მაქსიმალისტური დიზაინი და მის ძირითადი ელემენტები – მკაფიო ფერები და მყუდრო სტილი უფრო და უფრო მეტ ადამიანს იზიდავს. დეკორაციის ტრენდებს, მინიმალიზმი, დიდი ხნის განმავლობაში სცენის წინა პლანზე ეჭირათ. თუმცა ეს მანამდე იყო, სანამ მყუდრო და კომფორტული ცხოვრების წესი შემოვიდოდა.

კომფორტისთვის დეკორაცია ჩვენი სახლების იმ ნივთების გავსებას გულისხმობს, რომლებიც გვიყვარს. მაქსიმალიზმი კი სახლში კიდევ უფრო ასეთი ნივთების შემოტანას გულისხმობს.

ეს სტილი არაა ქაოტური და შემთხვევითი – თქვენ სასურველ შედეგს ვერ მიაღწევთ, თუ უბრალოდ ცარიელი ადგილების შევსებას მიჰყოფთ ხელს.

მაქსიმალიზმი: საწყისები

  • არ დაიშუროთ ფერები.
  • რაც უფრო მეტი ხელოვნების ნიმუში იქნება მით უკეთესი.
  • იყავით კომფორტულად და მხოლოდ ის ნივთები გამოიყენეთ დეკორაციისთვის, რომლებიც გიყვართ.
  • ზედმეტად ბევრი წიგნები არ არსებობს.
  • არა პერფექციონიზმს, მხოლოდ პერსონალიზაცია.

არ არსებობს არასწორი მაქსიმალისტური სტილი.

ხსენებულ რჩევებს მიყევით და თქვენი სახლი კიდევ უფრო განსაკუთრებული ადგილი გახდება თქვენთვის.

მოდით თითოეული რჩევა კიდევ უფრო განვავრცოთ.

არ დაიშუროთ ფერები

მაქსიმალიზმის საფუძველი ფერებშია, ბევრ ფერში. თქვენ შეგიძლიათ სტანდარტული ფერების პალიტრით დაიწყოთ და მიყვეთ.

მაქსიმალისტური შთაგონებას ძიებისას, თქვენ შეამჩნევთ, რომ ისეთი ფერები როგორებიცაა, შავი და მუქი ლურჯი, ძალიან პოპულარულია.

მუქი ფერის კედლების საიდუმლო კი ძალიან მარტივია – მუქკედლიანი ოთახი ნათელი აქცენტებითა და ფორმებით გაავსეთ, რომ ფერთა ბალანსი დაიცვათ.

შექმენით ხელოვნების ნიმუშების კედელი

თქვენ შეგიძლიათ კედლის ყოველი სანტიმეტრი ნახატებითა და ფოტოებით შეავსოთ, და მაინც არ გასცდეთ გემოვნების ფარგლებს.

ამის მიღწევისთვის თქვენ უნდა კონცენტრირდეთ მხოლოდ ერთ რამეზე – შეავსოთ კედლის ყოველი სანტიმეტრი იმ ნახატებითა და სურათებით, რომლებიც გიყვართ.

დეკორაცია საყვარელი ნივთებით

ჩვენი სახლები კიდევ უფრო მეტად გვიყვარს, როდესაც გარშემო ჩვენი საყვარელი ნივთები გვაქვს.

მაქსიმალიზმი ყველაფრის რაოდენობის გაზრდას ნიშნავს, ანუ თქვენი საყვარელი ფერების, ნივთებისა და მატერიალებისაც.

ქაოსის თავიდან ასაცილებლად, უმჯობესი იქნება, თუ რამდენიმე ფერსა და ფორმებს ამოარჩევთ და ამ სტანდარტს შეინარჩუნებთ მთელ ოთახში.

წიგნები აუცილებელია!

თუ წიგნები გიყვართ, მაშინ მაქსიმალისტური დეკორაციის სტილიც მოგეწონებათ.

ეს ყოველი წიგნის მოყვარულის სამოთხეა, რადგან სხვა სტილები ჩვეულებრივ ზღუდავენ ხოლმე იმ წიგნების რაოდენობას, რომლებიც ოთახში შეგიძლია განათავსო.

წიგნები დადეთ ყველგან და ყველაფერზე, ნებისმიერი რაოდენობით.

მაქსიმალურად გაზარდეთ ბედნიერება

მაქსიმალისტური სტილი თქვენთვის იდეალურია, თუ მხიარული ფერები და ფორმები მოგწონთ.

იმისათვის, რომ მაქსიმალური ბედნიერებით სავსე ოთახი შექმნათ საჭიროა თბილი ფერები და ყვავილის მსგავსი ფორმები.

შეგიძლიათ სხვა დეკორაციის სტილებიც გამოყენებაც, მაგალითად ბოჰოს.

ბოჰო სტილის დეკორაცია

ბოჰოს სტილი და მაქსიმალიზმი ერთ მნიშნელოვან მახასიათებელს იზიარებენ – ყველაფერი ლამაზის სიჭარბე.

დაუმატეთ ვინტაჟური აქცენტები

თქვენი საყვარელი ვინტაჟური დეკორაციები და ავეჯი იდეალურად ჩაჯდება მაქსიმალისტურ სტილში.

იმისდა მიუხედავად, რომ შუა საუკუნეების დეკორაცია დიდწილად მინიმალისტურია, მაინც გვხვდება მაქსიმალისტური დიზაინი და მის ძირითადი ელემენტები.

მათი მკაფიო ფერები და ექსპრესიული ხელოვნების ნიმუშები მაქსიმალიზმის ელემენტებს წარმოადგენენ. 

ვიქტორიანული ეპოქისა და არტ დეკოს სტილები ყველა სიჭარბეს ქადაგებდნენ, ასე, რომ ვინტაჟურისა და მაქსიმალისტურის შერწყმისას თქვენ არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ.

არ იყოთ პერფექციონისტები

წარმოიდგინეთ რამდენად რელაქსაციური იქნება პერფექციონიზმის მიერ გამოწვეული სტრესის გარეშე დეკორირება.

მაქსიმალისტური სტილი მაშინაა საუკეთესო, როდესაც ის არაიდეალურია.

არ დაისტრესოთ თავი ფერების შეხამებით.

მთავარია არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ყველაფერი თქვენთვის კომფორტული გარემოს მოწყობას ემსახურება, ამიტომ ყველაფერი თქვენს თავზე უნდა მოირგოთ.

წინა ბლოგი – მინიმალიზმი მოკვდა, მიესალმეთ მაქსიმალიზმს

Facebook Instagram