თბილისში ხეტიალი ვისაც გიყვართ, დღევანდელი ბლოგი აუცილებლად გამოგადგებათ. ჯერ კიდევ შემოდგომაა და სანამ კარგად აციებულა და ახალიწლის სამზადისი დაგვიწყია, მოიმარჯვეთ ფოტოაპარატი და თბილისის ულამაზესი სადარბაზოების სანახავად წადით. ნახეთ, თბილისის 3 სადარბაზო რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

ვიტრაჟებიანი სახლი

tbilisis 3 sadarbazo romelic aucileblad unda naxot

ძველ თბილისში ხეტიალისას, ბეთლემის ქუჩაზე ადით და ეს უმშვენიერესი სადარბაზო მოინახულეთ. მზის შუქზე აქაურობა ენითაღუწერლად ლამაზია.

tbilisis 3 sadarbazo romelic aucileblad unda naxot

სადარბაზოს კოდი ადევს, თუ დარეკავთ აუცილებლად გაგიღებენ და გულთბილად მიგიღებენ იქაური მაცხოვრებლები და პატარა ბუთქუნა კატა, რომელიც ყველა მისულ სტუმარს კარში ეგებება.

tbilisis 3 sadarbazo romelic aucileblad unda naxot

სახლი ბეთლემის ქუჩაზე, ერთადერთი შენობაა თბილისში, რომელსაც ვიტრაჟებიანი სადარბაზო აქვს, ეს ულამაზესი ადგილი მე-19 საუკუნით თარიღდება და ხალხი ამ შენობაში კვლავ ცხოვრობს.

სადარბაზო ახლა რესტავრაციას საჭიროებს, ვიტრაჟების მცირე ნაწილი გაბზარულია და მთლიან შენობას გამყარება და მწყობრში მოყვანა ნამდვილად სჭირდება. თუ ბეთლემის ქუჩაზე მოხვდებით, დაიცადეთ მზე ჩავიდეს ამ დროს, ვიტრაჟები კიდევ უფრო ალამაზებს ძველ თბილისს.

tbilisis 3 sadarbazo romelic aucileblad unda naxot

სადარბაზოს მარტივად რომ მიაგნოთ, ფერადი აივანი დაიმახსოვრეთ, ძველი თბილისის ეს ქუჩა გულგრილს არავის დატოვებს და სანახავად ნამდვილად ღირს.

სახლი მაჩაბელზე

tbilisis 3 sadarbazo romelic aucileblad unda naxot

ხშირად ამბობენ, რომ ეს თბილისში ყველაზე ლამაზი სადარბაზოა, თუმცა თქვენ თავად შეაფასეთ. მაჩაბლის 17 ნომერში ეს ულამაზესი სადარბაზო მდებარეობს, რომელის 1980 წელს არქიტექტორ ღაზარ სარქისიანის პროექტის მიხედვით აშენდა, სახლის პატრონი მ.კალანტაროვი იყო.

tbilisis 3 sadarbazo romelic aucileblad unda naxot

სადარბაზო იმ დროინდელ თბილისს გამოხატავს და მთავრულ სტილშია გაფორმებული, კედლებზე შეისრულ თაღებს დაინახავთ, ფერადი ორნამენტები კი კიდევ უფრო ალამაზებს მთლიან სურათს.

tbilisis 3 sadarbazo romelic aucileblad unda naxot

სადარბაზოს ჭერი მარმარილოთია მოპირკეთებული და თუ ამ ჭერის ქვეშ დადგებით, საოცარ სანახაობის მომსწრეც გახდებით, ამდენი ფერი, ასეთი ნამუშევარი ისეთ შეგძნებას ქმნის თითქოს, შიგნით იკარგები და მისი ნაწილი ხდები.

tbilisis 3 sadarbazo romelic aucileblad unda naxot

სადარბაზოს ნაწილი დაზიანებულია, თუმცა მთლიანი სურათი კვლავ შემორჩენილია. თუ თბილისში ხართ ან მალე მოხვდებით ამ ადგილის ნახვა არ დაგავიწყდეთ.

tbilisis 3 sadarbazo romelic aucileblad unda naxot

სადარბაზო ტაბიძეზე

tbilisis 3 sadarbazo romelic aucileblad unda naxot

ტაბიძის 18 ნომერში მესამე, არნახულად ლამაზი, დაუვიწყარი და უბრალოდ გენიალური ნამუშევარი დაგხვდებათ.

tbilisis 3 sadarbazo romelic aucileblad unda naxot

აქ მეოცე საუკუნეში სომეხი ვაჭრები, ძმები სეილანოვები ცხოვრობდნენ, ისინი თამბაქოს აწარმოებდნენ და ქალაქში მათ შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა.

tbilisis 3 sadarbazo romelic aucileblad unda naxot

სეილანოვები ქველმოქმედებით იყვნენ დაკავებულები და ბიზნეს საქმიანობის გარდა, ქალაქში ეს უმშვენიერესი საცხოვრებელიც გამოარჩევდათ. დღეს სადარბაზო ქალაქის ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლია

tbilisis 3 sadarbazo romelic aucileblad unda naxot

ძმებმა სადარბაზო იმ დროს ცნობილ იტალიელ მხატვარს ბენო ტელინგატერს მოახატინეს ამან კი ძველ თბილისში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. კედლებზე ყველა კონტინენტია გამოსახული და ნამუშევრის ნაწილი დაზიანებულია.

tbilisis 3 sadarbazo romelic aucileblad unda naxot

სადარბაზოში დეკორატიული ორნამენტებია გამოყენებული, ასევე აქ კლასიციზმისა და ბაროკოს სტილსაც შეხვდებით.

თქვენ უკვე იცით, თბილისის 3 სადარბაზო რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. ახლა დროა მოიმარჯვოთ ფოტოაპარატი, კარგი ამინდი შეარჩიოთ და ძველი თბილისის შემოდგომისეული მოგზაურობა დაიწყოთ.

წინა ბლოგი – თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საოცარი არქიტექტურა

Facebook Instagram