ბოლო რამდენიმე წელია არქიტექტურას პატარა, მოსახერხებელი და ბიუჯეტური კოტეჯები შემოემატა, ინტერიერში კი ამ კოტეჯების მოსაწყობად შესაბამისმა რჩევებმა მოიყარა თავი. კოტეჯი ზღვასთან, მთასთან ახლოს ან სულაც მთაზე განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. გადავწყვიტეთ მის მოსაწყობად რჩევებიც გაგვეზიარებინა. – როგორ უნდა მოაწყოთ კოტეჯი – მარტივი რჩევები დამწყებებისთვის 

დავიწყოთ იმით, თუ რა არის კოტეჯის სტილის სახლი – ეს არის პატარა, ბიუჯეტური და მოსახერხებელი ნაგებობა, რომელსაც უკვე ბევრ მაღალთიან სოფელსა და ზღვისპირა ქალაქებში შეხვდებით.

კოტეჯების კულტურამ საქართველომდეც შემოაღწია. გიზიარებთ საწყის რჩევებს, სანამ თქვენ მიერ შერჩეული პატარა სახლის, კოტეჯის მოწყობას დაიწყებთ

ნატურალური ფერები და ტონები

rogor unda movawyot koteji 

კოტეჯები ძირითადად ხისგან მზადდება, ამიტომ სასურველი იქნება თუ ინტერიერში ნატურალურ ფერებს გამოიყენებთ.

მაგალითად თეთრ, ბეჟს და სხვა ნეიტრალურ ტონებს, ასე ინტერიერსა და ექსტერიერს შორის დიდი სხვაობა აღარ იქნება და ინტერიერში სიმშვიდეს მარტივად შექმნით.

დადგით ხის ავეჯი

rogor unda movawyot koteji 

როგორც უკვე ვახსენე, ხის კოტეჯები ხშირია, ხეს კი კვლავ ამავე მასალის ავეჯი უხდება. ანუ ხის ავეჯი თქვენი სახლისთვის იდეალური არჩევანი იქნება.

დადგით სხვადასხვა ოთახში ხისგან დამზადებული მაგიდები, კარადები და ლოგინები, დაგვერწმუნეთ, ეს დეტალები ინტერიერს განსხვავებულ იერს შესძენს.

„სახლური“ გარემო უმთავრესია

rogor unda movawyot koteji 

სამზარეულოს მოწყობისას ჩვენი სიტყვები გაიხსენეთ, „სახლური” გარემო უმთავრესია.

სადაც არ უნდა წახვიდეთ და რამდენი ხანიც არ უნდა გაატაროთ უცხო გარემოში გემრიელად დასვენებისთვის ზუსტად ეს გარემოა მნიშვნელოვანი.

მოაწყვეთ სამზარეულო ისე, რომ თავი „სახლურ“ გარემოში იგრძნოთ. დატოვეთ ხის ჭერი, ბუნებრივი ფერები და დაფიქრდით თქვენ რა განიჭებთ სახლურობის შეგრძნებას?

მოგროვეთ მინდვრის ყვავილები და სახლის მცენარეები

rogor unda movawyot koteji 

კოტეჯის სტილის პატარა სახლებს მცენარეები ყველაზე მეტად უხდება, გადაიხედეთ ფანჯრიდან, მოკრიფეთ მინდვრის ყვავილები და ინტერიერის შესაფერისი სახლის მცენარეები მოაგროვეთ.

მცენარეები ყველა გარემოს ალამაზებს.

აარჩიეთ პრინტები და ფოტოსურათები

rogor unda movawyot koteji 

ისევ „სახლურ გარემოს“ უნდა დავუბრუნდეთ. მოიძიეთ ძველი ფოტოსურათები, საინტერესო ორიგინალური პრინტები და თქვენს ახალ კოტეჯში ჩამოკიდეთ.

სურათები ცარიელი კედლებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტებია.

შექმენით მყუდრო კუთხეები

rogor unda movawyot koteji 

საკითხავი, ფილმის საყურებელი და საღამოს შეკრების მყურდრო კუთხე კოტეჯს სჭირდება, ამიტომ წიგნების თაროები, კომფორტული სავარძლები და თბილი პლედები ამ კომფორტული კუთხეების შესაქმნელად გამოიყენეთ.

ვინტაჟური დეტალები ბოლო საფეხურია

rogor unda movawyot koteji 

ვინტაჟი კოტეჯს უხდება, სცადეთ, მცირე დოზის ვინტაჟური ავეჯისა და ნივთების შეძენა, მოუძებნეთ შესაბამისი ადგილი და იდეალური სივრცეც მზადაა.

წინა ბლოგი – მასალები რომლებიც ინტერიერში ყველაზე ხშირად გამოიყენება

Facebook Instagram