სკანდინავიური სტილი და თანამედროვე ინტერიერეის დიზაინი სკანდინავიური სტილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტილია თანამედროვე ინტერიერის დიზაინის სამყაროში. მასზე მოთხოვნა თანდათან უფრო იზრდება ევროპაში და მის ფარგლებს გარეთაც. ეს ყველაფერი კი, ალბათ, იმიტომ, რომ აღნიშნული სტილი შექმნილია არა იმიჯისა და სტატუსის ხაზგასასმელად, არამედ, პირველ რიგში, ადამიანისთვის.. მთავარი მახასიათებლები უბრალოება, მინიმალიზმი და პრაქტიკულობა – ესაა სკანდინავიური ესთეტიკის სამი … Read More
ქართული ისტორიული არქიტექტურის 4 ძეგლი, რომლის ისტორიაც ყველამ უნდა იცოდეს
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ისტორიული მნიშვნელობის ძეგლების რაოდენობა რამდენიმე ათასს ითვლის. ჩვენ გამოვარჩიეთ ძველი ქართული არქიტექტურის 4 ძეგლი და გადავწყვიტეთ მოგვეყოლა მათი ისტორია. ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი თუ გსურთ მთელი არსებით შეიგრძნოთ, თუ როგორი იყო საქართველოს ოქროს ხანა პირველი ქალი მეფის თამარის მმართველობის პერიოდში, ვარძიას უნდა ეწვიოთ. ნახევარ კილომეტრზე გადაჭიმული ცამეტსართულიანი კომპლექსის საერთო ფართობი 40 ათას … Read More
რატომ უნდა შევიძინოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა
ნებისმიერი დიასახლისისათვის ყოველი სადილის დასრულება დასვრილი ჭურჭლის უზარმაზარ მთასთან შეჭიდებას უკავშირდება. მართლაც, რა უნდა იყოს დღის განმავლობაში ისედაც დამღლელი ფუსფუსის პარალელურად საათობით ნიჟარასთან დგომაზე საძულველი? თუკი ეს შეგრძნება თქვენთვის ნაცნობია, მაშინ დარწმუნებულები ვართ, ერთხელ მაინც გიფიქრიათ შეგეძინათ ჭურჭლის სარეცხი მანქანა. თუმცა, ცხადია ასეთ რამეს მყისიერად ვერ იყიდი, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანები იაფი … Read More
ძველი ნივთები, რომლებიც რეტრო ინტერიერში შეიძლება გამოიყენოთ
დღესდღეობით, არც თუ ისე ცოტაა იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც საცხოვრებელი ან სამუშაო სივრცის რეტრო სტილში გადაწყვეტა სურს. ზოგი მას წარსულის ნოსტალგიის გამო ანიჭებს უპირატესობას, ზოგსაც უბრალოდ მეტი ფერისა და სიხალისის შემოტანა უნდა. ეს ნივთები კი რეტრო ინტერიერის შესაქმნელად დაგვეხმარება. რეტრო ინტერიერში მოიაზრება სხვადასხვა დეკორაციული სტილი, რომელიც წარსულში გავრცელებული ტრენდებითაა ინსპირირებული, განსაკუთრებით ეს 1950, 60 და … Read More
როგორი სახლი სურთ ახალგაზრდებს?
აღნიშნულ სტატიაში ახალგაზრდების პრიორიტეტებზე ინტერიერის დიზაინში და მათ შორის გავრცელებულ ტრენდებზე წარმოგიდგენთ ინფორმაციას. ადამიანები ყოველთვის ცდილობენ, შეიქმნან საცხოვრებელი სივრცე, რომელიც მაქსიმალურად იქნება მათ საჭიროებებზე მორგებული. ეს მიზანი ყველასთვის საერთოა, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ დროსთან ერთად მათი საჭიროებები იცვლება. თუ უძველეს ეპოქაში “სახლი” მხოლოდ თავშესაფარი იყო, რომელსაც ადამიანი სტიქიისგან და მტაცებლებისგან უნდა დაეცვა, ცივილიზაციის პროგრესთან ერთად … Read More
10 იდეა ეზოს განათებისათვის
ეზოს განათების უამრავი ხერხი არსებობს. ამ სტატიაში კი მათგან 10 ყველაზე ფართოდ გავრცელებული გზა გვინდა შემოგთავაზოთ. განათება ეზოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. დღისით მოვლილი ბაღისა და დეკორატიული მცენარეებისაკენ მიმართულ ყურადღებას ღამით განათება იქცევს. ამიტომ მნიშვნელოვანია ეზოს განათების ხერხებიც ვიცოდეთ, რომ მნახველებზე შთაბეჭდილება მოვახდინოთ. სახლის შესასვლელის განათება რა თქმა უნდა, ეზოს მოწყობისას სასურველია გარე განათების გათვალისწინება, … Read More
3 რამ, რაც უნდა გავითვალისწინოთ ფარდების შერჩევისას
ფარდა ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაწილია. ოთახს, რომელსაც ფანჯარა ან აივანზე გასასვლელი კარი აქვს, აუცილებლად სჭირდება ფარდა, რომელიც შემომავალ სინათლეს დააბალანსებს და, ამავდროულად, უცხო თვალისაგან დაიცავს სახლის მობინადრეებს. 3 გასათვალისწინებელი რჩევა ფარდების შერჩევისას. ფარდების საშუალებით ინტერიერში სივრცის გაზრდა და განწყობის შექმნაა შესაძლებელი. ეს ყველაფერი კი ძირითადად 3 ფაქტორზე – ფერზე, ზომასა და … Read More
ინტერიერი, რომელიც სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ
ღიმილი რომ ცხოვრებას გვიხანგრძლივებს, გვიხალისებს და გვილამაზებს, ახალი ამბავი არავისთვისაა. ჰოდა, ჩვენც ყოველ დღე უნდა ვცდილობდეთ, რომ დადებითად დავმუხტოთ საკუთარი თავიც და გარშემომყოფებიც, რადგან შინაგანი ენერგია და განწყობა ყველაზე დიდ როლს თამაშობს ჩვენი ცხოვრების წარმართვაში. იქედან გამომდინარე, რომ დროის არც ისე მცირე ნაწილს სახლში ვატარებთ, თითოეული დღის განწყობის შექმნა სწორედ სახლიდან უნდა დავიწყოთ. ამიტომ საინტერესოა, … Read More
„გენიალურობა სიმარტივეშია“ – ანუ მინიმალისტური ინტერიერი
ტერმინი „მინიმალიზმი“ მოთხოვნათა მინიმუმამდე დაყვანას გულისხმობს. მიმდინარეობამ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დაიწყო განვითარება და წინააღმდეგობა გაუწია ბურჟუაზიულ პომპეზურობას, სიჭარბესა და ქაოსს. ინტერიერის მინიმალისტურ სტილში მოწყობა სივრცის მაქსიმალურად წარმოჩენას საჭიროებს. როგორც წესი, პატარა ოთახების შემთხვევაში მისი მიღწევა რთულია, ამიტომ ინტერიერის დიზაინერები ტიხრების გაუქმებას და ოთახების გაერთიანებას გვირჩევენ. ამასთან, მნიშვნელოვანია ინტერიერში მხოლოდ აუცილებელი ნივთების გამოყენება და ავეჯის … Read More
გლამური ინტერიერის დიზაინში – რაში მდგომარეობს მარადიული სტილის საიდუმლო?
ინტერიერის დიზაინი მუდმივად პროგრესირებადი და ცვალებადია. ყოველწლიურად ჩნდება ახალი ტრენდები, რომლებიც ვირუსივით ედება ყველა ენთუზიასტს და გასული წლის ტენდენციებს წამში ავიწყებს. თუმცა, არსებობს რაღაცეები, რაც არასოდეს იცვლება და უკვე კლასიკადაა ქცეული. სწორედ ასეთ ჩარჩოში ხვდება ინტერიერის დიზაინის ტიპი, გლამურული სტილი. ერთი შეხედვით თითქოს ყველასთვის გასაგებია თუ რას ვგულისხმობთ, როდესაც სიტყვა „გლამურს“ ვახსენებთ. შეიტანო ის შენი … Read More











