მატივი მისახვედრია, რომ ამ დროს პრაღაში ოსმალები ბატონობდნენ.

ეს ფიგურები ყოველ საათში მოძრაობს და მათ მოძრაობას მამლის ყივილი ასრულებს, რაც ახალი საათის დაწყებას ნიშნავს, არავინ იცის როგორ დამზადდა საათი,  მისი დამზადების საიდუმლო უცობი დარჩა და ზუსტად ამ უცხო ტექნიკის გამო საათი ასწლეულების განმავლობაში გაფუჭებულ მდგომარეობაში ეკიდა.

საოცარი ფერები, ულამაზესი ფორმა, უძველესი სტილი და არქიტექტურა, მაგრამ მისტიკა. და მინც რა ხდება შიგნით? რელურად რას ნიშნავს ეს ციფრები და რატომ მოუნდათ ალეგორიული პერსონაჟების გამოსახვა ერთ უბრალო საათზე. პასუხები არ აქვთ, ლეგენდები ამაზე არ ყვებან. ფაქტია, რომ აქ რაღაც იდუმალი იმალება, იმაზე მეტი ვიდრე უბრალოდ არქიტექტურა.

ქართველებსაც გვაქვს ჩვენი საათი ძველ თბილისში

ტურისტების მოწონებას ძალიან ხშირად იმსახურებს, გამორჩეული ფორმა აქვს და ძველი თბილისის მშვიდ და ძველებურ ექსტერიერს საოცრად უხდება. ჩვენი საათი მისტიურობით არა მაგრამ სილამაზით ერთ-ერთი გამორჩეულია თბილსში. დანარჩენი თქვენ შეაფასეთ.

 რა იცით ვერონაზე?

გეტყვით, რომ ვერონა პატარა და საყვარელი ქალაქია, გარეუბანში ერთი-ორ მანქანას თუ ნახავთ, დანარჩენი გზები ფეხით უნდა შემოიაროთ, საბოდიალო და წყვილებისთვის განკუთვნილი იდეალური ადგილებია იქ. იტალიური კულტურა კი ნამდვილად ფესვებ გადგმულია ამ პატარა ქალაქშიც. კოლიზეუმი ხომ იცით? ეგ არა და მეორე ნაგებობა ვერონაში ააგეს ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის მიწურულს.

კოლიზეუმი პატარა და თავისებურია, შენობა შენარჩუნებული და მოქმედია, ზაფხულობით თეატრები და კონცერტები ისევ ისეთი ენთუზიაზმით ეწყობა, როგორც ადრე.  საოცარი აკუსტიკა და უძველესი სტილის შეგრძნება სასიამოვნო საღამოს გაატარებინებს ნებისმიერ ადამიანს.

ოპერაში 30 000 ზე მეტი ადამიანი ეტევა,  ჩავიდეთ, ჩვენი ადგილი აუცილებლად მოიძებნება. ყოველ წელს 500 000 ტურისტი ოპერის სანახავად სპეციალურად ვერონაში ჩადის. 24 თებერვალს ვერდის ოპერებიდან ნაწყვეტებს შეასრულებენ, მართლა ხომ არ ჩავსულიყავით ხელმეორედ რას იტყვით?

პოლონეთს არასდროს ვწვევივართ, არადა რა ლამაზი და საინტრესო ქვეყანაა, თან როგორი მეფური და მდიდრული

მეფური ვახსენეთ და კრაკოვში მეფის რეზიდენცია თუ გინახავთ? WaWel-ად მოიხსენიებენ, იტალიური და პოლონური სტილის ნაზავია, თუმცა პოლონური გავლენა ბევრად დიდი და ძლიერია.

სასახლის ტერიტორია უზარმაზარი და ტიპიური პოლონურია. არქიტექტურაც ვარშავის სტილს ჰგავს და ფერებიც მისეულია.

სასახლე კრაკოვის ცენტრში მდებარეობს და 7000 კვადრატზეა გადაჭიმული.

ფერადი სახლები, წაწვეტებული სახურავები და რამდენიმე ფანჯარა ერთ კედელზე პოლონეთისთვის დამახასიათებელი ნიშნებია, ვაღიაროთ, რომ მე-13 საუკუნის სასახლის ექსტერიერი თანამედროვე პოლონეთის ექსტერიერს შეესაბამება.

პოლონეთი თავისებურად ფერადი და გამორჩეულია. სასახლეს 1, 500 000 ადამიანი სტუმრობს.

3 წუთი გავიდა, ლაპარაკში დრო გამოგვეპარა, 1 ნაგებობაც და დავსრულოთ, ბალტიის პირეთში ჩავცუროთ გემით და იქვე გავჩერდეთ. ლატვია თუ გინახავთ?

პატარა, ისტორიული, საინტერესო და პოლონეთივით ფერადია.  დედაქალაქის ძველ ნაწილში, რიგის ძველ ქუჩებში თუ გაივლით Blackhead-ის არაჩვეულებრივ სახლს შეხვდებით.

რა სილამაზეა ეს აგურისფრად მოკაშკაშე, ლატვიური სტილის არქიტექტურა. სახლი მე-14 საუკუნეში ძმებმა საცხოვრებლად აიშენეს, გერმანელებმა ის დაბომბეს და მე-20 საუკუნეში სახლი სამუზეუმოდ მეორედ გაიხსნა.  წელიწადში ნახევარი მილიონი ადამიანი ლატვიაში სწორედ მის სანახავად ჩადის.

დღეისათვის სულ ეს იყო, ბევრი ვილაპარაკეთ 3  წუთს გადავცდით, თუმცა ამ ადგილების უნახავობა არ  შეიძლებოდა

ლატვიაში გავჩერდეთ და საახალწლო სამზადისს გადავავლოთ თვალი, ისე იცოდით რომ ლატვიაში ბევრი ქარვა იყიდება? თან ქარვას უამრავი დადებითი თვისება აქვს.

ქარვა სხვა დროს იყოს, ჩემოდნები ამოალაგეთ და დაისვენეთ საახალწლო სამზადისის დაწყებამდე დასვენება არ გვაწყენს.

წინა ბლოგი: კრეატიულობის წარუმატებელი მცდელობები

Facebook  Instagram