აარჩიო საუკეთესო ფერი პატარა სივრცისთვის, არც ისე მარტივია. გაითვალისწინეთ, რომ  ეს დაგეგმვას საჭიროებს.ფერთა ფსიქოლოგიაზე არაერთხელ გვისაუბრია და უკვე იცით, რომ თქვენს განწყობასა და სახლის აურას ინტერიერში არსებული ყველა ფერი ქმნის,ამიტომ საჭიროა დაკვირვებითა და დიდი სიფრთხილით შევარჩიოთ ისინი.თეთრი და სხვა დანარჩენი ღია ფერი სივრცის გადიდებაში გვეხმარება, თუმცა ჯერ არ გვისაუბრია, თუ რა უნდა მოვუხერხოთ პატარა ოთახს და როგორი ფერი შევურჩიოთ.

ნახეთ, როგორ ავარჩიოთ ფერები პატარა ოთახისთვის.

rogor avarchiot perebi patara otaxistvis

პატარა ოთახის მოწყობისას სივრცის ნაკლებობის გამო, სჯობს თავი ავარიდოთ მუქ და ჩუმ ფერებს.

სასაცილოდ ჟრერს, ჩუმი ფერები, თუმცა ინტერიერში ასე მოიხსენიებენ, ფერებს, რომლებიც უმეტყველო, უემოციო ინტერიერს ქმნის და მხოლოდ სივრცის შეფერადების ფუნქციას იღებს თავის თავზე. დაიმახსოვრეთ, მუქი პალიტრა კიდევ უფრო დააპატარავებს თქვენს ინტერიერს.

თუ მუქი აუცილებლად უნდა გამოიყენოთ, მაშინ შეეცადეთ მცირე დოზით გამოაჩინოთ ის ინტერიერში.

სცადეთ მონოქრომული ფერები

rogor avarchiot perebi patara otaxistvis

ინტერიერში ყველა ფერს თავისი სახელი აქვს, ნაცრისფერს, ღია ცისფერსა და მოყავისფრო-მოკრემისფრო ფერებს მონოქრომულ ფერებად მოიხსენიებენ, სცადეთ საძინებელი ამ ფერებში შეღებოთ.

გამოიყენეთ მონოქრომული მუქი ფერი კედლების შესაღებად და პარალელურად ღია ფერისთვისაც დატოვეთ ადგილი, ეს ინტერიერში მრავალფეროვნებას შემოიტანს და აუცილებლად დიდი სივრცის იმიტაციას შექმნის ოთახში.

სცადეთ გარდამავალი ფერები

rogor avarchiot perebi patara otaxistvis

კიდევ ერთი ხრიკი პატარა ოთახის მოსაწყობად გარდამავალი ფერებია, რაც სულაც არ არის ისეთი რთული შესასრულებელი  როგორც ჟღეს.

გარდამავალი ფერები ინტერიერში შემდეგნაირად გამოიყენება, შეღებეთ კედლები ცისფრად, ან აარჩიეთ ნებისმიერი ფერის შპალერი და თეთრად დატოვეთ ჭერი, ან შეგიძლიათ ჭერი შეღებოთ და თეთრად დატოვოთ კედლები.

ეს ორივე კომბინაცია, პატარა სივრცის მქონე ოთახში გამოგადგებათ.

აირჩიეთ ერთი კედელი აქცენტის გასაკეთებლად

rogor avarchiot perebi patara otaxistvis

ხშირად ინტერიერის დიზაინერები ამ ხერხს მიმართავენ, ისინი უბრალოდ ერთ კედელს სხვა ფრად ტოვებენ და ამით განსხვავებულ დიზაინს ქმნიან.

პატარა ოთახში ფერების ასარჩევად შეგიძლიათ ეს ნაცადი ხერხი გამოიყენოთ.

გამოიყენეთ ორი ფერის კობინაცია ერთად

rogor avarchiot perebi patara otaxistvis

ბოლო რამ, რაც პატარა ოთახში შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ორი ფერის კომბინაციაა.

მაგალითისთვის ავიღოთ, ნაცრისფერი. შეარჩიეთ, მუქი და ღია ნაცრისფერი პალეტები და ოთახში ორივე გამოიყენეთ, ნახავთ რომ ამით მრავალფეროვანი და საინტერესო გარემო შეიქმნება და ოთახის ზომა მეორე ხარისხოვანი გახდება.

ვიცით, რომ პატარა ოთახის მოწყობაზე ბევრი თქვენგანი ფიქრობს და ჩვენ ყველას აზრსა და ფიქრს ვითვალისწინებთ – აბა დროებით!

წინა ბლოგი – 5 ხერხი, როგორ განაახლოთ სახლი ბიუჯეტურად

Facebook Instagram