თუ ამერიკული სერიალების მოყვარული ან უბარლოდ კინომანი ხართ მაშინ გეცოდინებათ ვინ არის ფერადკანიანი, გენიალური სცენარისტი და პროდუსერი შონდა რაიმსი. როგორც გავიგეთ, ამერიკაში და მის საზღვრებს გარეთ ცნობილი სცენარისტი, ისტორიულ, საინტერესო და ულამაზეს სახლში ცხოვრობს, მოდით შევიხედოთ და ვნახოთ, როგორ გამოიყურება შონდა რაიმსის სახლი. 

rogor gamoiyureba shonda raimsis saxli

სანამ რამეზე დავიწყებთ ლაპარაკს შეხედეთ, როგორი გემონვებიანი სამზარეულო აქვს შონდას.

თეთრი ფერი აურჩევია რაიმსს და არ შემცდარა, ამხელა სივრცეს ეს სტილი ნამდვილად შეესაბამება. ნათელი, სადა და ამავდროულად ძალიან გემოვნებიანია შონდას სამზარეულო.

rogor gamoiyureba shonda raimsis saxli

„როდესაც სახლი ვიყიდე, ვიფიქრე რომ შევცდი, უშნო და შეუსაბამო სივრცე ავარჩიე საცხოვრებლად, 6 წელი ამ ფიქრებში ვიყავი, შემდეგ სახლი თავიდან მოვაწყვე, ოთახებში ინტერიერი შეცვალე და ეს სივრცეც შემიყვარდა“- ამბობს შონდა რაიმსი ერთ-ერთ ინტერვიუში.

rogor gamoiyureba shonda raimsis saxli

როგორც წრფელი ამერიკელი, შონდა რაიმსის სახლიც კალიფორნიაში მდებარეობს.

სახლის  წინა ფასადი აგურით არის აშენებული. მთლიანი სივრცე ნათელი და ფერადია, შონდას სურვილით სტილი სანახევროდ ძველებური და რეტროა, თუმცა ოთახებში თანამედროვე დეტალებიც იგრძნობა.

rogor gamoiyureba shonda raimsis saxli

სახლი 1950-60 წლებში არქიტექტორმა ბილლ ბალდვინმა ააშენა, სახლმა რამდენიმე ოჯახი გამოიცვალა და ბოლოს შონდას ხელშიც აღმოჩნდა, ახლა იქ რაიმსი და მისი 3 შვილი ცხოვრობს.

rogor gamoiyureba shonda raimsis saxli

როდესაც შონდამ სახლი იყიდა, ინტერიერის მოწყობისას ორი მოთხოვნა ჰქონდა, მას ნათელი ბინა და სამუშაო სივრცე, ბიბლიოთეკა სჭირდებოდა.

სახლი მართლაც ნათელია და თავისი ბიბლიოთეკაც აქვს სცენარისტს.

rogor gamoiyureba shonda raimsis saxli

თუ ფოტოებს დააკვირდებით, სახლში ბევრი ნახატია, რადგან ცნობილია რომ შონდას ხელოვნება გამორჩეულად უყვარს და ეს ყველა ოთახში შესვლისთანავე იგრძნობა.

rogor gamoiyureba shonda raimsis saxli

რამდენიმე წუთის წინ, ვახსენეთ რომ სახლი სანახევროდ ძველ სტილშია მოწყობილი და აი ესეც ჩვენი ფრაზების მტკიცებულება.

რეტრო სტილის ავეჯი ახალ ავეჯთან ერთად, ახალი ინტერიერი თავისი თანამედროვე დეტალებით.

rogor gamoiyureba shonda raimsis saxli

პირველი ალბათ თქვენც ჭაღი შეამჩნიეთ, კი ნამდვილად დახვეწილია

შონდას ინტერიერი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის თითქოს 2020 წელს 1900-იან წლებში ვმოგზაურობთ, რაც ამერიკელ ხალხში იშვიათია და მისი სტილი ნამდვილად დასაფასებელია.

rogor gamoiyureba shonda raimsis saxli

ესეც ერთი ეზო, ისეთივე გემოვნებიანია, როგორც სახლის მთლიანი ინტერიერი.

rogor gamoiyureba shonda raimsis saxli

სახლის უკანა ეზოშიც აღმოვჩნდით. შონდა, ფაქტია, ძალიან დახვეწილი გემოვნება გაქვს, რა გასაკვირია ჩვეულებივი, რიგითი სცენარისტი რომ იყო ასეთ სერიალებს კი ვერ შექმნიდი.

შონდას სახლით აღფრთოვანებული მოდით თვალიერებას აქ მოვრჩეთ, ჯერ კიდევ გაოგნებულები ვართ, რა არ მოეწონა შონდას ამ სახლში, ფრები? ადგილმდებარეობა? თუ ოთახების რაოდენობა? რას გაუგებ ამ ხალხს, ფაქტია სახლი იდეალურია და სხვისი დასაწუნი არაფერი სჭირსს. – როგორ გამოიყურება შონდა რაიმსის სახლი

წინა ბლოგი – რჩევები როგორ მოაწყოთ ბავშვის ოთახი მარტივად

Facebook Instagram