“ვფიქრობ, ყველას, ვისაც თავისი თავის საკმარისად ძლიერად სწამს, ქედმაღლად შერაცხავენ. ალბათ, ჩემ შემთხვევაშიც ზუსტად ასე მოხდა.“ – ფრენკ ლოიდ რაიტი “ქედმაღალი” არქიტექტორი. არქიტექტორი, ინტერიერის დიზაინერი, მწერალი, განმანათლებელი. ის გენიალური პიროვნება გახლდათ. თავისი ხანგრძლივი, 70-წლიანი, კარიერის მანძილზე, რომლის განმავლობაშიც მან 1000-ზე მეტი ნაგებობის დიზაინი შექმნა, საიდანაც 532 აიგო, ამერიკის არქიტექტურა მთლიანად გადაატრიალა. ის 1867 წელს ვისკონსინში … Read More
ახალი კლასიკური არქიტექტურა მოდერნისტული სისადავის წინააღმდეგ
ახალი კლასიკური არქიტექტურა მოდერნის წინააღმდეგ მიუხედავად იმისა, რომ დღეს ხელოვნების ყველა სფეროში მოდერნიზმი დომინანტურ პოზიციას ინარჩუნებს, ახალი კლასიკური არქიტექტურა უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ახალი კლასიკური არქიტექტურა თანამედროვე მოძრაობაა, რომელიც კლასიკური და ტრადიციული არქიტექტურის პრაქტიკას განაგრძობს. მიმდინარეობის მთავარი იდეა გულისხმობს მშენებლობის ხელოვნებიდან არქიტექტურულ ხელოვნებამდე ამაღლებას. „კლასიკური არქიტექტურისა და ხელოვნების ახალი ინგლისი ინსტიტუტი“ ინსტიტუტის პრეზიდენტმა, დევიდ … Read More
გამჭვირვალე ეპოქსიდის სივცრული იატაკი – რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?
დღევანდელ სამყაროში სიბრტყე ძალიან მოსაბეზრებელი გახდა. უფრო და უფრო პოპულარული და აქტუალურია ყველაფრის სამგანზომილებიან სივრცეში ჩართვა. განსაკუთრებით საინტერესო ჩვენთვის ის ფაქტია, რომ ამ ტენდენციას საზღვარი არ აქვს და ყველა სფეროს შესანიშნავად ერგება. ინტერიერის დიზაინი და სამგანზომილებიანი ნამუშევრები დიდი ხანია დამეგობრდნენ. ჩვენი სტატიის მთავარი თემაც, სწორედ, ინტერიერში სივრცული ნამუშევრები, კონკრეტულად კი 3D იატაკი (იგივე ეპოქსიდის იატაკი) … Read More
ექსპერიმენტული არქიტექტურა – „რა სჭირთ ამ შენობებს?“
თანამედროვე არქიტექტურა ვერ განვითარდებოდა, რომ არა უამრავი ცნობისმოყვარე და ახალ-ახალ იდეებთან მოჭიდავე ხელოვანი.განვითარება და ცვლილება ყოველთვის ჩარჩოებს მიღმა გახედვით და ახლის ძიებით იწყება. შესაძლოა, თავიდან ეს ყველაფერი შოკისმომგვრელი მოგვეჩვენოს. თუმცა, დამეთანხმებით, მსოფლიომ ისწავლა ინოვაციების გაბადრული სახით მიღება. ექსპერიმენტული არქიტექტურის საინტერესო ნიმუშები: ჯეიმს ტომპსონის ცენტრი, ჩიკაგო, ამერიკა შენობაში ილინოისის შტატის მთავრობის ოფისებია თავმოყრილი. მაგრამ იგი ვიზუალურად … Read More
ინდუსტრიული სტილი
ტერმინის მიხედვით, აშკარაა სტილის თემატიკაც. ინდუსტრიული სტილი ინტერიერის დიზაინში ინსპირაციას იღებს ძველი, მიტოვებული ქარხნების, საწყობებისა და ინდუსტრიული განვითარებისთვის განკუთვნილი შენობებიდან. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ნიუ-იორკსა და ნიუ-ენგლანდში დაიწყეს მიტოვებული ძველი ნაგებობების გამოყენება. პირველები, ამ მხრივ, არტისტები იყვნენ, რომლებიც მსგავს ურბანული ვიზუალის ინტერიერს საკუთარი სტუდიოს ტიპის სახელოსნოებისთვის იყენებდნენ. შესაბამისად, იმ დროისთვის ინდუსტრიული სტილი ცალკე ინტერიერისთვის არ … Read More
ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების სამკაულები
ქართული ანტიკური ხანის არქიტექტურა, ხუროთმოძღვრული ძეგლები თუ შუა საუკუნის შენობა – ნაგებობები ფასადთა „სამკაულებით“ გამოირჩევა. ეს სამკაულები ჩუქურთმა/ორნამენტის სახელით არის ცნობილი შენობის ფასადზე დატანებული ორნამენტები ნაგებობათა ექსტერიერს ამშვენებენ და კიდევ ერთხელ ამართლებენ უკვე კარგად გაცრეცილ ფრაზას, რომლის მიხედვითაც, „გენიალურობა დეტალებშია“. ქართული ხელოვნების მკვლევარის რენე შმერლინგის თანახმად, ჩუქურთმის დანიშნულებას შენობის ფასადის შემკობა წარმოადგენს: „მკაფიოდ გამოხატოს კედლის … Read More
ძველი ხის ავეჯის ახალი სიცოცხლე
ძველი ავეჯისათვის ახალი სიცოცხლის მინიჭება მარტივი ამოცანა არ არის. ეს საქმის დეტალურ შესწავლასა და საჭირო ხელსაწყოების განსაზღვრას გულისხმობს. ამ სტატიით კი ვეცდებით დაგეხმაროთ ადვილად გასცეთ პასუხი შეკითხვას: როგორ გავაახლოთ ძველი ავეჯი ?! – ძველი ხის ავეჯის ახალი სიცოცხლე. სანამ ხელში ფუნჯსა და ზუმფარის ქაღალდს აიღებდეთ, ჯერ პატარა კვლევა ჩაატარეთ. მოიძიეთ ყველა სახის ინფორმაცია იმ ავეჯის … Read More
ინტერიერის დიზაინის ზემოქმედება ადამიანზე
იცოდით რომ ჩვენი ყოველდღიური შრომის პროდუქტიულობისა და ნაყოფიერების გაზრდა შესაბამისი გარემოს შექმნით არის შესაძლებელი ?! გარემოს, ბევრი ასპექტი ქმნის – ხალხი, სამუშაო ადგილი, და ა.შ. მათ შორის ერთერთი აუცილებელი დეტალია ინტერიერის დიზაინი. ამ ბლოგში თქვენ გაიგებთ, თუ რა შუაშია ინტერიერი ჩვენი მუშაობის ხარისხთან. თუმცა, ვიდრე ამ საიდუმლოს ახსნაზე გადავალ, მოდი დავაზუსტოდ რას გულისხმობს თვითონ “ინტერიერის … Read More
სამხრეთ – აღმოსავლეთ აზიის უძველესი არქიტექტურული შედევრები
აზიაში უძველესი დროიდან შენდებოდა დიდებული ტაძრები და სასახლეები, ისინი გამოხატავდნენ ღვთაების დიდებასა და სამეფოს ძალაუფლებას. აზიის ქვეყნების არქიტექტურა განსაკუთრებულად მიმზიდველი იყო და დღესაც არის თავისი ამოუცნობი ცივილიზაციით. მოდით ერთად განვიხილოთ სამხრეთ-აღმოსვლეთ აზიის უძველესი არქიტექტურული შედევრები. ანგკორ – ვატი კჰმერის არქიტექტურის ჩინებული მაგალითი, მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძველი საკულტო ნაგებობა, რომელიც მდებარეობს კამბოჯაში. ტაძარი აგებულია მფარველი … Read More
,,სამყაროს სახურავის“ არქიტექტურა
ტიბეტი უმაღლესი რეგიონია დედამიწაზე, რომელსაც ,,მსოფლიოს სახურავსაც“ უწოდებენ ტიბეტი, “სამყაროს სახურავი”, უმაღლესი მთები, აქ შეხვდებით ცათამბჯენ მყინვარებსა და მათ ჩრდილქვეშ მოლივლივე ფირუზისფერ ტბებს. ასეთ დიდებულ ადგილებში მცხოვრები ხალხის კულტურა და უძველესი ტრადიციები ასევე გამორჩეული, საინტერესო და მიმზიდველია. სწორედ ბუნება, კულტურა და რწმენა განაპირობებს ტიბეტური არქიტექტურის უნიკალურობას. ტიბეტმა წარმოშვა არქიტექტურის საკუთარი, მარტივად საცნობი ფორმები და სტილი, … Read More











