დრო გადის, ტრენდები კი იცვლება – ეს ცვლილება რა თქმა უნდა, ჩვენი სახლის ინტერიერზეც აისახება. გადახედეთ ძველ ინტერიერს და გადახედეთ თანამედროვე ინტერიერის შედეგებს, თქვენ ნახავთ რომ რამდენიმე დეტალი სახლებში აღარ გამოიყენება და კონკრეტულმა მოდურმა თუ ტრენდულმა ნივთებმა ბნელ სარდაფებში გადაინაცვლეს.  3 რამ რაც თანამედროვე ინტერიერში აღარ გამოიყენება 

პრიალა ზედაპირები

bolo blogi

თუ დაკვირვებიხართ, თანამედროვე ინტერიერში სამზარეულოსა და კარადებზე პრიალა ზედაპირები თითქმის არ გამოიყენება, რადგან 90-იანების ცნობილი და ყველასთვის საყვარელი პრიალა ზედაპირები მოდიდან გადავიდა.

შეხედეთ თანამედროვე ინტერიერის ნიმუშებს, “მატოვი” ზედაპირი 2022 წელს სახლებში ჩნდება, პრიალა და ბრჭყვიალა ზედაპირების დრო წავიდა. 

bolo blogi

სადა ზედაპირი ყველა ტიპის სახლს უხდება, უპრეტენზიოა და რაც მთავარია, მარტივად მოსავლელი

უხეში გადასვლები

bolo blogi

პატარა სახლებში, სტუდიოს ტიპის ინტერიერში ხშირად გვიწევს მოვიფიქროთ როგორ გადავიყვანოთ სამზარეულო და მისაღები ოთახი ისე რომ “პლინტუსები” უხეშად არ გამოჩნდეს და სახლში თანამედროვე ინტერიერი არ დავკარგოთ.

უხეში გადასვლები მოდიდან გადავიდა, ამიტომ პატარა სახლებში გემოვნებიან გადასვლებს ვირჩევთ ხოლმე და ნაზ, სადა, რაც მთავარია დაბალ გადასვლებს ვანიჭებთ უპირატესობას

გადატვირთული ფარდები

bolo blogi

ასევე წავიდა გადატვირთული ფარდების დროც, რადგან სადა, მინიმალისტური სტილის მატერიები უნივერსალურია ყველა ინტერიერისთვის, არ სჭირდება ავეჯის შეხამება და უპრეტენზიოა.

bolo blogi

შეარჩიეთ სადა ფარდები თქვენი სახლისთვის ასე მარტივად შეარჩევთ სასურველ ავეჯს და ინტერიერში ცვლილების დროს თამამ ნაბიჯებს თავისუფლად გადადგამთ.

– 3 რამ რაც თანამედროვე ინტერიერში აღარ გამოიყენება 

წინა ბლოგი – ცისია ბებურიშვილის რჩევები – აქცენტები 2022 წლის ინტერიერში 

Facebook Instagram