სიახლეები უმთავრესი რამ არის ადამიანის ცხოვრებაში, სიახლის გარეშე ყველა დღე ერთნაირად რუტინული გვეჩვენება და ჩვენი ენთუზიაზმი, მოტივაცია და შემართებაც ნელ-ნელა სადღაც იკარგება. სიახლე და განახლება ინტერიერსაც სჭირდება, თუმცა რემონტისთვის განკუთვნილი თანხა ყოველთვის არ გვაქვს, ამიტომ  თქვენთვის საინტერესო რჩევებით დავბრუნდით.ნახეთ, 5 ხერხი, როგორ განაახლოთ სახლი ბიუჯეტურად.

  1. შეიძინეთ ახალი ტექნიკა

5 xerxi rogor ganaaxlo saxli biujeturad

თუ მთლიანი სახლის განახლება დიდ თანხებს უკავშირდება, მაშინ ბიუჯეტის შემცირებით ამ ხერხს მიმართეთ და ერთფეროვანი ინტერიერი გადაახალისეთ.

შეიძინეთ ნებისმიერი ახალი ტექნიკა, მაცივარი, გაზქურა ან ტელევიზრი და ნახავთ, რომ ინტერერს მცირე დოზით სიახლე შეემატება.

  1. გამოცვალეთ ფარდები

5 xerxi rogor ganaaxlo saxli biujeturad

სახლის ბიუჯეტური გადახალისებისთვის იდეალური საშუალება ფარდების გამოცვლაა, ფარდები ინტერიერში ერთ-ერთ უმთავრეს როლს ასრულებენ და დაგვიჯერეთ, მისი ცვლილება უამრავ რამეს ცვლის, ცადეთ და შედეგს თვითონ იხილავთ.

  1. შეიძინეთ და გამოცვალეთ ბალიშები

5 xerxi rogor ganaaxlo saxli biujeturad

ფარდების შემდეგ, კიდევ ერთი საშუალება, ინტერიერის გადასახალისებლად ბალიშებია. შეიძინეთ და გამოცვალეთ ბალიშები ან უბრალოდ დაამატეთ ისინი ინტერიერში. ეს ბიუჯეტური და მარტივი საშუალებაა, იმისთვის რომ ოთახი მცირედით გადაასხვაფეროთ.

ხშირად ინტერიერში ბალიშებს, სეზონის მიხედვით ცვლიან, ეს თქვენც უნდა სცადოთ, ახლა ზაფხულია, ზაფხულს კი  ხალისიანი და კაშაკაშა ფერები უხდება.

  1. რას იტყვით ახალ ხალიჩაზე?

5 xerxi rogor ganaaxlo saxli biujeturad

ცვლილებების შესატანად ხალიჩაც ერთ-ერთი იდეალური ვარიანტია. შეიძინეთ ან წლების წინ თაროზე შემოდებული ხალიჩა გამოაჩინეთ ინტერიერში და ნახავთ, რომ სახლში სიმყუდროვე მოიმატებს.

ამ მარტივი ატრიბუტით, შეგიძლიათ ბიუჯეტურად შეცვალოთ ოთახი და რაღაც დროის შემდეგ, კვლავ შემოდოთ თაროზე მობეზრებული ხალიჩა.

ცნობისთვის, ხალიჩა 90-იანების აქტუალური ტრენდი იყო, შემდეგ დროთა განმავლობაში დაიკარგა ინტერიერში და ახალ ნელ-ნელა ბრუნდება სახლებში.

  1. დაამატეთ სურათები

5 xerxi rogor ganaaxlo saxli biujeturad

რა შეიძლება იმაზე ბიუჯეტური იყოს, ვიდრე სურათების დამატება ინტერიერში. შეავსეთ ცარიელი კედლები და სიხალისე შემატეთ ოთახს.

ხშირად სურათები ინტერიერის გარდა განწყობასა და მოტივაციას ქმნიან, სცადეთ და შედეგი გაგვიზიარეთ.

სახლის შესაცვლელად მაღალი ბიუჯეტი სრულიად არ არის საჭირო, მთავარია სწორი ადამიანები, სწორი რჩევები და კრეატივი, რომელიც ვფიქრობთ, რომ ჩვენ არ გვაკლია.

იმედია მოგეწონათ 5 ხერხი, თუ როგორ უნდა განაახლოთ სახლი ბიუჯეტურად- აბა დროებით!

წინა ბლოგი როგორი საცურაო აუზი გავაკეთოთ ზაფხულში? -10 იდეა საცურაო აუზის მოსაწყობად

Facebook Instagram