მსოფლიო არქიტექტურაში ისეთი შენობები არსებობს, რომელიც სიყვარულთან, სითბოსთან და რომანტიკასთან ასოცირდება. ამის მიზეზი, მისი მშვენიერი ინტერიერ-ექსტერიერი, შექმნის ისტორია ანდაც იქ მცხოვრები ხალხია. მოდით ერთად გავეცნოთ თითოეულს და ვნახოთ, 3 რომანტიული ნაგებობა – არქიტექტურა და სიყვარული ერთ სივრცეში 

თაჯ-მაჰალი, ინდოეთი

3 romantiuli nageboba - arkitektura da siyvaruli ert sivrceshi

ეს ულამაზესი ნაგებობა არქიტექტურაში სიყვარულის სიმბოლოდ არის ცნობილი. თაჯ-მაჰალი 1907 წელს იქცა სამარადისო სიყვარულის სახედ, როდესაც საღამოს პრინც ქურამმა შენობის ეზოში მშვენიერი, აბრეშუმის სამოსში გამოწყობილი გოგო დაინახა.

3 romantiuli nageboba - arkitektura da siyvaruli ert sivrceshi

პრინცს გოგონა ერთი ნახვით შეუყვარდა, მოგივანებით კი ცოლად შეირთო და სამეფოს სადავეებიც გადაიბარა.

პრინცს მშვენიერი ქალბატონის გარდა, სხვა რამდენიმე ცოლიც ჰყავდა, თუმცა მუმთაზ მაჰალი მისთვის გამორჩეული იყო.

სამწუხაროდ, სრულიად მოულოდნელად მუმთაზი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა… ქურუმმა მეუღლის დაკარგვა განიცადა და მას პირობა მისცა რომ მალე უმდიდრეს მავზოლეუმს აუშენებდა, ეს პირობა კი რამდენიმე წელში შეასრულა.

3 romantiuli nageboba - arkitektura da siyvaruli ert sivrceshi

როგორც ამბობენ, პრინცი გულგატეხილი იყო, ის ყოველდილით მოდიოდა თაჯ-მაჰალთან და შენობის წინ მუმთაზს იხსენებდა.

22 წელი და 22 000 მუშა დასჭირდა პრინცს, რომ შენობის საბოლო, სრულყოფილი სახე შეექმნა და თავისი მეუღლეც თაჯ-მაჰალში გადმოასვენა.

ჯულიერტას აივანი, ვერონა

3 romantiuli nageboba - arkitektura da siyvaruli ert sivrceshi

სიტყვა რომანტიკა ყოველთვის გვახსენებს, ტრაგიკული სიყვარულით დაღუპულ რომეოსა და ჯულიეტას, არქიტექტურაში კი ჯულიეტას აივანს, პატარა ქალაქის პატარა მშვენებას.

3 romantiuli nageboba - arkitektura da siyvaruli ert sivrceshi

თუ ვერონაში ერთხელ მაინც ყოფილხართ, ჯულიეტას ძეგლიც გექნებათ ნაანხი და მის თავზე აივანსაც შენიშნავდით.

წერილებით სავსე კედელი უცნობი ადამიანების სურვილებით არის დატვირთული, რომელთაც სწამთ, რომ მარადიოული სიყვარულის მფარველი ჯულიეტა მათ მეორე ნახევარს, ან დაკრგულ სიყვარულს აპოვნინებს.

აივანი მე-13 საუკუნით თარიღდება და უკვე საუკუნეებია ეს ადგილი პოპულარობას ინარჩუნებს….

სიყვარულის ძალა თითქოს მსოფლიოს მასშტაბით ყველა ადამიანს არწმუნებს, რომ იქ ჩაფიქრებული სურვილები აუცილებლად ახდება.

ნოიშვანშტაინის სასახლე, ბავარია

3 romantiuli nageboba - arkitektura da siyvaruli ert sivrceshi

 „ზღაპრები რეალურია“ – ამ ფრაზაში ბავარიის ნოიშვანშტაინის სასახლე დაგარწმუნებთ. სასახლე, რომელშიც ერთ დროს პრინცესა ცხოვრობდა.

როგორც ამბობენ, უოლტ დისნეიმ დისნეილენდის შექმნის დროს ინსპირაციად ბავარიის ეს უზარმაზარი ნაგებობა გამოიყენა.

3 romantiuli nageboba - arkitektura da siyvaruli ert sivrceshi

სასახლე ბავარიის მთიან ნაწილში მდებარეობს, ამჟამად მუზეუმად არის ქცეული, თუმცა იქ ადრე ლუდვიგ მეორე ცხოვრობდა, გერმანელები შენობას „ზღაპრულ სასახლეს“ ეძახიან.

ეს გრანდიოზული კოშკები და მთელი არქიტექურული შედევრი გერმანიაში სიყვარულის სიმბოლოდ მოიხსენიება…

წინა ბლოგი – რა შეცდომებს უშვებთ ყველაზე ხშირად სახლის მოწყობისას

Facebook Instagram