აღნიშნულ სტატიაში ახალგაზრდების პრიორიტეტებზე ინტერიერის დიზაინში და მათ შორის გავრცელებულ ტრენდებზე წარმოგიდგენთ ინფორმაციას.

ადამიანები ყოველთვის ცდილობენ, შეიქმნან საცხოვრებელი სივრცე, რომელიც მაქსიმალურად იქნება მათ საჭიროებებზე მორგებული.

ეს მიზანი ყველასთვის საერთოა, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ დროსთან ერთად მათი საჭიროებები იცვლება.

თუ უძველეს ეპოქაში “სახლი” მხოლოდ თავშესაფარი იყო, რომელსაც ადამიანი სტიქიისგან და მტაცებლებისგან უნდა დაეცვა, ცივილიზაციის პროგრესთან ერთად იცვლებოდა მისი ფუნქციები და საბოლოოდ, ადამიანის საცხოვრებელი სივრცე მისი პიროვნების შემადგენელ ნაწილად იქცა.

დღეს ის ჩვენი ინდივიდუალურობის, მისწრაფებებისა და ინტერესების გამოხატვის მნიშვნელოვანი საშუალებაა.

ამ მხრივ, კი განსაკუთრებით საინტერესოა დღევანდელი ახალგაზრდა თაობა, რომელიც თავისი უნიკალური მახასიათებლებით გამოირჩევა, როცა საქმე სახლის მოწყობას ეხება.

საყვარელი ინტერიერის სტილი

პირველ რიგში, აუცილებელია დავაზუსტოთ, რომ აღნიშნულ სეგმენტს არ უყვარს ტრადიციული ინტერიერისთვის დამახასიათებელი ავეჯითა და აქსესუარებით დატვირთული გარემო.

rogori saxli surt axalgazrdebs
ინტერიერის დიზაინი გრინჰილში

ისინი მინიმალიზმს, ანიჭებენ უპირატესობას და სურთ, რომ მათ მიერ ორგანიზებული სივრცე გამოირჩეოდეს სადა და დახვეწილი ვიზუალით. თუმცა, საქმე არც ასე მარტივადაა.

აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდებს არაერთგვაროვანი გემოვნება აქვთ და თანამედროვე, მინიმალისტურ დიზაინთან ერთად, ასევე ძალიან ტრენდულია “ქანთრი” (ეგრეთ წოდებული სოფლის სტილი), რაც ინტერიერში ბუნებრივი მასალების – ხის ან ქვის გამოყენებას გულისხმობს.

დაგეგმარება

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ღია გეგმარების მქონე სახლი, სადაც სხვადასხვა სივრცე ერთადაა ინტეგრირებული და ოთახები მკაფიოდ არ არის გამოყოფილი ერთმანეთისგან.

rogori saxli surt axalgazrdebs
კერძო სახლი წავკისში

ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ ეკონომიკური თუ სოციალური ფაქტორების გამო, ამ თაობის წარმომადგენლები ძალიან ხშირად შეზღუდული არიან სახლის ფართობში და არ უნდათ, რომ მისი დანაწევრებით კიდევ უფრო დაკარგონ არსებული სივრცე.

ამავე მიზეზით აიხსნება თუ რატომ ანიჭებენ დიდ უპირატესობას ინტერიერში კომპაქტურ ნივთებს.

მიუხედავად ამისა, აუცილებლობად მიაჩნიათ, რომ გამოყოფილი იყოს ტერიტორია, სადაც სამუშაო გარემოს მოაწყობენ.

ინტერიერის დიზაინი წავკისში
კერძო სახლი წავლისში

აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, უფრო და უფრო აქტუალური ხდება დისტანციურად მუშაობა, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ჰქონდეთ ისეთი წერტილი,  სადაც საქმეზე კონცენტრირებასა და პროდუქტიულ მუშაობას მოახერხებენ.

დეკორაციები

საყურადღებოა, რომ მინიმალიზმის მოყვარული ახალგაზრდები არ ერიდებიან მცენარეების უხვად გამოყენებას. ასევე აქტიურად იყენებენ ბარებს, ტორშერებს და სანათებს. დეკორაციული ანანასი, ფლამინგო და კაქტუსი კი ყველაზე გავრცელებული აქსესუარები გახლავთ.

kerdzo saxlis interieris dizaini
კერძო სახლის დიზაინი

მათ შორის ასევე ტრენდულია სააბაზანო ოთახების სპა სტილში მორთვა, რომ ის მაქსიმალურად კომფორტული ადგილი იყოს განტვირთვისთვის. მყუდრო ინტერიერის შესაქმნელად კი ხშირად იყენებენ ყვავილებს, სანთლებს და კედლებში/ჭერში ჩამონტაჟებულ ნათურებს.

სახლში სასურველი და არასასურველი დეტალები

M&S ბანკის მიერ ჩატარებულ კვლევაში, სადაც ორიათასმა 35 წლამდე ბრიტანელმა მიიღო მონაწილეობა, ახალგაზრდებმა დაასახელეს თუ რას ისურვებდნენ მათთვის სრულყოფილ სახლში.

სიაში მოწინავე პოზიციებზე მოხვდა ელექტრო ბუხარი, მაღალი ჭერი, მანსარდა, სრიალა კარი, იატაკის ელექტრო გათბობა, ყველაზე სასურველი კი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სამზარეულოს კუნძული აღმოჩნდა.

ხოლო კითხვაზე თუ რა არ მოსწონთ, ორნამენტებიანი და ფერადი ხალიჩები, დაბურული ფანჯრები და ხაკისფერი სააბაზანო ოთახის ინტერიერი დაასახელეს.

ბინა ოქროყანაში ინტერიერის დიზაინი
კერძო სახლი ოქროყანაში

ეკომეგობრული არქიტექტურა და ინტერიერი

ამ თემის განხილვისას აუცილებლად უნდა ვახსენოთ თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა – დედამიწაზე კლიმატის ცვლილება და მძიმე ეკოლოგიური პირობები.

საბედნიეროდ, ახალგაზრდებში მაღალია ცნობადობა იმაზე, თუ რა საფრთხეების წინაშე დგას პლანეტა, და სურთ შეძლებისდაგვარად გაუფრთხილდნენ მას.

სწორედ ამიტომ, ბუნებრივი რესურსების დასაზოგად უფრო და უფრო მეტი მათგანი ირჩევს ენერგოეფექტურ სახლს, მზის ენერგიაზე მომუშავე პანელებს.

რაც შეეხება ინტერიერს, აქტიურად იყენებენ გადამუშავებადი, ბიოდეგრადირებადი მასალებით დამზადებულ აქსესუარებს; როცა შესაძლებელია, ახალი ავეჯის მაგივრად, იძენენ მეორად ავეჯს; სინთეტიკურ მატერიებს კი, ბუნებრივი ბოჭკოვანი ქსოვილებით ანაცვლებენ.

ინსტაგრამის ეფექტი

და ბოლოს, სტატიაში აღნიშნული კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს ცნობილ ფაქტს, რომ თანამედროვე ახალგაზრდები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ვიზუალურ ესთეტიკას.

კვლევის მონაწილეთა 92 პროცენტი თანახმაა, რომ “კომპრომისზე” წავიდეს და დათმოს სახლის ზომა სასურველი ლოკაციის სანაცვლოდ, ხოლო 73 პროცენტი მეტ თანხას გადაიხდის, თუ სახლს ლამაზი ხედი ექნება.

saxli dzvel tbilisshi
სახლი ძველ თბილისში

აღნიშნული ტენდენცია, მკვლევარების აზრით, ეგრეთ წოდებული “ინსტაგრამის ეფექტით” აიხსნება – ზემოთ განხილული პრიორიტეტები მნიშვნელოვანია, მაგრამ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად იზიდავთ საცხოვრებელი ადგილები, სადაც ეფექტური ფოტოების გადაღებას შეძლებენ.

დროებით!

წინა ბლოგი – ინტერიერის ტრადიციული სტილი

Faccebook Instagram