3 რამ, რაც უნდა გავითვალისწინოთ ფარდების შერჩევისას

აპრილი 16, 2019By fortisსიახლეები

ფარდა ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაწილია. ოთახს, რომელსაც ფანჯარა ან აივანზე გასასვლელი კარი აქვს, აუცილებლად სჭირდება ფარდა, რომელიც შემომავალ სინათლეს დააბალანსებს და, ამავდროულად, უცხო თვალისაგან დაიცავს სახლის მობინადრეებს. 3 გასათვალისწინებელი რჩევა ფარდების შერჩევისას. ფარდების საშუალებით ინტერიერში სივრცის გაზრდა და განწყობის შექმნაა შესაძლებელი. ეს ყველაფერი კი ძირითადად 3 ფაქტორზე – ფერზე, ზომასა და … Read More

ინტერიერი, რომელიც სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ

აპრილი 16, 2019By ანა რურუასიახლეები

ღიმილი რომ ცხოვრებას გვიხანგრძლივებს, გვიხალისებს და გვილამაზებს, ახალი ამბავი არავისთვისაა. ჰოდა, ჩვენც ყოველ დღე უნდა ვცდილობდეთ, რომ დადებითად დავმუხტოთ საკუთარი თავიც და გარშემომყოფებიც, რადგან შინაგანი ენერგია და განწყობა ყველაზე დიდ როლს თამაშობს ჩვენი ცხოვრების წარმართვაში. იქედან გამომდინარე, რომ დროის არც ისე მცირე ნაწილს სახლში ვატარებთ, თითოეული დღის განწყობის შექმნა სწორედ სახლიდან უნდა დავიწყოთ. ამიტომ საინტერესოა, … Read More

„გენიალურობა სიმარტივეშია“ – ანუ მინიმალისტური ინტერიერი

აპრილი 11, 2019By ანა რურუასიახლეები

ტერმინი „მინიმალიზმი“ მოთხოვნათა მინიმუმამდე დაყვანას გულისხმობს. მიმდინარეობამ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დაიწყო განვითარება და წინააღმდეგობა გაუწია ბურჟუაზიულ პომპეზურობას, სიჭარბესა და ქაოსს. ინტერიერის მინიმალისტურ სტილში მოწყობა სივრცის მაქსიმალურად წარმოჩენას საჭიროებს. როგორც წესი, პატარა ოთახების შემთხვევაში მისი მიღწევა რთულია, ამიტომ ინტერიერის დიზაინერები ტიხრების გაუქმებას და ოთახების გაერთიანებას გვირჩევენ. ამასთან, მნიშვნელოვანია ინტერიერში მხოლოდ აუცილებელი ნივთების გამოყენება და ავეჯის … Read More

გლამური ინტერიერის დიზაინში – რაში მდგომარეობს მარადიული სტილის საიდუმლო?

აპრილი 11, 2019By თამარ ტურაშვილისიახლეები

ინტერიერის დიზაინი მუდმივად პროგრესირებადი და ცვალებადია. ყოველწლიურად ჩნდება ახალი ტრენდები, რომლებიც ვირუსივით ედება ყველა ენთუზიასტს და გასული წლის ტენდენციებს წამში ავიწყებს. თუმცა, არსებობს რაღაცეები, რაც არასოდეს იცვლება და უკვე კლასიკადაა ქცეული. სწორედ ასეთ ჩარჩოში ხვდება ინტერიერის დიზაინის ტიპი, გლამურული სტილი. ერთი შეხედვით თითქოს ყველასთვის გასაგებია თუ რას ვგულისხმობთ, როდესაც სიტყვა „გლამურს“ ვახსენებთ. შეიტანო ის შენი … Read More

მოდერნისტული სტილი ინტერიერის დიზაინში

აპრილი 11, 2019By მარიამ კოშკაძესიახლეები

ტერმინი „მოდერნიზმი“ მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „modernus”, რაც ნიშნავს „თანამედროვეს“. როგორც მიმდინარეობა, ის წარმოიშვა XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში – მეცნიერული ინოვაციებისა და გამოგონებების პერიოდში. მოდერნიზმმა ინტერიერის დიზაინში, შეიძლება ითქვას,  სრული გადატრიალება მოახდინა აღსანიშნავია, რომ მოდერნიზმი არ ეკუთვნის რომელიმე კონკრეტულ კულტურას. ინტერიერშიც ტერმინი „მოდერნიზმი“ ნიშნავს „თანამედროვეს და ის ასახავს მთლიანად თანამედროვე პერიოდს, ამიტომ მას, როგორც … Read More

ინტერიერის დიზაინი 2019 წელს

აპრილი 11, 2019By ნინი თურქიაინტერიერი, რჩევები, სიახლეები

2018 წლის ინტერიერი მარმარილოს, „ათასწლეულის ვარდისფერითა“ და მოდერნული მეტალის კონსტრუქციებით ხასიათდებოდა. თუმცა ახალი წლის დადგომასთან ერთად ინტერიერის დიზაინში ადგილს ახალი ფერები იკავებს და ყოველდღიურ ცხოვრებასთან ჰარმონიაში მოსვლას ცდილობს. 2019 წელს ინტერიერში ბუნება იჭრება სწორედ ამიტომ, ახალი დიზაინი ნატურალური ელემენტების სიმრავლით ხასიათდება. ტექნიკით შეპყრობილი გარემო უკანა პლანზე გადადის და მის ადგილს ბუნებრივი ქვები, გრანიტი, ბეტონი და … Read More

მაქსიმალიზმის ძირითადი ელემენტები

აპრილი 5, 2019By მიშო ზღულაძესიახლეები

მაქსიმალისტური დიზაინი და მის ძირითადი ელემენტები – მკაფიო ფერები და მყუდრო სტილი უფრო და უფრო მეტ ადამიანს იზიდავს. დეკორაციის ტრენდებს, მინიმალიზმი, დიდი ხნის განმავლობაში სცენის წინა პლანზე ეჭირათ. თუმცა ეს მანამდე იყო, სანამ მყუდრო და კომფორტული ცხოვრების წესი შემოვიდოდა. კომფორტისთვის დეკორაცია ჩვენი სახლების იმ ნივთების გავსებას გულისხმობს, რომლებიც გვიყვარს. მაქსიმალიზმი კი სახლში კიდევ უფრო ასეთი … Read More

მინიმალიზმი მოკვდა, მიესალმეთ მაქსიმალიზმს

აპრილი 4, 2019By მიშო ზღულაძესიახლეები

„Less is a bore” – Robert Ventury მინიმალიზმს თანამედროვე დიზაინის ინდუსტრია დიდი ხნის განმავლობაში ჰყავდა თავის მკლავებში მოქცეული. თუმცა, 2017 წელს, მილანში ჩატარებულმა „დიზაინის კვირამ“ გვაჩვენა, რომ ნელ-ნელა მინიმალიზმი მრავალფეროვნებასა და გამბედაობას უთმობს ასპარეზს. ყოველ აპრილს, ასი ათასობით ადამიანი მილანისკენ მიერეკება, რათა ტრენდის დამამყარებელ „დიზაინის კვირას“ დაესწროს. ეს მოვლენა უდიდეს გავლენას ახდენს აქსესუარების, ავეჯისა და … Read More

3 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვანდოთ რემონტი პროფესიონალებს

მარტი 19, 2019By ანა რურუასიახლეები

ინტერიერის დიზაინი ისევე გულმოდგინედ უნდა შევარჩიოთ, როგორც ახალი ტანსაცმელი, რადგან უყურადღებოდ და საჩქაროდ შერჩეულ ავეჯსა თუ დიზაინს შეუძლია სტუმარს მცდარი წარმოდგენა შეუქმნას ჩვენს პიროვნებაზე და სხვაგვარად დაუხატოს ჩვენი შინაგანი სამყარო. ამაში კი გვეხმარება ინტერიერის დიზაინერთა პროფესიონალური გუნდი. ადამიანები ხშირად სამოსის, ვარცხნილობის, აქსესუარების საშუალებით ვცდილობთ ჩვენი ინდივიდუალურობის წარმოჩენას და თუნდაც ძალიან მცირე, მაგრამ ამავდროულად შესამჩნევი დეტალებით … Read More