არქიტექტურასა და დიზაინში სხვადასხვა სტილი არსებობს, ჩვენ უკვე ვიცნობთ მაქსიმალიზმს, მინიმალიზმს, ფრანგულ და არაბულ სტილს, თუმცა არასდროს გვისაუბრია ბელგიურ არქიტექტურასა და მისთვის დამახასიათებელ სტილურ ელემენტებზე. ნახეთ, ბელგიური სტილის გამორჩეული დეტალები.

როგორც იცით, თითქმის ყველა ქვეყანას თავისი დამახასიათებელი სტილი აქვს, არც ბელგიაა გამონაკლისი.

თბილი, ნატურალური ფერები

ბელგურ სტილს სხვა ქვეყნის ინტერიერისგან სწორედ ეს გამოარჩევს, ინტერიერი ღია, თბილ ფერებშია და თითქმის ყველა ტიპის ავეჯს ირგებს.

როგორც ინტერიერის დიზაინერები ამბობენ, ეს სტილი ბელგიურ ხასიათს უსვამს ხაზს. საყურადღებოა, რომ მათ ინტერიერში ასევე საკმაოდ ხშირია, ძველი და ახალი ინტერიერის დეტალების შერწყმა.

ბევრი მატერია

ბელგიური სტილის ერთი უცნაურობა, მატერიათა მრავალფეროვნებაა. სადაც არ უნდა შეხვიდეთ, ყველა სახლში ბოლომდე ჩამოშვებულ ფარდებს ნახავთ.

ასევე დივანსა და საწოლზე რამდენიმე თეთრეული დაგხვდებათ, მაგალითად ორი გადასაფარებელი, ბევრი ბალიში და ალბათ ტახტისთვისაც გამოძენიან რამეს.

დიდი ავეჯი

ბელგიაში თვლიან, რომ სახლის სრულყოფისთვის დიდი ავეჯი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, დიდი ავეჯი კომფორტს ქმნის და სწორედ ამიტომ მათ ინტერიერში ეს უკვე დამკვიდრებული სტილია.

ძველი შეხვდა ახალს

თუ ბლოგს დაკვირვებით კითხულობთ, მაშინ აქ ახალი არაფერია. როგორც უკვე აღვნიშნე, ბელგიურ სტილში ძველი და ახალი ინტეიერის დეტალების შერწყმა სრულაიდ დამახასიათებელია.

ძველი სტილის აქცენტები და ახალი სამყაროს შტრიხები ბელგიელების თქმით, ათანამედროვებს მათ ინტერიერს.

ნატურალური განათება

ევროპის შუაგულში თვლიან, რომ ყველაფერი ბუნებრივი მისაღები და სასიამოვნოა, სწორედ ამიტომ, ბელგიური ინტერიერიც სადა და უბრალოა. გასაკვირი არ არის, რომ ამ მხარეში ბუნებრივ ნათებას უპირატესობას ანიჭებენ და ახალი ინტერიერის შექმნისას მთავარ აქცენტს ფანჯრებსა და ბუნებრივ განათებაზე აკეთებენ.

ბელგიელები თლიან, რომ ბუნებრივი ფერები და ნათება სახლს ესთეტიკურ შეფერილობას მატებს, მას თბილს, რბილსა და მეტად სტუმართმოყვარეს ხდის.

გამორჩეული შეხედულებები ინტერიერში ევროპის ამ ნაწილში, მარტივი და პრაგმატულია. თითქოს ისეთი, როგორსაც ყველგან და ყოველთვის შექმნი. ხშირად ინტერიერი მთლიანი ქვეყნის კულტურასა და წეს-ჩვეულებებზე საუბრობს, როგორც ჩანს, ბელგიელებიც მარტივი და უპრობლემოები არიან – აბა დროებით!

წინა ბლოგი – ზღვა და დასვენება ახლოვდება – როგორ მოვაწყოთ სანაპიროს სახლი

Facebook Instagram