ინტერიერის დიზაინის შექმნისას ადამიანები ათობით გაუაზრებელ შეცდომებს უშვებენ, ამიტომ არიან ინტერიერის დიზაინერები რომ ეს შეცდომები მინიმალურ დონეზე დაიყვანონ და რემონტმა კომფორტულად, მარტივად და უპრობლემოდ ჩაიაროს. ბევრი ვიფიქრეთ და რამდენიმე შეცდომის გაზიარება გადავწყვიტეთ – შეცდომები რომელსაც სახლის მოწყობისას ხშირად უშვებენ

გეგმის გარეშე რემონტის დაწყება

ტაბახმელა | საკუთარი სახლის ინტერიერის დიზაინი

გეგმის შექმნა რემონტის დაწყებამდე მნიშვნელოვანი კი არა აუცილებელიც კია. სანამ სახლის მოწყობას დაიწყებთ დაფიქრდით, სახლში რომელი ოთახი სად იქნება, ავეჯს როგორ გადაანაწილებთ და ამ ყველა დეტალის გაწერის შემდეგ დაიწყეთ რემონტი.

რა მოხდება გეგმას თუ არ შეადგენთ? – დაიხარჯება დიდი რაოდენობის თანხა, შეიძლება მოლოდინი რელაობას არ დაემთხვეს და იმედია გაგიცრუვდეთ.

არ აყვეთ მოდას

ტაბახმელა | საკუთარი სახლის ინტერიერის დიზაინი

მოდა ბრუნდავს, ეს ფრაზა გაგებული გექნებათ, მოდას აყოლილი ადამიანები თავიანთ არჩევანს ხშირად ნანობენ, რადგან თუ თქვენი ავეჯი დღეს მოდაშია ხვალ შესაძლოა არავის მოეწონოს ის, ეს კი დროის, ნერვებისა და ფინანსების არასწორი ხარჯვაა.

შეეცადეთ ტრენდების მიხედვით არ აირჩიოთ აბაზანის, საძინებლის ფერები, ძვირადღირებული ავეჯი და შეუცვლელი ნივთები.

დააფასეთ ძველი ავეჯი

ტაბახმელა | საკუთარი სახლის ინტერიერის დიზაინი

ამ შეცდომას ინტერიერის მოწყობისას ხშირად შეხვდებით, ხალხისთვის სიტყვა რემონტი ყველა ახალი დეტალით სახლის აწყობასთან ასოცირდება, არადა ძველი ავეჯის ახალ ინტერიერში გამოყენება კარგად ნაცადი ძველი ხრიკია.

დააფასეთ ძველი ავეჯი და შეუხამეთ ის თქვენ თანამედროვე ინტერიერს…

დაალაგეთ პრიორიტეტები საფეხურებად

ტაბახმელა | საკუთარი სახლის ინტერიერის დიზაინი

ამ სიტყვებმა არ დაგაბნიოთ, სანამ სახლს მოაწყობთ, აი მას შემდეგ რაც გემგას შეადგენთ და ამ ყველა საფეხურს გაივლით პრიორიტეტები დაალაგეთ.

ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ, რომ ჯერ ავეჯი შევარჩიოთ და შემდეგ კედელების ფერი, ჯერ ტექსტილზე იფიქრეთ და შემდეგ სხვა დეტალებზე.

ნუ იყიდით ყველაფერს

ტაბახმელა | საკუთარი სახლის ინტერიერის დიზაინი

რემონტი ეიფორიას იწვევს, ამ დროს ყველა ლამაზი დეკორის, ავეჯისა და უამრავი ნივთის ყიდვა გინდათ, თან ისე რომ არც ფიქრობთ უხდება თუ არა ერთამენთს.

გირჩევთ, რომ ნივთების ყიდვამდე დაფიქრდეთ, რას მოუხდება ის, სად დადგამთ და ნამდვილად ჭირდება თუ არა თქვენს სახლს ახალი შენაძენი.

არ მიბაძოთ სხვებს

ტაბახმელა | საკუთარი სახლის ინტერიერის დიზაინი

ინდივიდუალიზმი ინტერიერში დასაფასებელია, ბოლო შეცდომა, რომელსაც ადამიანები უშვებენ სწორედ მიმბაძველობაა.

არ მიბაძოთ სხვებს, იპოვეთ თქვენი ფერები, სტილი და რემონტი დაიწყეთ. – შეცდომები რომელსაც სახლის მოწყობისას ხშირად უშვებენ

წინა ბლოგი – ხრიკები არქიტექტურაში რომელიც ყოველთვის გამოგადგებათ

Facebook Instagram