ალბათ იცით, რომ  ჩვენი ცხოვრების 80-90% სახლში ვატარებთ, ვუყურებთ კედლებს, ვათვალიერებთ ავეჯს და ჩვენ სივრცეს დეტალურად ვიმახსოვრებთ. ვიცით რა ფერია კედლები და ერთი პატარა ცვლილებაც კი საწყის ეტაპზე თვალს უხეშად ხვდება. ქვეცნობიერი საინტერესო და მეტად ამოუცნობი თვისობრივი ერთობაა, ჩვენი თვალით დანახული და ყურით  მოსმენილი ნებისმიერი ინფორმაცია სადღაც, ღრმად ინახება და ადრე თუ გვიან, სრულიად უეცრად გამოავლენს თავს. არქიტექტურის ფსიქოლოგია – დაფიქრდით სანამ სახლს მოაწყობთ.

არ გიფიქრიათ, ნეტავ საიდან მახსოვსო?

ეს ზუსტად ქვეცნობიერის გამოძახილია. გვახსენებს, რომ ის ფორმაშია და ჩვენი ტვინი გამართულად მუშაობს.

არქიტექტურას და დიზაინსაც ცხადია თავისი ფსიქოლოგია გააჩნია, ნებისმიერი რამ,  ჩვენი თვალით ხილული, ქვეცნობიერში იშიფრება და ჩვენს განწყობაზე, უნარსა და ემოციებზე აისახება.

White jigsaw puzzles over the open head on blue background Free Photo

ადამანის ყველაზე დიდი მტერი საკუთარი თავია

ამ პრინციპით რთულია ადამიანი დაიმორჩილო ძალით, შიშით, ყვირილით, თუმცა თუ შეუქმნი გარემოს, რომელიც მისი ფსიქიკის ერთ-ერთი საზრდოა, ისეთ გარემოს, რომელიც უკარნახებს მორჩილებასა და აგრესიას, ის ვერც კი გააცნობიერებს, რომ ეს მისი არჩევანი არ იყო, ის ქამელეონივით გახდება გარემოს მსგავსი.

დღეს თუ ცუდ ხასიათზე გაიღვიძეთ ან უბრალოდ მუშაობის სურვილი არ გაქვთ, უძილობას ან დაღლილობას ნუ დააბრალებთ დაფიქრდით,

იქნებ დროა სახლის დიზაინში რაიმე ცვლილება შეიტანოთ?

kerdzo saxlis arqiteqtura

გუნტერ ჰერტელმა თქვა, რომ არავის შეუძლია თავი დააღწიოს არქიტექტურას და მის გამომწვევ ეფექტს.

ეს სრულიად მართალია, კვლევებმა აჩვენა, რომ ინტერიერი და ექსტერიერი ადმიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, მენტალურ განვითარებას, ჯანმრთელობასა და გუნება-განწყობას ერთმნიშვნელოვნად ცვლის.

ინტერიერის შეცვლამ ან ახლის შექმნამ შესაძლოა პარალელურად ადამიანის ჯანმრთელობაზე იმოქმედოს.

არის ალბათობა, რომ არასწორმა ინტერიერმა დროთა განმავლობაში წარმოქმნას სტრესული გარემო, დეპრესიული გახადოს ადამიანი და ძლიერი დაღლილობა მიანიჭოს სხეულს. ეს ეფექტი არა ერთ ან ორ დღეში, არამედ თვეებსა და წლებში გამოვლინდება.

თუ გვსურს სახლში კომფორტული და სასიამოვნო გარემო შევქმათ მეცნიერები გვირჩევნ, რომ მცენარეებით დავტვირთოთ საცხოვრებელი სივრცე, ვარეგულიროთ ტემპერატურა და სინათლე ოთახებში.

ტემპერატურა ის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია, რაც სახლში კომფორტულად ყოფნას უწყობს ხელს.

Red paint roller Free Photo

ჩვენი სხეული, კანი შეხებას, კლიმატსა და სხვადასხვა ცვლილებებს იმახსოვრებს. სტაბილური საცხოვრებელი პირობები კი სიმშვიდის მოპოვებაში დაგვეხმარება.

არ შეიძლება ადამიანი ყოველ დღე დაძაბული და ნერვიული იყოს,  ამას აუცილებლად შფოთვა უძილობა და გადაღლილობა მოჰყვება, რაც შემდგომ ჩვენს ჯანმრთელობაზე აუცილებლად იმოქმედებს.

საცხოვრებელი გარემო უამრავი კორპუსით არის დატვირთული, მიჩნეულია რომ ადამიანებთან კონტაქტი პიროვნებას თვითშეფასების ამაღლებასა და განვითარებაში ეხმარება.

კვლევემა აჩვენა, რომ იქ სადაც მეტი სიახლოვეა მეზობლებსა და ირგვლივ მყოფ ხალხს შორის, ნაკლებია კრიმინალი და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია.

ფსიქოლოგი მარია ლორენა ლეჰმანი აღნიშნავს, რომ ჩვენი სახლი ჩვენს განწყობას განაგებს, სინათლე, სახლში შემოსული ხმები და ავეჯიც კი ემოციურად მოქმედებს ადამიანის ფსიქოლოგიაზე.

ყველა დაწესებულებას სწორედ ემოციური დამოკიდებულების ხარჯზე აგებენ, საავადმყოფოს სიტუაცია სიმშვიდის და სიწყნარის განცდას უქმნის ქვეცნობიერს, ოფისის სიტუაცია კი კრეატიულობას, მუშაობის სურვილსა და კონცენტრაციის მოკრებაში ეხმარება ტვინს.

Paper plane and brain with diary on yellow Free Photo

არ გიფიქრიათ რატომ არის სწრაფი კვების ობიექტებში მოუხერხებელი სკამები?

ესეც არქიტექტურის ფსიქოლოგიური ხრიკია, მოუხერხებლად თუ დაჯდები, საკვების მიღების შემდეგ მალევე დატოვებ კვების სივრცეს და ეს კომპანიისთვის სარგებლიანი გათვლაა.

ამ შემთხვევაში ისინი მეტ ადამიანს მოემსახურებიან.

White interior blur blurred chair Free Photo

უმიზეზოდ არაფერი ხდება, თითოეულ დეტალს აქვს მიზეზი და განკუთვნილი მიზანი ხელოვნებაში, განსაკუთრებით კი არქიტექტურაში.

ასე რომ გახსოვდეთ, არქიტექტურის ფსიქოლოგია – დაფიქრდით სანამ სახლს მოაწყობთ, რომ სწორად მოაწყოთ სახლი და ყველაფერი გაითვალისწინოთ. არ დაგვიწყდეთ, არქიტექტურას აქვს მიზანი ხელოვნებაში, ჩვენს ქვეცნობიერს კი არასდროს სძინავს.

წინა ბლოგი: ხეტიალი შემოდგომის თბილისში

Facebook  Instagram