ინტერიერში შეცომებს ყველა ვუშვებთ, მთავარია მისი გამოწორებისკენ ვისწრაფოდეთ. სულ ცოტა ხნის წინ, სამზარეულოს მოწყობისას დაშვებულ შეცდომებზე გესაუბრეთ, ახლა კი დროა, სახლის ყველაზე ტკბილი ოთახი საძინებელიც გავიხილოთ. მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანები ცხოვრების 1/3-ს ძილში ატარებენ, ტკბილი ძილისთვის კი კომფორტული ოთახი ერთ-ერთი მთავარი პირობაა. ნახეთ, შეცდომები რომლებიც საძინებლის მოწყობისას არ უნდა დაუშვათ. 

ზედმეტად დიდი ლოგინი

shecdomebi romlebic sadzineblis mowyobisas ar unda daushvat

დიდი ლოგინი ნამდვილად კარგია, თუმცა ზედმეტად დიდი ინტერიერში არაფერი ვარგა.

თუ თქვენს ოთახში შეუსაბამოდ დიდი ლოგინს დადგამთ, ოთახში სივრცე დაპატარავდება, სხვა ავეჯისთვის ადგილი აღარ დაგრჩებათ და ოთახის იერი მთლიანად დაიკარგება.

საძინებელში შესვლისას თვალი პირველად უზარმაზარ ლოგინს შეამჩნევს, რაც არასწორად მოწყობილი ინტერიერის ერთ-ერთი მაჩვენებელია.

ერთი ფერის ავეჯი

shecdomebi romlebic sadzineblis mowyobisas ar unda daushvat

სიტყვა „კატასტროფა“ შეეფერება ინტერიერს, სადაც ყველაფერი ერთი ფერის არის…

წარმოიდგინეთ, როგორი დამღლელია, როდესაც ოთახში ლოგინი, კარადა, საწერი მაგიდა, თაროები და სკამებიც კი ერთი ფერია.

არა, არა ეს შეცდომა თქვენ არ უნდა დაუშვათ…

შეეცადეთ ოთახში, რამდენიმე ფერი შემოიტანოთ და ინტერიერს მრავალფეროვნება შესძინოთ.

მუქი ფარდები და ბნელი ოთახი

shecdomebi romlebic sadzineblis mowyobisas ar unda daushvat

ალბათ ახლა გაიფიქრეთ, აქ რა შეცდომა უნდა იყოსო, თუმცა დიახ, ოთახში ფარდების ჩამოკიდებითაც შეიძლება დიდი შეცდომა დაუშვათ.

ბუნებრივი სინათლე, მზე, ინტერიერში უდიდესი ბედნიერებაა. ამიტომ ნუ ეცდებით ის სამუდამოდ განდევნოთ თქვენი ოთახიდან.

საძინებლის მოწყობისას ჩამოკიდეთ ორი ღია და მუქი ფერის ფარდები, დღისით მზე შემოუშვით ოთახში, საღამოს კი სიბნელით დატკბით.

ცარიელი იატაკი…

shecdomebi romlebic sadzineblis mowyobisas ar unda daushvat

ვერ ვიტყვით, რომ ინტერიერში ცარიელი იატაკი უპატიებელი შეცდომაა, თუმცა ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ, რომ საძინებლის მოწყობისას არც ეს შეცდომა დავუშვათ.

საძინებელში უმეტესწილად სიმყუდროვეს ლამაზი, ფუმფულა ხალიჩა ქმნის, რომელიც დაგვიჯერეთ, ძალიან მოსახერხებელი და კომფორტულია.

shecdomebi romlebic sadzineblis mowyobisas ar unda daushvat

ხალიჩა ცივ ამინდში ყველას მეგობარია…

ზედმეტად კაშკაშა ნათება

shecdomebi romlebic sadzineblis mowyobisas ar unda daushvat

განათებასთანაც მოვედით. არ დაგვავიწყდეთ, საძინებელში კაშკაშა ნათება ხშირად დაშვებული შეცდომაა და დროა გამოვასწოროთ.

shecdomebi romlebic sadzineblis mowyobisas ar unda daushvat

დააყენეთ თქვენს ოთახებში საშუალო ტონის განათება, არც კაშკაშა და არც ძალიან ბნელი, ამით ბალანსს იპოვით და განათებას ინტერიერსაც შეუსაბამებთ.

ტელევიზორი საძინებელში

shecdomebi romlebic sadzineblis mowyobisas ar unda daushvat

ეს შეცდომაზე მეტად კეთილი რჩევაა, ჩვენი ინტერიერის დიზაინერები და მსოფლიოს მასშტაბით ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ოთახში ტელევიზორი არ დავდგათ, რადგან გამოსხივება და ხმაური ტვინს აფხიზლებს, ძილს აფრთხობს და არაპროდუქტიულობისკენ გვიბიძგებს.

დროა ტელევიზორი საძინებლიდან გამოიტანოთ…

წინა ბლოგი – რატომ უნდა აირჩიოთ ხელოვნური ყვავილები ინტერიერისთვის

Facebook Instagram