ზოდიაქოს ნიშნები და ფენ შუი სახლის მოწყობისა თუ გადაკეთების დროს ხშირად გვახსენებს თავს, თითქოს, სახლის მოწყობისას რაღაც მცირედით მაინც ზოდიაქოსაც უნდა ვენდოთ და არც ფენ შუი დავტოვოთ განაწყენებული. უკვე შემდგომა იგრძნობა და დარწმუნებულები ვართ, ინტერიერის გადაკეთებამ და შელამაზებამ გაგიელვათ თავში და ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით საინტერესო თემით დაგიბრუნდით  – როგორ მოაწყოთ სახლი საშემოდგომოდ ზოდიაქოს მიხედვით

ვერძი – შემოიტანეთ ნატურალური ტექსტილები და ყურადღება მიაქციეთ მცენარეებს

სახლი ბაგებში | ინტერიერის დიზაინი

ვერძებო ეს შემოდგომა თქვენთვის საინტერესო უნდა იყოს, მცენარეებს მოუფრთხილდით შემოიტანეთ სახლში, გადაანაწილეთ ინტერიერში და შემოდგომის განწყობა აივნიდან ოთახებში გადმოიტანეთ.

ასევე შემოიტანეთ ინტერიერში ნატურალური ტექსტილები, შალი, აბრეშუმი და ბამბა, უკვე თბილი ტექსტილების სეზონი მოვიდა.

კურო – ნაქსოვი დეკორი გჭირდებათ

სახლი ბაგებში | ინტერიერის დიზაინი

კუროებო ამ სეზონზე ნაქსოვი გადასაფარებლები და ლოგინის მსხვილი ნაქსოვის დეკორი გჭრიდებათ, რადგან წელს ზოდიაქო გვეუბნება, რომ ნაქსოვი ნივთები კომფორტსა და ჰარმონიას მოგიტანთ.

ტყუპები – მცენარეული დეკორი და სანთლები

ინტერიერის დიზაინი | საკუთარი სახლი წავკისში

ვის არ უყვარს სახლის გოგრებითა და შემოდგომის ფოთლებით მორთვა…

თუმცა ტყუპებს თქვენი ზოდიაქო გეუბნებათ რომ ამ სეზონზე სახლი აუცილებლად ასე უნდა მორთოთ, რადგან 2021 წლის შემოდგომა ბარაქიანი, ბედნიერი და დადებითი აურის მატარებელი იყოს.

გაანაწილეთ ინტერიერში სანთლები, შეცვალეთ გადასაფარებლები და ფარდები. აიღეთ ცარიელი ლარნაკები და შემოდგომის ფოთლები ჩააწყვეთ.

კირჩხიბი – სამზარეულოს აქსესუარები

ინტერიერის დიზაინი | საკუთარი სახლი წავკისში

კირჩხიბებო, ამ სეზონზე სამზარეულოს განახლებით უნდა დაკავდეთ, ახალი თეფშები, ახალი სურათები, სამზარეულოს სხვა აქსესუარები და შესაძლოა ავეჯიც კი შეცვალოთ.

მალე ზამთარი მოვა, ზამთარში კი სამზარეულოში საოჯახო შეკრებების რიცხვიც მატულობს და თქვენ ეს სივრცე კომფორტულად უნდა გადააკეთოთ.

ლომი – გაბედული ნაბიჯები და ხავერდის დეტალები

ინტერიერის დიზაინი | საკუთარი სახლი წავკისში

ლომი რისი ლომია გაბედული ნაბიჯების გარეშე რომ გაუშვას შემოდგომა. ამ სეზონზე მდიდრული ხავერდისა და აქამდე დაუგეგმავი გადაწყვეტილებების დროა.

შეათვალიერეთ ინტერიერში და რაც უცბათ არ მოგეწონებათ შეცვალეთ. მოძებნეთ ხავერდოვანი ავეჯი და ინტერიერში დადგით, შეეცადეთ ფერები შემოდგომის აქტიურ ტონებს შეუხამოთ, მაგალითად მუქი ყავისფერი, შინდისა და აგურის ფერები და სხვა.

ქალწული  – დედამიწის ტონები და თბილი ფერები

ინტერიერის დიზაინი | საკუთარი სახლი წავკისში

ქალწულებისთვის ეს შემოდგომა მწვანე, ლუჯ და ყვითელ ფერებში გადაწყდა. სტაფილოსფერი, ყვითელი და წითელი ფერები ყოველთვის იყო შემოდგომის ტონებში, თუმცა ამ სეზონზე ქალწულების ზოდიაქო გვეუბნება რომ ინტერიერში დედამიწის ფერები, ლურჯი და მწვანეც უნდა შემოვიტანოთ.

არ აქვს მნიშვნელობა ფერებს როგორ დაამატებთ ინტერიერს, მთავარია მათი დომინირება შეიმჩნეოდეს.

სასწორი – ვარდისფერი ფერები და მოქარგული ნივთები

სახლი ბაგებში | ინტერიერის დიზაინი

ესთეტიკური დიზაინის გათვალისწინებით, სასწორებმა ვარდისფერი ნივთები უნდა შეიძინოთ, მაგალითად ბალიშები, პლედები, თუნდაც ავეჯი და ასევე მოქარგული აქსესუარების დათვალიერებაც უნდა დაიწყოთ.

მოქარგული დეტალები ინტერიერს მდიდრულ იერს აძლევს, ცოტა ვინტაჟურ და ამავდროულად საინტერესოს ხდის მას.

მორიელი – ყვავილები და ისევ ყვავილები

ინტერიერის დიზაინი | საკუთარი სახლი წავკისში

ვინ თქვა რომ ყვავილები მხოლოდ გაზაფხულისთვის არის? შემოდგომაის ფერები განსაკუთრებით ლამაზია მინდვრის ყვავილებთან და კიდევ უფრო ლამაზია თუ ის გემოვნებიან ინტერიერს ამშვენებს.

მოერიელებო გაიარეთ ყვავილების მაღაზიებში, გაიარეთ და გარეთ შეაგროვეთ ლამაზი, ყვითელი და წითელი ფოთლები და სახლი ამ მცირე, თუმცა გემოვნებიანი დეტალით გაალამაზეთ.

მშვილდოსანი – ძველი სტილის გაღვიძების დროა

სახლი ვერაზე - ინტერიერის დიზაინ პროექტი

მშვილდოსნებისთვის ამ წლის შემოდგომა გარდამავალი სეზონია, ამიტომ ზოდიაქო მათ ურჩევთ რომ რადიკალური ცვლილებებისგან თავი შეიკავონ და უბრალოდ კარგად მივიწყებული ძველი, ვინტაჟური თუ უბრალოდ მობეზრებული ავეჯი დააბრუნონ ინტერიერში.

თხის რქა – ვინტაჟური სტილი

სახლი ვერაზე - ინტერიერის დიზაინ პროექტი

მშვილდოსნებთან ერთად თხის რქებსაც იგივე რჩევა უნდა მივცეთ, მათ შემოდგომაზე ინტერიერი ვინტაჟს უნდა დაუთმონ და დრო მხოლოდ ამ სტილის განვითარებაზე უნდა დახარჯოთ

მერწყული – რეტრო სტილი

სახლი ვერაზე - ინტერიერის დიზაინ პროექტი

მერწყულებო, 70, 80 და 90-იანი წლები გავიხსენოთ და რაღაც განსხვავებული, რეტროსთან შერწყმული ინტერიერი შევქმნათ. ამ წელს შემოდგომის პალიტრას მხოლოდ რეტრო დეტალები დაუმატეთ

თევზები – ნოსტალგიური, წარსულისგან შემორჩენილი დეტალები

სახლი ვერაზე - ინტერიერის დიზაინ პროექტი

თევზები, მერწყულები, თხის რქები და მშვილდოსნები 2021 წლის შემოდგომაზე ერთ ტალღაზე არიან. მეოცნებე თევზებმა ამ წელს ინტერიერში წარსულისგან შემორჩენილი, ძველი და ნოსტალგიური ნივთები უნდა გააცოცხლონ და როგორც სხვებმა მათაც ვინტაჟსა და რეტროს უნდა მიაკითხონ.

წინა ბლოგი – რა ნივთები უნდა გქონდეთ სახლში – სახალისო სია

Facebook Instagram