სულ ცოტა ხნის წინ, ყველაზე ექსტრემალურ ადგილას აშენებულ სახლებზე ვისაუბრეთ, როგორც აღმოჩნდა, არქიტექტორებს ექსტერიმი და სახიფათო ადგილები განსაკუთრებით უყვართ. ბევრი ფიქრის შემდეგ მივხვდით, რომ ასეთი სახლები კიდევ უნდა გვეჩვენებინა, გაიცანით –  შეუძლებელი არქიტექტურის 5 მაგალითი

ნახეთ, 5 შეუძლებელ ადგილას აშენებული სახლი და უცნაური არქიტექტურა.

სახლი კლდეზე

ეს უცნაური სახლი კანადაში მდებარეობს და ატლანტის ოკეაენს გადაჰყურებს.

სახლი ნახევრად კლდეზე და ნახევრად რკინის ფეხებზეა დამაგრებული, ეს კუბის ფორმის მარტივი ნაგებობა კლდის ზედაპირზე მყარად დგას, თუმცა აქ ცხოვრება არც ისე უსაფრთხოა.

სახლი, თუ შეიძლება მას ასე ეწოდოს, მყუდრო და პატარაა, წინა მხარეს მისაღები ოთახია, საძინებლის მხარედ კი სახლის პატრონს მყარ საძირკველიანი უკანა ნაწილი აურჩევია, როგორც ჩანს, მასაც უფიქრია შიშასა და უსაფრთხოებაზე.

სახლი ტყეში

ეს ულამაზესი სახლი იაპონიაში მდებარეობს, სახლი ყველასგან მარტო და სრულ იზოლაციაშია. ფაქტია, რომ  სახლის პატრონს მარტო ყოფნა დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

ალბათ ჩვენსავით თქვენს ყურადღებას სახლის უცნაური ფორმა მიიქცევდა. ძირითადად ორ სართულიანი სალხები სტანდარტული ფორმისა და ზომის არის, თუმცა ამ სახლზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით.

ორი ერთმანეთზე დადგმული კუბი უცნაური არქიტექტურის ერთ-ერთი კარგი ნიმუშია.

სახლის მთავარი ხიბლი ის არის, რომ შორიდან საყრდენი ფეხები არ ჩანს და შთაბეჭდილება იქმნება, რომ კუბიკები უბრალოდ ერთნამენთზეა დაწყობილი.

სახლის მეორე ხიბლი კი დიდი ფანჯრებია, საიდანაც ულაამაზესი დათოვლილი იაპონია მოსჩანს.

თეთრი სახლი კლდეზე

კალიფორნიას ზევიდან, რომ გადმოხედოთ კლდეებს შორის ერთ თეთრ წერტილს დაინახავთ, აი ეს წერტილი ყველასგან განმარტოებით მდებარე თეთრი სახლია.

გეომეტრიული არქიტექტურის მქონე სახლი, პატრონისთვის მნიშნველოვანი ინსპირაციაა  და სულაც არ გრძნობს თავს მარტოდ.

თითქოს შეუძლებელია, ასე მიტოვებულ ადგილას ააგო სახლი, კომუნიკაციისა და  სხვა მრავალი ფაქტორის გარეშე, თუმცა ექსტრემალური არქიტექტურა სწორედ ეს არის.

წარმოიდგინეთ, როგორ მოიტანდნენ სამშენებლო მასალებს ამ მიტოვებულ მთაზე.

ქიუნშანის ხის სახლი

შეუძლებელ ადგილას აშენებული მორიგი მშვენება, ჩინეთში მდებარე ეს ხის სახლია. სახლი მეტად უცნაური ფორმის არის და ნაწილობრივ მისტიურ აურასაც კი ქმნის. ვიწრო და მაღალი არქიტექტურა, პირდაპირ გზის პირას მდებარეობს და ირგვლივ მანქანით გამვლელების გარდა არავინ არის.

სახლი ნატურალური ხისგან არის ნაშენები და კუბიკის ორი მხარე შუშებით არის დაფარეული, სურათს თუ დააკვირდებით, საძინებელს და მისაღებ ოთახს დაინახავთ. არა, ეს სახლი ნამვდილად მისტიურია და თან უცნაური არქიტექტურის შედევრია.

სახლი გრანდასში, ესპანეთში

უცნაური არქიტექტურის ბოლო შედევრი, კასა დე აკენტილადოს სახლია, რომელიც ფორმით და ფერებით ყველასგან განსხვავებულია. სახლი კლდეზეა ნაშნები და ყველა ოთახიდან ულამაზესი ხედი იშლება. სახლი ორ სართულიანია, მეორე სართულზე პატარა აივანია, რომელიც ულამაზეს საცურაო აუზს გადმოჰყურებს.

ესეც უმშვენიერესი ხედი საცურაო აუზიდან, როგორც აღმოჩნდა უცნაური არქიტექტურა ხშირად ლამაზი და მისტიურია. ვფიქრობთ, წინააღდეგები არც თქვენ იქნებით, თუ  მზგავს უცაურ სახლში ცხოვრება და ყოველ დღე ამ ხდედით ტკბობა მოგიწევთ – აბა დროებით!

წინა ბლოგი – დაკოტა ჯონსონის ამერიკული მშვენება – სახლი ლოს-ანჯელესში

Facebook Instagram