ინტერიერის დიზაინში წითელი მოთხოვნადი ფერია, რაც დრო გადის გამორჩეული დიზაინის მსურველებიც მატულობენ და წითელზე მოთხოვნაც იზრდება. ფერთა ფსიქოლოგიის მიხედვით,  წითელი დადებით ფერად ითვლება და რადგან ასეა, შეგვიძლია ის ინტერიერში ყველგან და ყოველთვის გამოვიყენოთ, ნახეთ, 5 სხვადასხვა ფერი, რომელიც წითელს უხდება 

წითელს + მუქი წითელი

5 peri romelic witels uxdeba

წითელთან იდეალურად, რა თქმა უნდა, მუქი წითელი, შინდისფერი და წითლის სხვა ტონალობები მიდის. ზოგადად, ეს ფერი სიდინჯესთან და არისტოკრატულ ინტერიერთან ასოცირდება და სხვა ყველა დანარჩენ ფერსაც მარტივად იხდენს.

სახლის მოწყობისას შეგიძლიათ, ღია წითელი და მუქი შინდისფერი იდეალურად შეუხამოთ ერთმანეთს.

წითელს + შავი + თეთრი

Tucked inside the Hotel Particulier Montmartre Hotel, the very private lounge is an Art Deco conservatory dream of romantic crushed red velvet and high-contrast geometric silhouettes.

წითელს შავი, რომ უხდება ეს ცნობილი ფაქტია, თუმცა როგორც ჩანს, შავთან ერთად ის თეთრესაც იდეალურად იხდენს. ფერთა ფსიქოლოგია არასდროს ცდება, ეს ფერი იმდენად დინჯი და გაწონასწორებულია, რომ პალიტრაში უმეტეს ფერებთან თანხვედრაში მიდის.

სახლის მოწყობისას, შეგიძლიათ ამ სამი ფერის კომბინაცია გემოვნებიანად გამოიყენოთ.

წითელს + ლურჯი

როგორ მოგწონთ წითლისა და ლურჯის კომბინაცია, ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი საინტერესო დუეტია, წითელს ინტერიერში სხვა ხიბლი შემოაქვს, ლურჯი კი ამ ეშხს ხაზს უსვამს.

წითელს + ვარდისფერი

5 peri romelic witels uxdeba

ალბათ გაგიგიათ, რომ წითელს ვარდისფერი არ უხდება, ამას ამბობენ ადამიანები, რომლებმაც ფერებთან ურთიერთობა და მათი შეხამება ნამდვილად არ იციან, წითელს ვარდისფერი უხდება და ეს რეალობაა.

თუ ამ ორი ფერის სწორ ტონალობებს შეარჩევთ, იდეალური კომბინაციის გარდა გემოვნებიან ინტერიერსაც მიღებთ.

ეს ორი ფერი ნამდვილად უხდება ერთანეთს, მთავარია სწორად შეახამო ისინი.

წითელს + ნაცრისფერი

5 peri romelic witels uxdeba

ბოლო იდეალური წყობა წითელთან, სწორედ ნაცრისფერი ფერის მეშვეობით მიიღება. შეარჩიეთ ნებისმიერი წითელი და ნახავთ, რომ ის ნაცრისფერ ინტერიერში აუცილებლად ჩაჯდება.

წითელი გარემოში ბევრ ფერს უხდება, და ადამიანების უმეტესობასაც უყვარს ის. ზოგისთვის წითელი, მშვიდი და წყნარი ფერია, ზოგს კი პირიქით, სიგიჟისა და სითამამის მიმანიშნებელია წითელი, ახლა უკვე იცით 5 სხვადასხვა ფერი, რომელიც წითელს უხდება და ინტერიერში მის გამოყენებასაც აღარ მოერიდებით. 

ბუნებაში არ არსებობს ცუდი და კარგი ფერები, მაგრამ არებობს სტილი, ინტერიერი და გემოვნება, რომელიც ამ ყველაფერს განაგებს – აბა დროებით!

წინა ბლოგი როგორ ავარჩიოთ ფერები პატარა ოთახისთვის

Facebook Instagram