სულ ინტერიერსა და არქიტექტურაზე საუბრით რომ არ მოგაბეზროთ თავი, სახალისო თემა შევარჩიეთ და სასაუბროდ გამოვეშურეთ. ჩვენს საზოგადოებაში ხშირად ამბობენ, რომ რაღაც ნივთები, წესები და ჩვევები აუცილებელია გვქონდეს, გაგვაჩნდეს. ასეა სახლების შემთხვევაშიც, ინტერიერის მოწყობისას, აუცილებლად შესაძენ ნივთებს სიაში არც კი ვწერთ და ასე, ზეპირად ვიმახსოვრებთ მათ. თუმცა, თუ დაფიქრებულხართ რამდენი აუცილებლად შესაძენი და შესანახი ნივთი უნდა გქონდეთ სახლში?. მოდით, ერთად ჩამოვწეროთ, რა ნივთები უნდა გქონდეთ სახლში – სახალისო სია
სანათები და უსადენო მოწყობილობები
სახლში ცხოვრებისას ყველაზე ექსტრემალური პირობებისთვისაც უნდა იყოთ მზად, რა იქნება თუ შუქი წავა და დენის ყველა წყარო დროებით ჩაქრება…
ამისთვის სანათები „ფარნები“ და მსგავსი ტიპის სხვადასხვა გვარი უსადენო მოწყობილობები უნდა გქონდეთ. თუ შუქი მთელი საღამო არ მოვა, სანათები სახლში გადაადგილებისთვის გამოგადგებათ.
ჰაერის დეტექტორი
ეს პატარა ნივთი სახლში უსაფრთხოდ ცხოვრებისთვის გამოგადგებათ. თუ დეტექტორი ჰაერში მაღალ ტემპეტარუტრას ან მოჭარბებულ გაზს შენიშნავს ავტომატურად წრიპინს დაიწყებს და ნიშნანს მოგცემთ რომ რაიმე იღონოთ.
ჰაერის ეს დეტექტორები სასტუმროებსა და დიდ დაწესებულებებში აუცილებლად არის და მისი სახლში დაყენება კარგი იდეაა.
ცეცხლმაქრი
შეიძლება გაგეღიმოთ, თუმცა სახლში ცეცხმაქრის არსებობა აუცილებელი პირობაა. განვითარებულ ქვეყნებში ეს პატარა წითელი მოწყობილობა მიღებული პრაქტიკაა და სახლებში არა ერთი, არამედ რამდენიმე აქვთ ხოლმე.
კალათები
შეიძლება სახლში ათობით ნაირ-ნაირი სათავსო გქონდეთ და სულ არ გჭირდებოდეთ, თუმცა კალათებს ინტერიერში თავისი დატვირთვა აქვს, ამიტომ თქვენს სახალისო სიას დაწნული კალათებიც მიამატეთ.
პირსახოცების, ძველი სამოსისა და სათამაშოების შენახვის გარდა კალათებს დეკორშიც გამოიყენებთ.
მინი ბარი
მინი ბარი აუცილებელი ნივთი არ არის, თუმცა ინტერიერს უხდება და თუ სულ მცირედით ალკოჰოლიოს ან სხვა გემრიელი სასმელის მოყვარული ხართ ბორბლებზე საგორაო მინი ბარი გამოგადგებათ.
ეს ფერადი ნივთი ყველგან მიგორავს და ინტერიერში ყველა კუთხეს გაალამაზებს.
სანთლები
შუქი თუ წავიდა მხოლოდ ელექტრო მოწყობილობების იმედზე ნუ დარჩებით სანთლებიც იქონიეთ.
ეს ძველი, უკვე კარგად ნაცადი ხერხია, რომელიც დაგვიჯერეთ და მუშაობს. სანთლები უშუქობაში საუკეთესო მეგობრები არიან.
მეგობრობის გარდა სანთლებს სიმყოდროვე შემოაქვთ, ასე მარტივად, აანთებთ და ოთახში სიმყუდროვე დაისადგურებს
ჩარჩოები
სახლს პატარა, ერთნაირი ჩარჩოები უხდება, სადმე კომოდზე ან თაროზე დარჩენილი ადგილის შესავსებად რომ გამოგადგებათ.
კიდე ერთი ვერსიით კედელზე ცარიელი ადგილი უნდა ამოავსოს და სანთლების მსგავსად სიმყუდროვე შემოიტანოს.
წინა ბლოგი – შეცდომები რომლებიც საძინებლის მოწყობისას არ უნდა დაუშვათ