დაკოტა ჯონსონს ახალი სახლი შეუძენია, ჩვენ ცნობილი ადამიანების სახლებში ხშირად ვიხედებით და დაკოტას სახლის გამოტოვება ჩვენი მხრიდან არასწორი იქნება, თან შევაფასოთ, როგორი გემოვნება აქვს, ყველასთვის ცნობილ ,,ანასტასია სტილსს“ – დაკოტა ჯონსონის არქიტექტურის მშვენება, სახლი ლოს-ანჯელესში 

სულ ცოტა ხნისწინ დაკოტა ჯონსონი საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადავიდა

როგორც ინტერიერის დიზაინერები ამბობენ, მისი სახლი ფილმებში ნანახ, იდეალურ სახლს ჰგავს და ამისთვის დაკოტა დიდი ხანი არჩევდა სასურველ ინტერიერს.

სახლის მთლიანი ინტერიერი შუა საუკუნეების მსგავსი სტილით არის მოწყობილი, ოთახებში თბილი და ელეგანტური სტილია არჩეული.

სახლი არქიტექტორმა, კარლ მასტონმა დააპროექტა და როგორც თვითონ ამბობს, მან შექმნა სუფთა და მყუდრო გარემო დაკოტასთვის.

ვერ შევედავებით კარლს, სახლი მართლაც, რომ მყუდროა და შუა საუკუნეების არქიტექტურა თითოეულ ოთახში მკვეთრად იგრძნობა.

ვარსკვლავები ძირითადად თანამედროვე ავეჯსა და სადა ინტერიერს ირჩევენ, როგორც ჩანს, დაკოტა მათ რიგებს არ მიეკუთვნება.

სახლის ავეჯი, ძველებური და სტანდარტული სახლებისგან ბევრად გამორჩეულია, ამ ინტერიერში სხვანაირს ვერც წარმოვიდგენდით.

დაკოტას თქმით, სახლი მას მართლა აბედნიერებს, აი, რა შეუძლია შეცვალოს კარგმა ინტერიერმა ადამიანის ცხოვრებაში.

ეს ფოტოზე გამოსახული ძაღლი, უბრალო შინაური ცხოველი არ გეგონოთ, დაკოტას საუკეთესო მეგობარია.

სახლის ინტერიერს თუ გადახედავთ, შეამჩნევთ, რომ ხალიჩები, ავეჯი, ვინტაჟურია, სამზარეულოსა და მისაღებ ოთახში სულ ოდნავ, თანმედროვე დეტალები ერევა და საბოლოოდ მსახიობისთვის საოცნებო სახლს ქმნის.

,,ჩემი სამსახურისა და დღის წესრიგის გამო, ხშირად ცვლილებები მჭირდება, ვთვლი, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია მქონდეს ადგილი, რომელიც ჩემი იქნება. ადგილი, სადაც ფსიქოლოგიურად განვიტვირთები. ლოს-ანჯელესის სახლი სწორედ ასეთია.“- მსახიობი, დაკოტა ჯონსონი

წინა ბლოგი – ბელგიური სტილის გამორჩეული დეტალები

Facebook Instagram