ამ ზაფხულში დასვენების გარდა არაფერზე ეფიქრება ადამიანს, ჩვენი წინა ბლოგიც დასასვენებლად, კარგი სივრცის მოსაწყობად და ცხელ ზაფხულში გასაგრილებლად შემოგთავაზეთ. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი რჩევები აუცილებლად გამოგადგებათ. ნახეთ, 10 განსხვავებული იდეა საცურაო აუზის მოსაწყობად.

ალბათ გახსოვთ, რომ  ბევრ რჩევას ვიძლევით, კიდევ უფრო საინტერესო ბოლოსთვის შემოვინახეთ და საუკეთესო საცურაო აუზები სწორედ ამ თემის დასასრულებლად ამოვარჩიეთ.

ხომ გაგიგიათ, მოდა ტრიალებსო, ასეა საცურაო აუზების შემთხვევაშიც, ამერიკაში ახლა მოდაში ძველი 1900-იანი წლების სტილი დაბრუნდა, არადა თითქოს სულ მივიწყებული ქონდა ხალხს 90-იანები.

გულის ფორმის საცურაო აუზი

1948 წელს არქიტექტორმა, ტომას ჩარჩიმ პირველად გულის ფორმის საცურაო აუზი შექმნა, მას შემდეგ მსგავს სტილს ბევრ ქვეყანაში ვხვდებოდით. როგორც ჩანს, ცურვა და ზაფხული, სიყვარულისა და ბედნიერების ასოციაციას უქმნიდა ხალხს.

2000-იანიების დასაწყისში ეს ფორმა დაიკარგა, თუმცა 2020-ში თამამად შეგიძლიათ ისევ გულის ფორმის საცურაო აუზის გაკეთებაზე იფიქროთ.

ორი საცურაო აუზი ერთში

ამ სტილის საცურაო აუზები სულ რამდენიმე წელია გამოჩნდა არქიტექტურაში, ეს სასტუმროებისა და დასასვენებელი ობიექტებისთვის კრეატიული ჟესტია,

აუზში შიგნით ერთი არცთუ მცირე ზომის აუზი კეთდება, რაც განსხვავებულ და გამორჩეულ სტილს ქმნის.დამსვენებლები ხშირად კმაყოფილები არიან მსგავსი დიზაინით.

საცურაო აუზი დელფინებით

ალბათ, ერთხელ მაინც გინახავთ საცურაო აუზში დახატული დელფინები, ეს კარგად დაცდილი, უბერებელი მოდური დეტალია, რომელსაც საცურაო აუზების 80%-ში შეხვდებით.

წყალი ხომ თევზებთან ასოცირდება, ყველაზე კეთილი მათ შორის კი დელფინია. შეგიძლიათ, სახლისთვის ამ სტილის საცურაო აუზზე დაფიქრდეთ, ბავშვური და დახვეწილია.

სართულებად დაყოფილი საცურაო აუზი

რა შეიძლება იყოს, იმაზე დახვეწილი, ვიდრე რამდენიმე სართულიანი საცურაო აუზი, სადაც წყალი ნელ-ნელა ღრმავდება და აუზი საშუალებას გაძლევს თანდათან შეეგუო ცივ გარემოს.

საფეხურებიან საცურაო აუზს ყველგან ნახავთ, ეს უკვე გაცვეთილი სტილია, მაგრამ სართულებიანი არც ისე ხშირია დღევანდელ სახლებში და თქვენი სახლის ეზოში მსგავსი სტილის გაკეთებაზე უნდა იფიქროთ.

სტანდარტული საცურაო აუზი

პროფესიონალი მოცურავეები, სპორტსმენები და მოყვარული მცურავები ხშირად სტანდარტული ფორმის  საცურაო აუზს ამჯობინებენ ხოლმე, რადგან სართულებად დაყოფილი რელიეფი, სხვადასხვა ფორმის კონტურები და რამდენიმე აუზი ერთ კვადრატში ვარჯიშისთვის არაკომფორტულია.

სტანდარტული ტიპის აუზებს ყველგან შეხდვებით და სახლში მისი გაკეთებაც იდეალური ვარიანტია, ერთი საცურაო აუზით დასასვენებელ და სავარჯიშო სივრცეს მოიწყობთ.

ლაგუნას სტილის საცურაო აუზი

განსხვავებული, ტროპიკული და ექსტრემალური დასვენების მოყვარულ ადამიანს სხვანაირი საცურაო აუზი არ უნდა ჰქონდეს.

ეს ლაგუნას სტილის იმიტაცია საოცრად საინტერესოდ გამოიყურება და თითქოს სახლიდან გაუსვლელად დიდ ზრაპარში გამოგზაურებს.

რვიანის ფორმის საცურაო აუზი

სტანდარტული ფორმის შემდეგ, ყველაზე მოთხოვნადი საცურაო აუზი სწორედ რვიანის ფორმისაა, როგორ ჩანს, ეს ფორმა ექსტერიერს უხდება და საცურაოდაც დიდ სივრცეს ქმნის, ვფიქრობთ, სახლში ეს ერთ-ერთ ვერსიად უნდა განიხილოთ.

საცურაო აუზი უსასრულობისკენ

საცურაო აუზების ჩამონათვალში ეს ერთ-ერთ საუკეთესოა, დიზაინი, ფორმა, ზომა და იდეა იდეალურია. ცურავ და არ იცი იმის იქით რა ხდება და თან, შენს წინ საოცარი ხედი იშლება.

საცურაო აუზი გამოქვაბულში

როგორც ჩანს, არსებობენ ადამინაები, რომლებსაც გამოქვაბულში ცურვა დიდ სიამოვნებას ანიჭებს. თუ სურვილი გაქვთ, ამ იდეის განხორციელება შეუძლებელი ნამდვიალდ არ არის.

ბევრი ქვა და სულ ცოტა კრეატივიც სრულიად საკმარისია, არ დაგავიწყდეთ, აქ წყალი სულ ყინულივით ცივი იქნება.

საცურაო აუზი ცეცხლით

ბოლო საცურაო აუზით ცეცხლს უნდა ვეთამაშოთ, მართალია ეს საშიშია, თუმცა ასეთ ექსტერიერს თავისი ხიბლი აქვს და როგორც ჩანს, საზოგადოების ნაწილს ესეც მოსწონს.

ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ 10 განსხვავებული იდეა საცურაო აუზის მოსაწყობად, რომელიც დასვენებასა და გაგრილებას მოგანდომებთ.

ამ იდეებიდან საუკეთესოს ამორჩევა არ უნდა გაგიჭირდეთ, დანარჩენ დეტალებზე კი იმედია იცით ვის უნდა მიმართოთ – აბა დროებით!

წინა ბლოგი ზაფხული მოვიდა – როგორ მოვაწყოთ სივრცე საცურაო აუზისთვის

Facebook Instagram