გავდივართ ქუჩაში და ვხედავთ დატანჯულ, ოფლიან, პირდაღებულ სახეებს, მხოლოდ გრილი ჰაერის ჩასუნთქვას რომ ნატრობენ. რა ხდება? რა ხდება და ზაფხული. ზაფხულს ვერ გავექცევით, ამინდს ვერ შევცვლით, მაგრამ, სამაგიეროდ, ჩვენი სახლების შიდა კლიმატის შეცვლა შეგვიძლია. ამის გაკეთების ყველაზე გავრცელებული (თუმცა არც თუ ისე იაფი) საშუალება კონდინციონერია. კი, ის ძალიან ეფექტურია, მაგრამ მის გარეშეც სავსებით შესაძლებელია იცხოვროთ … Read More
ხმის იზოლაციის მნიშვნელობაზე – Show Technics
ალბათ, ერთხელ მაინც აღმოჩენილხართ ისეთ სასტუმროში, თქვენს გვერდზე მობინადრის ყველა ნაბიჯი რომ იცით. ისიც გაგონილი გექნებათ (თუ საკუთარ თავზე გამოცდილი არა) თბილისის ახალაშენებული კორპუსები ხმას რომ ზედმეტად ატარებენ გიფსოკარდონის კედლების დამსახურებით. ეს ყველაფერი იზოლაციის პრობლემაა, რასაც, სამწუხაროდ, ყველა არ ითვალისწინებს მშენებლობის პერიოდში – ზოგი უცოდინრობისა და გამოუცდელობის, ზოგი კი უბრალოდ ფინანსების დაზოგვის გამო. შენობებში ხმის … Read More
შოუ-ტექნიკის ცენტრი – აკუსტიკა
აკუსტიკა მულტიდისციპლინარული მეცნიერებაა ხმის შესახებ, სადაც მრავალი სპეციალიზაციისთვის მოინახება ადგილი, მაგრამ რა არის ხმა? – შოუ-ტექნიკის ცენტრი – აკუსტიკა მოდით, მოკლედ განვმარტოთ, სტატია უფრო გასაგები რომ გახდეს. ხმა, ესაა ჰაერის მოლეკულებზე მოჯირითე ენერგია. უფრო ტექნიკურად რომ ვთქვათ, ესაა ტალღა, რომელიც ჰაერის გაუხშოებისა და შეკუმშვის შედეგად წარმოიქმნება. აკუსტიკის შესახებ ცოდნა რაც უფრო იზრდება, მით უფრო მეტი … Read More
რა უნდა გავითვალისწინოთ ფანჯრების განლაგებისას
სახლის დაგეგმარებისას ფანჯრების ზომის, ფორმისა და განლაგების შერჩევა ერთი შეხედვით მარტივი და უმნიშვნელო დეტალი ჩანს, მაგრამ რეალურად მას საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აკისრია. ამ დროს ითვალისწინებენ ისეთ გარემო პირობებს, როგორიცაა ადგილობრივი კლიმატი, ხედი და ქუჩიდან შემოსული ხმაურის სიხშირე. აუცილებელია ყველა ამ ფაქტორს შორის ბალანსის პოვნა, რათა სახლს რაც შეიძლება მეტი კომფორტი შევმატოთ და ბუნებრივი განათებითაც მაქსიმალურად … Read More
რა უნდა ვიცოდეთ შენობის საძირკველის შესახებ
როდესაც საქმე სახლის აშენებას ეხება, პირველი და უმნიშვნელოვანესი საფეხური არის საძირკველის ტიპის სწორად არჩევა და მომზადება. ამას დიდი სიფრთხილე ესაჭიროება, რადგან საძირკველი მთლიანი შენობის საყრდენი ნაწილია არსებობს საძირკვლის სხვადასხვა ტიპები ლენტური, წერტილოვანი, მთლიანი ფილა, ხიმინჯოვანი და კომბინირებული ლენტური საძირკველი ეწყობა მზიდი კედლების ქვეშ წერტილოვანი საძირკველი, ბოძებისა და სვეტების ქვეშ ეწყობა მთლიანი ფილა ისხმება მთლიანად შენობის … Read More
ედვარდიანული არქიტექტურა
დედოფალი ვიქტორიას სიკვდილის შემდეგ (1901 წელი) ვიქტორიანული ეპოქაც ნელ-ნელა წარსულის ნაწილი ხდებოდა. მეფე ედვარდ VII-ს მოკლე, თუმცა გავლენიანი, მეფობის პერიოდმა ინგლისური არქიტექტურის ახალ ხანას ჩაუყარა საფუძველი. „ედვარდიანულ ეპოქაში (1901-1918 წ.) ყველაფერი განათდა“, ამბობს Pro Build 360-ის წარმომადგენელი, მაიკლ პარინჩი. ეს კი ედვარდიანული არქიტექტურის დამსახურება იყო. “The Edwardian Era was a time of booming trade, of … Read More
ზღაპრული ვილა, სადაც დევიდ ბოუი ცხოვრობდა
წარმოგიდგენთ ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრიული როკ ლეგენდის დევიდ ბოუის ზღაპრულ ვილას, რომელიც 1989 წელს შვედმა არქიტექტორმა არნ ჰასელკვისტმა ააგო. სახლი კარიბის ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე, მუსტიკზე მდებარეობს და მიუხედავად იმისა, რომ 80-იან წლებში აშენდა, დღემდე ინარჩუნებს ინტერესსა და აღფრთოვანებას. დღეს უკვე მსურველებს შეუძლიათ ვილის ქირაობაც, ამის შესახებ დეტალებს კი სტატიის ბოლოს შემოგთავაზებთ. დევიდ ბოუის ვილა არნ ჰასელკვისტის … Read More
იცოდით, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სახურავზე ფუტკრები ბინადრობდნენ?
საინტერესო და სახალისო ფაქტები ნოტრ დამის შესახებ! 2019 წლის 15 აპრილს მსოფლიო კულტურის ერთ-ერთი უძველესი და უნიკალური შედევრი ხანძარმა მოიცვა. ამ დღის შემდეგ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაცხოვრებლები ერთი საკითხის ირგვლივ გაერთიანდნენ. გავაგრძელოთ და გაეცანით სხვა საინტერესო და სახალისო ფაქტებს ნოტრ დამის შესახებ : პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი პარიზის … Read More
ადამიანი გენია – ანტონიო გაუდი
საუბარია ანტონიო გაუდზე, რომელმაც კატალონიური გოთიკისა და ნაციონალური იტალიური სტილების შერწყმით შექმნა სრულიად უცხო, ფანტასკიური ელემენტებით დატვირთული სტილი. მას მოიხსენიებენ „არქიტექტურის ტორეადორად“, „ ქვის პოეტად“, „არქიტექტურის დანტედ“. მისი ნაგებობები მნახველში უდიდეს აღტაცებასა და ბუნებასთან საოცარი ერთიანობის განცდას ბადებს. ანტონიო გაუდის 17–მდე არქტიტექტურული შედევრი ეკუთვნის, რომელთა უმრავლესობა ბარსელონაში მდებარეობს.ყველას განხილვა ერთ სტატიაში ცოტა ძნელია, ამიტომ ჩვენი … Read More
ვიქტორიანულ არქიტექტურაში წარმოსახვის უნარის ხიბლი
დედოფალი ვიქტორია (1837-1901წ.) თითქმის სამოცდაათი წლის განმავლობაში ატარებდა გვირგვინს, ძნელია ასეთი ხანგრძლივი და მრავალფეროვანი პერიოდის ერთი არქიტექტურული სტილით დახასიათება. ვიქტორიანელი დიზაინერები უამრავი კულტურიდან და პერიოდიდან უხვად იღებდნენ ელემენტებს და თავიანთ შემოქმედებებში დებდნენ, თუმცა მაინც არ კარგავდნენ კლასიკურ სიმეტრიას. ზუსტად ეს არის ვიქტორიანულ არქიტექტურაში წარმოსახვის უნარის ხიბლი – პარადოქსული დამოკიდებულება ტრადიციულ შებოჭილ სტილსა და ინოვაციურ სტილს … Read More











