სახლის მოწყობის ყველა ტიპზე გვისაუბრია, ოთახების განლაგება და ფერებიც არაერთხელ განგვიხილავს და კიდევ ბევრ საინტერესო რამეს გაგიზიარებთ ინტერიერის შესახებ. ახლა დროა, ბავშვის ოთახის მოსაწყობად რამდენიმე რჩევა მოგცეთ, რადგან ამ ბოლო დროს, სახლის მოწყობისას ბავშვებისთვისაც გვთხოვენ ინტერიერის შექმნას. მოდით, ვნახოთ რჩევები როგორ მოაწყოთ ბავშვის ოთახი მარტივად 

აირჩიეთ კონკრეტული სტილი ან თემატიკა

rchevebi rogor moawyot bavshvis otaxi martivad

როდესაც ბავშვის ოთახს აწყობთ მნიშვნელოვანია აირჩიოთ კონკრეტული სტილი ან თემატიკა, ჩამოაყალიბოთ ერთი იდეა, როგორი გინდათ თქვენი მომავალი ინტერიერი გამოვიდეს.

ეს დაგეხმარებათ ფერების, ავეჯისა და სხვადასხვა დეტალების არჩევაში და საქმეს აუცილებლად გაგიადვილებთ.

შეარჩიეთ სასურველი ფერები

rchevebi rogor moawyot bavshvis otaxi martivad

რადგან ბავშვის ოთახზე ვსაბრობთ, აუცილებელია რემონტის დაწყებამდე სასურველი ფერებიც არჩეული გქონდეთ, რადგან არასასურველი ან შეუსაბამო ფერი მთლიან ინტერიერს გააუბრალოებს.

ხშირად ბავშვებისთვის ნეიტრალურ, სადა და მშვიდ ფერებს ირჩევენ, რადგან ფერები ხასიათზე, განწყობასა და ტკბილ ძილზეც მოქმედებს.

ყურადღება გაამახვილეთ ჭერზე

rchevebi rogor moawyot bavshvis otaxi martivad

შესაძლოა ამაზე არც გიფიქრიათ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ბავშვები ხშირად უყურებენ ჭერს და ოთახის მოწყობისას ამაზეც დაფიქრდით.

ნუ შეღებავთ მხოლოდ თეთრად, მოუწყვეთ მას საინტერესო გარემო და რაიმე კრეატიული მოიფიქრეთ თქვენი შვილისთვის.

დადგით ოთახში ტევადი კარადა

rchevebi rogor moawyot bavshvis otaxi martivad

ბავშვების ტანსაცმელები სახლში ყოველთვის ბევრ ადგილს იკავებს და მათი სამოსის დატევა ყველა მშობლის გამოწვევაა.

ამიტომ ბავშვების ოთახის მოწყობისას, შეეცადეთ მათ დიდი კარადა უყიდოთ, არ დაგავიწყდეთ, ოთახში ტანსაცმელების გარდა ფეხსაცმელები და სათამაშოებია შესანახი.

კრეატიული ყუთები და სათავსოები არ გამოგრჩეთ

rchevebi rogor moawyot bavshvis otaxi martivad

ბავშვებს ფერადი და ორიგინალური ნივთები აინტერესებთ ხოლმე, ამიტომ მათ გასახარებლად ინტერიერიც შესაბამისად უნდა მოვაწყოთ.

შეიძინეთ ყუთები, ფერადი თაროები ან ის, რაც თქვენ ინტერიერს მოუხდება. ფერების არევის არ შეგეშინდეთ.

იფიქრეთ მომავალზეც

rchevebi rogor moawyot bavshvis otaxi martivad

როდესაც ბავშვის ოთახის მოწობას დაიწყებთ, იმაზეც იფიქრეთ რომ რამდენიმე წლის შემდეგ ჩვილი ბავშვის ლოგინი აღარ დაგჭირდებათ, სათამაშოებს შეინახავთ და სივრცეს მოზარდისთვის გადააკეთებთ, ამიტომ შესაბამისი ავეჯისა და სტილისთვის თავისუფლება დაიტოვეთ.

ფერადი თაროები კედლიდან იხსნება მაგრამ გადაჭარბებულად ბავშვურ ინტერიერს რემონტის გარეშე ვერაფერს მოუხერხებთ.

ჩაკეტეთ ან დალუქეთ ფანჯრები

rchevebi rogor moawyot bavshvis otaxi martivad

ბავშვებთან მიმართებაში უპირველესი სწორედ უსაფრთხოებაა და ოთახში ღია, უჟალუზო და მარტივად გასაღები ფანჯრები საკმაოდ საშიშია.

უმჯობესი იქნება, თუ ჟალუზს მთელს ფანჯარაზე დააყენებთ ან საკეტს იმ სიმაღლეზე დაამაგრებთ, რომ ბავშვი სკამის დახმარებითან ვერ მიწვდეს.

განათებაც და ვამთავრებთ

rchevebi rogor moawyot bavshvis otaxi martivad

ბოლო დეტალთან მივედით განათებაც და მოვრჩებით. ბავშვების ოთახში ისეთი განათება დააყენეთ, რომელიც თვალებს არ ატკენს პატარას და შეეცადეთ ზუსტად თავნთან არ დაუყენოთ ის.

სცადეთ ტორშერის მორგება ინტერიერში, მისი გადაადგილება მარტივია და ოთახს უხდება.

თქვენ, უკვე წაიკითხეთ ძირითადი რჩევები როგორ მოაწყოთ ბავშვის ოთახი მარტივად. ინტერიერში უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი და სანამ რაიმეს გააკეთებთ, ჯერ დაფიქრდით თქვენს ნაბიჯს რა მოყვება.

წინა ბლოგი – თბილისის 3 სადარბაზო რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

Facebook Instagram