Less is a bore” – Robert Ventury

მინიმალიზმს თანამედროვე დიზაინის ინდუსტრია დიდი ხნის განმავლობაში ჰყავდა თავის მკლავებში მოქცეული. თუმცა, 2017 წელს, მილანში ჩატარებულმა „დიზაინის კვირამ“ გვაჩვენა, რომ ნელ-ნელა მინიმალიზმი მრავალფეროვნებასა და გამბედაობას უთმობს ასპარეზს.

ყოველ აპრილს, ასი ათასობით ადამიანი მილანისკენ მიერეკება, რათა ტრენდის დამამყარებელ „დიზაინის კვირას“ დაესწროს.

ეს მოვლენა უდიდეს გავლენას ახდენს აქსესუარების, ავეჯისა და ქსოვილის დიზანზე, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურად სახლებში, რესტორნებში, ოფისებსა და რეალურად ყველა სხვა ადგილას ვხედავთ.

ამ წელს მკაფიოდ გამოჩნდა, რომ დიზაინერები და მწარმოებლები ციფრული წარმოების მეთოდებსა, როგორიცაა 3D ქსოვა, და პროდუქტის შექმნის ისეთ კუსტარულ ტექნიკებს იკვლევენ, როგორიცაა: გალაქვა, მეტალის შედნობა და ჟაკარდის საქსოვი დაფის გამოყენება.

თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშა, რომელიც ამ წლის წარმოდგენას მუდმივად დასდევდა, იყო – მდიდრული მატერიალები და ქსოვილები, ამბიციური სილუეტები და ისეთი დეტალების მიმართ მიძღვნილი უდიდესი ყურადღება, რომლებიც არა მხოლოდ თვალისთვის, არამედ ემოციურადაც დამატყვევებელია.

ამ ცვლილების მიზეზები ისევე ნიუანსირებულნი არიან, როგორც თავად დიზაინები.

ისინი თავად სოციუმში მიმდინარე ცვლილებების ერთგვარ ანარეკლს წარმოადგენენ.

The Future Perfect”-ის, დიზაინების მუზეუმისა და საცალო მაღაზიის, დამფუძნებელი, დევიდ ალჰადეფი, დიდად ბედნიერია, რომ ხალხმა თამამი ფერებისა და მკაფიო ფორმების (რაც მაქსიმალიზმთან ასოცირდება), მიმართ ასეთი დადებითი დამოკიდებულება გამოიჩინა.

ის ამ ცვლილებას ჯანსაღი ეკონომიკის ნაყოფს უწოდებს:

„ინტერიერის დიზაინში ელექტიკურობას ნამდვილად უფრო ფართოდ იღებენ დღეს, ვიდრე წინა წელს.

ლოგიკურია, რომ პერიოდებისა და სტილების მიქსი ადამიანის თვალს მაქსიმალიზმის დაფასებას ასწავლის.

როდესაც ეკონომიკა თავისი განვითარების პიკშია, მაშინ არასტანდარტულისა და ველურობის დაფასება და მოხმარებაც იზრდება.

ბაზარი მიაწვდის ყველაფერს, რასაც კი მოითხოვენ.“

The Future Perfect“-ი ბაზრის ამჟამინდელ სიტუაციას ბოლომდე იყენებს და მაქსიმალიზმის ტენდენციას არ გაურბის.

ალჰადეფი ამბობს, რომ მაქსიმალისტური მიდგომის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტი ლამფაა:

„მთლიანობაში, გამოჩნდა, რომ ადამიანები უნიკალურ სკულპტურულ განათებას ეძებენ.“

სკულპტურული განათებების მიმართ საზოგადოების ინტერესი ყველაზე უკეთ „Euroluce”-ზე, Salone del Mobile-ში ჩატარებულ განათებების შოუზე, გამოჩნდა.

აქ ნიუ-იორკში არსებულმა ბრენდმა “Roll & Hills”-მა ეგრეთ წოდებული „pendant lightning“-ების კოლექცია წარადგინა.

ისინი შემკულნი იყვნენ სხვადასხვა ფერთა გამაში გარდამავალი გეომეტრიული მინის ნაჭრებითა. დიზაინერებმა ამ კოლექციას „ელემენტების კომპლექსურობის“ კვლევა უწოდეს.

„ჩვენ არ ვერიდებით მატერიალების ხარისხის, ტექნიკებისა და ფერების კომპლექსურობას, პირიქით, ეს ჩვენი კრეატიულობის მთავარი ელემენტია.

როგორც წესი, როდესაც მინიმალიზმი ერთად ერთი მიზანია, ამ დროს ვერაფერ ღირებულს ვერ მიიღებ.“

წლების განმავლობაში, ნიუ-იორკის დიზაინის სტუდია “Apparatus”-მა ნელ-ნელა მინიმალიზმის მიმართ ინტერესი დაკარგა და მაქსიმალიზმს მიაშურა.

ახლა ის ბუნებრივი და ტაქტილური მატერიალების (როგორებიცაა ცხენის თმა, ტყავი, დაუმუშავებელი მეტალები, ყავისფერი მინა და მარმარილო) გამოყენებას ანიჭებს უპირატესობას და ამასთანავე ყოველ პროდუქტს ინდივიდუალურად, ხელით ქმნის.

„ჩვენ ახლა ნამდვილად იმ მომენტში ვართ, სადაც დიზაინი დეკორაციულ იმპულსს თავიდან უერთდება.

ჩვენი, როგორც სტუდიის, ტენდენცია უკვე რამდენიმე წელია მინიმალიზმისგან მაქსიმალიზმისკენ შემოტრიალდა.

ახლა, ჩვენ უფრო მდიდრულ ფერებს, ორნამენტებსა და ფართომასშტაბიან ფორმებს მივეჯაჭვეთ.“ – ამბობს Apparatus-ის თანადამფუძნებელი, გაბრიელ ჰენდიფარი.

ფენებად დაყოფისა და სხვადასხვა მოტივების აღრევის ტექნიკა მასიური პროდუქციის ბაზარზეც გამოჩნდა.

West Elm”-ის ახალ კოლექციაში მრავალი პროდუქტი შუა საუკუნეების მიერ შთაგონებულია, ისინი ისეთ მატერიალებს წარმოაჩენენ, როგორიცაა ხავერდი და მეტალური და სარკისუბური აქცენტების მქონე პასტელის საღებავები.

კომპანიის შემოქმედებითი დირექტორი, ჯოანა ურასჯარვი ამბობს:

„ჩვენ ახალ ხანაში შევაბიჯეთ, რომელიც პიროვნების ინდივიდუალურობას ზეიმობს და არა მინიმალისტურ პერფექციონიზმს.

ჩვენს სახლებში ახალ, თანამედროვე, ნივთებთან სხვა ობიექტების შერევით სახლი ცოცხლდება!“

პიროვნული გამოხატვის მიმართ მოთხოვნის ზრდამ, და არა აუცილებლად მინიმალიზმის უარყოფამ, ფრანგული ავეჯის მწარმოებელ კომპანიას, „Ligne Roset”-ს რამდენიმე მაქსიმალისტური ნაშრომი გააკეთებინა.

„ჩვენი მიზანია, მაღალი ხარისხის, არაკონფორმისტული, მოხმარებადი და კრეატიული დიზაინის შექმნა.

ეს მინიმალიზმის გარშემო დამყუდრებული მობეზრების ბრალი არაა, არამედ უბრალოდ ახლის ძიება.“ – ამბობს ბრენდის აღმასრულებელი დირექტორი, ანტონი როსე.

ტექნოლოგიური წინსვლა მაქსიმალიზმის განვითარებას დიდად უწყობს ხელს.

ტექნოლოგიები უფრო მეტი დეტალის დამუშავების შესაძლებლობას იძლევიან. სწორედ ამიტომ, როგორც ვახსენეთ, მინიმალიზმი მრავალფეროვნებასა და გამბედაობას უთმობს ასპარეზს.

მაგალითად, „Ligne Rose”-ს წარმოების პროცესი ბოლო წლების განმავლობაში დანადგარების გაუმჯობესებასთან ერთად უფრო და უფრო დაიხვეწა.

„მაქსიმალიზმი უკვე ტრენდია. მასზე ყველაფერი ახდენს გავლენას, რაც კი ჩვენს გარშემოა.

დიზაინს ხშირად გრძნობები გვკარნახობენ, მაქსიმალისტური დიზაინი კი გრძნობების მაქსიმალურ რაოდენობას აღვივებს ადამიანში.

თამამი ფერები არა მხოლოდ ჩვენი თვალებისთვის, არამედ ჩვენი სულისთვისაა.

საინტერესო მატერიალები და ქსოვილები კი არა მხოლოდ შეგრძნებისთვის, არამედ დასანახადაც.

ამ წუთას, ჩვენი სული მეტს მოითხოვს, რაღაც განსხვავებულს, მინიმალიზმის დრო წავიდა.“ – თქვა იტალიური ბრენდის „Molteni&C“-ის წარმომადგენელმა, ჯულია ოლტეინმა. 

მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალიზმი ახლა თამამ განცხადებას აკეთებს, თავშეკავება სავარაუდოდ მაინც დაბრუნდება, როდესაც ჩვენ პალიტრის გასუფთავება დაგვჭირდება.

ხანდახან ნაკლები მეტია და ხანდახან ნაკლები მოსაწყენია. თუმცა, ამ მომენტში აღსანიშნავია, რომ თანამედროვე დიზაინი თავის ექსპრესიულ მხარეს ავლენს.

წინა ბლოგი – 3 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვანდოთ რემონტი პროფესიონალებს

Facebook Instagram