არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი წყალქვეშ
ერთხელ ონორე დე ბალზაკმა თქვა, რომ არქიტექტურა გემოვნების გამომსახველია

ამით გამოხატა მთელი თავისი პატივისცემა ამ სფეროს მიმართ. მართალი იყო ბალზაკი, არქიტექტურა სიახლეებს არ უშინდება, გამორჩეული იდეებით ყოველთვის გვახსენებს თავს და ხელოვნებაში პირველობას არავის უთმობს. იდეები სხვადასხვაა, შემსრულებლებიც ბევრნი არიან.

მე მაყურებელი ვარ, შორიდან ვუყურებ შენობას და ჩემი მწირი ცოდნით, ბრძნული გამოხედვით, ვაფასებ ხოლმე მას. მე მინახავს სასტუმროები, აღმართზე, დაღმართზე, კლდისპირას, გზისპირას, ტყეში და ღრეში, მაგრამ  ერთხელ შემთხვევით წყალშიც ჩავიხედე და ალბათ მიხვდით იქ რასაც წავაწყდი.

რას წარმოვიდგენდი თუ წყალში ცხოვრების სურვილიც გაგვიჩნდებოდა, როგორი მოუსვენარი არსებები ვართ ადამიანები, ხმელეთი არ გვეყო და ახლა წყალს შევესიეთ დასასვენებლად.

თუ ჰიდროფობია, აქუაფობია ან საერთოდ, ფობოფობია გაწუხებთ მყარად დასხედით, ღრმად, ოკეანის გულში უნდა ჩავიხედოთ, თევზები მოუთმენლად გველოდებიან

შანხაისთან ახლოს, რამდენიმე წლის წინ, ჩინელებმა შიმაოს დაუვიწყარი სასტუმრო ააგეს, 380 ოთახი სტუმრებისთვის მოაწყვეს და კრეატიულობა რომ არ დაკლებოდათ, ოთახები წყლის ქვეშაც მიუშენეს.

არქიტექტურა-და-ინტერიერის-დიზაინი-წყალქვეშ

სასტუმრო 2017 წელს გახსნეს და გახსნის შემდეგ წყალქვეშა ოთახები კიდევ დაამატეს. ამ ეტაპზე სასტუმროს წყალქვეშ  2 სართული უკვე აქვს, შენობის წინა ნაწილი კი სანახევროდ წყალშია, მეორე ნაირად რომ ვთქვათ, სასტუმრო ტივტივებს.

არქიტექტურა-და-ინტერიერის-დიზაინი-წყალქვეშ

მეტი პომპეზურობისთვის ამ უზარმაზარ არქიტექტურას  ჩინელებმა შტრიხები შემატეს, რესტორნები პირდაპირ თევზებსა და ქვებთან ჩაიტნეს და სტუმრებს იქ გაუმასპინძლდნენ. საოცარი სასტუმროა, ულამაზესი, თუმცა მე, როგორც ჰიდროფობი, ზევიდან დაგაკვირდებით, თქვენ შთაბეჭდილებები გამიზიარეთ, ყველას მონაყოლს ვენდობი.

არქიტექტურა-და-ინტერიერის-დიზაინი-წყალქვეშ

ჰიდროფობია დავივიწყოთ, აქ შიშების ადგილი ნამდვილად არ არის!

წარმოგიდგენიათ სამოთხე, როგორი შეიძლება იყოს? თუ მიახლოებით იცით, მაგრამ ჯერ მაინც ფიქრობთ, მალდივის კუნძლებზე ჩაფრინდით და სასტუმრო ჰუვაფენ ფუშიში გაჩერდით, აზრს 2-3 წუთში შეიცვლით.

არქიტექტურა-და-ინტერიერის-დიზაინი-წყალქვეშ

გამორჩეულ არქიტექტურას ვერა, თუმცა გამორჩეულ დიზაინსა და კრეატიულ საზოგადოებას წაააწყდებით, ასეთი ლურჯი წყალი და ფსკერზე მოფენილი მარჯნის რიფები ბევრ ქვეყანში არ არის.

არქიტექტურა-და-ინტერიერის-დიზაინი-წყალქვეშ

თითქოს მარტივი დიზაინით მოწყობილი სახლები, მალდივის კულტურის დამახასიათებელი სტილია.

კოტეჯებს ბილიკები აერთიანებთ, ბილიკებს ქვეშ კი ფერით თუ ვიმსჯელებთ, ჯადოსნური წყალი ლივლივებს.

არქიტექტურა-და-ინტერიერის-დიზაინი-წყალქვეშ

ეს სასტუმრო 6 წყალქვეშა ოთახით, საოცრი სპათი და ოკეანის მარილის აბაზანებით გამოირჩევა.

ისე  რომ იცოდეთ, ლურჯი ფერი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს
მაგრამ ვის ადარდებს ან სისხლი ან მისი მიმოქცევის სიჩქარე, აქ ჯდომა და თევზების ყურებაც კი საკმარისია სრული ჰარმონისთვის

არქიტექტურა-და-ინტერიერის-დიზაინი-წყალქვეშ

მსოფლიოში უდიდესი აკვარიუმი სინგაპურში მდებარეობს
თუმცა აკვარიუმი უხეში ნათქვამია ეს სასტუმროა, რომელიც მთლიანად აკვარიუმია და რაღაც სხვა პლანეტას, ალტერნატიულ სამყაროს ჰგავს.

არქიტექტურა-და-ინტერიერის-დიზაინი-წყალქვეშ

სინგაპურში სენტოსას სასტუმროში თუ მოხვდებით გირჩევთ, არ დაიძინოდ, უბრალოდ სადმე ჩამოჯექით და უყურეთ რა ლამაზია ცხოვრება წყლის ქვეშ.

დრო არ დაკარგოთ და ყველა თვეზი, ყველა წყალცენარე და მარჯანი კარგად დაათვალიერეთ.

არქიტექტურა-და-ინტერიერის-დიზაინი-წყალქვეშ

ეს დახვეწილი დიზაინი სენტოსას სასტუმროს საშუალო დონის ოთახშია, წარმოდგენა მიჭირს ლუქსი რა იქნება, რაღაც ისეთი, რაზეც ალბათ, მოკვდავ ადამიანებს ნაფიქრიც კი არ გვექნება.

არქიტექტურა-და-ინტერიერის-დიზაინი-წყალქვეშ

ეს ხუთ ვარსვკვლავიანი კომფორტული  სასუმრო 40 000-ზე მეტი თევზის ნახვას ჰპირდება დამსვენებელს

სასტუმროს ნაწილი წყალში, ნაწილი კი წყლის ზემოთ მდებარეობს, ადგილები ყოველთვის სავსეა და აქ მოსახვედრად თვეებით ადრე ეწერებიან.

არქიტექტურა-და-ინტერიერის-დიზაინი-წყალქვეშ

სანამ მარსზე შეძლებენ წყვილები დაქორწინებას, მანამდე აქ სცადონ ბედი.

გახსოვთ გითხარით ლურჯი ფერი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებსთქო, ასე რომ ტვინი უკეთ მუშაობს და სხეული ბედნიერია,  გათვლილი მარკეტინგული ხრიკია, პასუხი აუცილებალად დადებითი იქნება.

არქიტექტურა-და-ინტერიერის-დიზაინი-წყალქვეშ

კორნად რანგალის კუნძლზე, მალდივებზე მორიგი, ღვთაებრივი, სასტუმრო გველოდება.

აი ეს კი ნამდვილად ღვთაებრივია, სიტყვები რომ ვერ აღწერს ზუსტად, ისეთი ადგილია.

არქიტექტურა-და-ინტერიერის-დიზაინი-წყალქვეშ

სასტუმრო წყლის ქვეშ მიახლოებით 6 მეტრზე მდებარეობს.

ერთი ღამის გათენება 11 710 $ ღირს, რას იტყვით ღირს წასვლა რამდენიმე დღით?

არქიტექტურა-და-ინტერიერის-დიზაინი-წყალქვეშ

რესტორანი 12 სტუმარს იტევს და მენიუ არა თევზი, არამედ ექვსი სახეობის სხვადასხვა კერძია, საოცრებაა ეს ადგილი, სხვა შესატყვისი არ მახსენდება, უბრალოდ საოცრება, დაუვიწყარი და გამორჩეული.

არქიტექტურა-და-ინტერიერის-დიზაინი-წყალქვეშ

წამოწექით და დატკბით, ერთი დღე ოკეანის ნაწილად იგრძენით თავი, ხმაური, მანქანის სიგნალი და ყვირილი აქ ვერ შეგაწუხებთ.

მართლა რა მოუსვენარები ვართ ადამიანები, სიმშვიდეს თევზებთანაც კი ვეძებთ.

ბოლო სასტუმრო, ფიჯიზე მდებარეობს, მას პოსეიდონის, ზღვის ღმერთის, სახელით მოიხსენიებენ

არ მიკვირს რომ სასტუმროს ეს სახელი შეურჩიეს, სიდიადითა და გამორჩეულობით ვერცერთი ვერ აჯობებს, დეტალები სრულყოფილ სასახლეს ქმნის.

არქიტექტურა-და-ინტერიერის-დიზაინი-წყალქვეშ

ჩამოკიდებული ფარფლები, ბუსუსებიანი სკამები და 25 ოთახი 15 მეტრის სიმაღლეზე, აი რა ქმნის იდეალურ სივრცეს დასასვენებლად.

პოსეიდონი 150, 000 სტუმარს იტევს და 2020 წელს სასტუმრო სრულად გაიხსნება

არქიტექტურა-და-ინტერიერის-დიზაინი-წყალქვეშ

ოთახები კაფსულებით არის გამოყოფილი და დიდ საერთო მისაღებს უერთდება, პოსეიდონში ღამის გათენება, სულ რაღაც, 10 000$ ჯდება.

არქიტექტურა-და-ინტერიერის-დიზაინი-წყალქვეშ

დღეისათვის სულ ეს იყო, ჰიდროფობია სულ არ გამხსენებია ამ სასტუმროების ფონზე, მაგრამ გაოცებისგან ჯერ კიდევ ვერ მოვდივარ გონს.

როდესაც ვცდილობ მივხვდე სად გადის კრეატივისა და განსხვავებულობის მაქსიმალური ზღვარი მაშინ ვხვდები, რომ ადმიანი უსაზრღვრო, ამოუცნობი არსებაა, არქიტექტურა კი უსასრულოდ საინტერესო.

არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი წყალქვეშ დამეთანხმებით საინტერესო მოვლენაა !

წინა ბლოგი – 5 მწერალი და 5 სახლი – ცხოვრება წიგნებს გარეთ.

Facebook