„დაპირებული მიწა“

July 19, 2019By მიშო ზღულაძეავეჯი, არქიტექტურა, ინტერიერი, ლანდშაფტი, სიახლეები, სტილები ინტერიერის დიზაინში, ტრენდები

მედია ვარსკვლავი და ფილანტროფი, ოპრა უინფრი, ცნობილია თავისი თოქ-შოუთი. მან ყველა თავისი პროექტიდან მასიური თანხის გამომუშავება მოახერხა და დღეს-დღეობით, მისი ქონება დაახლოებით 2.7$ მილიარდადაა შებასებული. მისი ცხოვრება მარტივი არ ყოფილა, თუმცა ყველაფრისდა მიუხედავად, მაინც შეძლო გამხდარიყო სატელევიზიო შოუს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წამყვანი. ამან საშუალება მისცა რამდენიმე შესანიშნავი სახლი შეეძინა. მთლიანობაში მას ექვსი სახლი აქვს. ექვსის … Read More

ყველაზე უცნაური სახლები

July 18, 2019By ანა მიქატაძეარქიტექტურა, ინტერიერი

ყველა სფეროში მოიპოვება გამორჩეული და უნიკალური ნიმუშების ნაკრები და არც არქიტექტურაა გამონაკლისი. მიუხედავად იმისა, რომ შენობების უმეტესობა გარკვეულ და მკაფიოდ ჩამოყალიბებულ კანონებს ემორჩილება, ყოველთვის მოიძებნება რამდენიმე, რომლებიც ყოველგვარი ლოგიკურობის ფარგლებს სცდება და აქ სწორედ ასეთ სახლებს დავათვალიერებთ. გამჭვირვალე სახლი, იაპონია დავიწყოთ ყველაზე უცნაურით. ალბათ სახლი, პირველ რიგში, ყველასათვის ის ადგილია, სადაც თავისუფლებას ბოლომდე შეიგრძნობ. აქ … Read More

პენთჰაუსის ელემენტები თქვენთვის

July 16, 2019By მიშო ზღულაძეავეჯი, არქიტექტურა, ინტერიერი, რჩევები, ტრენდები

პენთჰაუსი შენობის თავზე დახურული სივრცეა. ასეთ ნაგებობაში შეიძლება ლიფტის ძრავა, ან ჰაერის კონდიცირების აპარატურა ინახებოდეს, ანდაც სახურავისკენ მიმავალ კიბეებს ეთმობოდეს ფართი. ჩვეულებრივ, პენთჰაუსი შენობის ვერტიკალური დაბოლოებებისგან მოშორულია, რაც ტერასებსა და გახსნილ სივრცეს იძლევა. თუმცა, დღესდღეობით არქიტექტორები და ბინის გამყიდველები ნებისმიერ ბოლო საერთულს პენთჰაუსს უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ეს სიტყვა მდიდრულ ბინას აღნიშნავს, რომელიც პანორამული … Read More

2019 წლის არქიტექტურული ტრენდები

June 21, 2019By ანა მიქატაძეარქიტექტურა, სიახლეები, ტრენდები

არქიტექტურა, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ინდუსტრია, მუდმივად განიცდის ცვლილებებს. ტექნოლოგიური პროგრესი გავლენას ახდენს მშენებლობის ტექნიკებზე, ხოლო ახალი სოციალურ-კულტურული ნორმების დამკვიდრება და ძველის გაძევება მოქმედებს შენობების სტრუქტურასა და დიზაინზე. შედეგად ვიღებთ ხან მოჩუქურთმებულ კლასიკურ ნაგებობებს, ხანაც მოდერნისტულ შუშის ცათამბჯენებს. იყო დრო, როცა ჩვენი ოთახები მკვეთრი ფერებითა და აურაცხელი რაოდენობის დეკორაციებით იწონებდნენ თავს, მაგრამ იყო (და არის) … Read More

ბიოკლიმატური დიზაინი – ერთობა გარემოსთან

June 17, 2019By მიშო ზღულაძეარქიტექტურა, ლანდშაფტი, რჩევები, ტრენდები

“მსოფლიო ერთიანი ცოცხალი არსებაა – ერთი ბუნება, ერთი სული. ყოველთვის გახსოვდეთ ეს.” – მარკუს ავრელიუსი ბიოკლიმატური არქიტექტურა – ესაა არქიტექტურა, რომელიც ბუნებას ერწყმის. ასეთი შენობების დიზაინი ითვალისწინებს კლიმატს და გარემო ფაქტორებს იმისათვის, რათა შენობის შიგნით ოპტიმალური თერმული კომფორტი შექმნას. ეს რაღაც ახალია? არა. მრავალი ტრადიციული არქიტექტურული სტილი ბიოკლიმატური პრინციპების მიხედვით მუშაობს. არც თუ ისე დიდი … Read More

დეკონსტრუქტივიზმი – არქიტექტურა სტეროიდებზე

June 13, 2019By მიშო ზღულაძეარქიტექტურა

თუ სიტყვა „დეკონსტრუქტივიზმს“ პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ, ის – დაშლას, დანგრევას – ნიშნავს, იქნება ეს კონსტრუქციის თუ პოლიტიკური რეჟიმის შესახებ. ალბათ, ამიტომაა, რომ ამ ტერმინს ხშირად არასწორ მნიშვნელობას აწერენ. დეკონსტრუქტივიზმი არაა არქიტექტურული სტილი. ის მხოლოდ ფორმების უსასრულო ვარიაციების „უკონტროლოდ“ გამოყენებას გულისხმობს. პირველი მსოფლიო ომის დროს რუსი ავანტ-გარდისტები, ასევე ცნობილნი, როგორც კონსტრუქტივისტები, კლასიკური არქიტექტურის წესებსა და კომპოზიციას … Read More

რა უნდა გავითვალისწინოთ სახლის აშენებისას

June 7, 2019By ანა მიქატაძეარქიტექტურა, რემონტი, რჩევები

საკუთარი სახლის აშენება – იქნება ეს კერძო თუ კორპუსის ბინა, ან თუნდაც უკვე აშენებულის გარემონტება და შენს გემოზე მორგება – საკმაოდ სტრესული პროცესია. ამ დროს ისეთ გადაწყვეტილებებს იღებ, რომლებთან ერთადაც მთელი ცხოვრება თუ არა, რამდენიმე წელი მაინც უნდა გაატარო. სახლი – ეს შენი კომფორტის ზონაა, შენი მუდმივი საცხოვრებელი, რომლის მშენებლობისასაც გაუთვალისწინებელი შეცდომები შეიძლება ძვირად დაგიჯდეს. … Read More

ზაფხული ყოველთვის ცხელი იყო

May 28, 2019By მიშო ზღულაძეარქიტექტურა, ინტერიერი

გავდივართ ქუჩაში და ვხედავთ დატანჯულ, ოფლიან, პირდაღებულ სახეებს, მხოლოდ გრილი ჰაერის ჩასუნთქვას რომ ნატრობენ. რა ხდება? რა ხდება და ზაფხული. ზაფხულს ვერ გავექცევით, ამინდს ვერ შევცვლით, მაგრამ, სამაგიეროდ, ჩვენი სახლების შიდა კლიმატის შეცვლა შეგვიძლია. ამის გაკეთების ყველაზე გავრცელებული (თუმცა არც თუ ისე იაფი) საშუალება კონდინციონერია. კი, ის ძალიან ეფექტურია, მაგრამ მის გარეშეც სავსებით შესაძლებელია იცხოვროთ … Read More

შოუ-ტექნიკის ცენტრი – აკუსტიკა

May 28, 2019By მიშო ზღულაძეარქიტექტურა, ინტერვიუ, ინტერიერი, რჩევები

აკუსტიკა მულტიდისციპლინარული მეცნიერებაა ხმის შესახებ, სადაც მრავალი სპეციალიზაციისთვის მოინახება ადგილი, მაგრამ რა არის ხმა? მოდით, მოკლედ განვმარტოთ, სტატია უფრო გასაგები რომ გახდეს. ხმა, ესაა ჰაერის მოლეკულებზე მოჯირითე ენერგია. უფრო ტექნიკურად რომ ვთქვათ, ესაა ტალღა, რომელიც ჰაერის გაუხშოებისა და შეკუმშვის შედეგად წარმოიქმნება. აკუსტიკის შესახებ ცოდნა რაც უფრო იზრდება, მით უფრო მეტი და მეტი ქვე-განხრა ემატება მას. … Read More

რა უნდა ვიცოდეთ შენობის საძირკველის შესახებ

May 14, 2019By ანა მიქატაძეარქიტექტურა, რჩევები, სიახლეები

როდესაც საქმე სახლის აშენებას ეხება, პირველი და უმნიშვნელოვანესი საფეხური საძირკვლის ტიპის სწორად არჩევა და მომზადებაა. ამას დიდი სიფრთხილე ესაჭიროება, რადგან საძირკველი მთლიანი შენობის საყრდენი ნაწილია არსებობს საძირკვლის სხვადასხვა ტიპები ლენტური, წერტილოვანი, მთლიანი ფილა, ხიმინჯოვანი და კომბინირებული ლენტური საძირკველი ეწყობა მზიდი კედლების ქვეშ წერტილოვანი საძირკველი, ბოძებისა და სვეტების ქვეშ ეწყობა მთლიანი ფილა ისხმება მთლიანად შენობის ქვეშ, … Read More