ღიმილი რომ ცხოვრებას გვიხანგრძლივებს, გვიხალისებს და გვილამაზებს, ახალი ამბავი არავისთვისაა. ჰოდა, ჩვენც ყოველ დღე უნდა ვცდილობდეთ, რომ დადებითად დავმუხტოთ საკუთარი თავიც და გარშემომყოფებიც, რადგან შინაგანი ენერგია და განწყობა ყველაზე დიდ როლს თამაშობს ჩვენი ცხოვრების წარმართვაში.

იქედან გამომდინარე, რომ დროის არც ისე მცირე ნაწილს სახლში ვატარებთ, თითოეული დღის განწყობის შექმნა სწორედ სახლიდან უნდა დავიწყოთ. ამიტომ საინტერესოა, თუ როგორ შეგვიძლია შევქმნათ ინტერიერი, რომელიც სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ.

გაგიკვირდებათ და, ინტერიერში თუნდაც მცირე იუმორისტული დეტალის დამატებით საკუთარი თავისათვის ღიმილის მინიჭება და, შესაბამისად, ცხოვრების გახანგრძლივებაა შესაძლებელი.

ინტერიერის გახალისების არაერთი ხერხი არსებობს. ამ სტატიაში რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ:

კედლების მოხატვა/შპალერი

კედლები ინტერიერის ყველაზე დიდი და თვალსაჩინო ნაწილია და ოთახში შემომსვლელსაც პირველ რიგში სწორედ ის ხვდება თვალში.

ამიტომ, თუ ინტერიერის გახალისება გინდათ, შეიძლება პროცესი მათი მოხატვით ან ღიმილისმომგვრელი შპალერის გაკვრით დაიწყოთ.

შესაძლებელია კედელზე თუნდაც იუმორისტული შინაარსის მქონე ნახატის/წარწერის ჩამოკიდება. თანაც, თუ მოგბეზრდებათ, უფრო ადვილად შეცვლით, ვიდრე შპალერს.  

interieris dizaini bina jghentis quchaze
ინტერიერის დიზაინი – ბინა ჟღენტის ქუჩაზე

ავეჯის დიზაინი

მართალია, სახლებში სტანდარტული ფორმის, ზომისა და ფერის ავეჯს ვართ მიჩვეული, მაგრამ მათაც შეუძლიათ ისე გარდაიქმნან, რომ ღიმილი მოგვგვარონ.

saxaliso aveji

 

ამასთან, ავეჯს შეიძლება გადაეკრას/გადაეფაროს იუმორისტული შინაარსის მატარებელი გადასაფარებლები, რომელთა მოხსნა, გარეცხვა ან შეცვლა დიდ პრობლემას არ შეუქმნის სახლის მობინადრეებს.

saxaliso aveji

ორიგინალური ფორმის ნათურები

ზოგი ფიქრობს, რომ კედლებისა და ავეჯისათვის იუმორისტული ელფერის მინიჭება სარისკო საქმეა, რადგან შესაძლოა, სახლის მობინადრეებს მალე მობეზრდეთ. კედლებისა და ავეჯის შეცვლა კი არც ისე მცირე თანხებთანაა დაკავშირებული.

სწორედ ამიტომ, ინტერიერის გასახალისებლად ხშირად შედარებით მცირე დეტალს – ნათურას – იყენებენ.

არ შეუშინდეთ ინტერიერის გახალისებას! ამისათვის ცოტაოდენი ფანტაზია და იუმორის გრძნობაც საკმარისია! იმედია სტატია დაგეხმარათ დიდეების მოძიებაში და მომავალში შეძლებთ შეიქმნათ ინტერიერი, რომელიც სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ.

დროებით!

წინა ბლოგი – „გენიალურობა სიმარტივეშია“ – ანუ მინიმალისტური ინტერიერი

Facebook Instagram