ქალებს რომ ჰკითხოთ მათი საოცნებო სახლი როგორ გამოიყურება, ისინი აღწერისას საგარდერობე ოთახს აუცილებლად ახსენებენ. ვის არ სურს კერი ბრედშოუს მსგავსი მდიდრული და ზღაპრული გარდერობი მოიწყოს. ცნობილი ადამიანები თავიანთი საგარდერობე ოთახებით ხშირად ამაყობენ და ფოტოებში მათ გამოჩენას ცდილობენ ხოლმე.

უკვე დიდი ხანია ყველასათვის ცნობილ მსახიობებსა და მომღერლებზე არ გვისაუბრია, ახლა კი სწორედ მათ საგარდერობე ოთახებში შეხედვის დროა.

ამერიკელი ინფლუენსერი კაილი ჯენერი, 22 წლის ასაკში მსფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ცნობილი ახალგაზრდაა

კაილი ტელეეკრანებზე ჯერ კიდევ მცირე ასაკში გამოჩნდა და ის  კარდაშიანების ცნობილი ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელია.

უკვე რამდენიმე წელია კაილიმ სილამაზის სფეროში თავის მოვლისა და მაკიაჟის ხაზი გამოუშვა, რითიც საზოგადოების კიდევ უფრო  ფართო ნაწილს გააცნო თავი.  ამერიკის საზოგადოება მის ღვთაებრივ გარდერობზე ხშირად საუბრობს.

გარდერობი მარტივი და სადაა, მას მომხიბვლელობას სწორედ კაილის ჩანთებისა და ფეხსაცმელების კოლექცია ანიჭებს. ოთახის ერთ კედელზე მთლიანად სარკეა განთავსებული, დანარჩენი სამ კედელზე კი მხოლოდ თეთრი თაროებია, ინტერიერში სისადავე ძალაინ უყვართ კარედაშიანებს.

როგორც აღმოჩნდა ქლოი კარდაშიანს რამდენიმე საგარდერობე ოთახი ჰქონია

კაილი ჯენერის ნახევარ და, ქლოი კარდაშიანი საზოგადოებას კარდაშიანების შოუდან ახსოვს, ოჯახში ქლოiს განსაკუთრებით უყვარს ჩაცმა და ამას ყველა ინტერვიუში აღნიშნავს. მისი საგარდერობე ოთახი რამდენიმე განყოფილებისგან შედგება, შეიძლება ითქვას, რომ ტანისამოსისთვის 2-3 ოთახი აქვს გამოყოფილი.

რგოროც ქლოიმ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, სავარჯიშო ტანისსამოსის განყოფილების გარდა ის ცალკე ინახავს ჩანთებს, ფეხსაცმელებსა და საღამოს კაბებს. საინტერესოა, ამ ნივთებიდან ყველა თუ ცმია ქლოის? გარდერობს დააკვრიდით,  ხედავთ, როგორი მარტივი ინტერიერია ამ ოთახშიც. აქ მხოლოდ თაროები, თეთრი კედლები და ასობით საკიდია.

ამერიკელი მსახიობის ბლეიკ ლაივლის გარდერობზე მისი ფანები ხშირად საუბრობენ

როგორც მოდის სფეროს წარმომადგენლები აღნისნავენ, ბლეიკ ლაივლი ის ერთ-ერთი მსახიობია, რომელსაც გამორჩეული და დახვწილი ჩაცმის სტილი აქვს, მისი გარდერობი კი საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია.

ბლეიკმა თავის ინსტაგრამ გვერდზე მხოლოდ ერთხელ გამოაქვეყნა გარდერობის სურათი, სადაც მხოლოდ თაროებზე დალაგებულ ფეხსაცმელებს თუ შეამჩნევთ არადა ყველამ იცის, რომ ამის იქით კიდევ ათობით თარო და ტანსაცმლის განყოფილება იქნება.

ყველასთვის ცნობილი მომღერალი მერაია კერი მდიდრულ გარდერობს ანიჭებს უპირატესობას

როგორც აღმოჩნდა, 50 წლის მომღერალი უკვე რამდენიმე წელია საკუთარ საოცნებო გარდერობს ქმნის და მასზე საუბარს თავს არასდროს არიდებს. ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ მას დიდ ბედნიერებას სწორედ საგარდერობე ოთახში სეირნობა და ტანსაცმლის თვალიერება ანიჭებს.

ვერ ვიტყოდით, რომ მერაიას სადა გემოვნება აქვს, როგორც ჩანს მცირე დოზით ძველებური სტილიც კი მოსწონს მომღერალს. მისი საგარდერობე ოთახი  ერთი შეხედვით ძვირადღირებული ტანსაცმლის მაღაზიას ჰგავს.

თქვენ რომელ ფეხსაცმელს აარჩევდით?

გარდერობზე საუბრისას კერი ბრედშოუს დავიწყება დიდი შეცდომა იქნება

ალბათ ყველას გინახავთ ფილმები სარა ჯესიკა პარკერის მონაწილეობით და დაგვეთანხმებით, რომ ფილმში თუ რეალურ ცხოვრებაში ის მუდამ კარგ ფორმაშია. სარა ჯესიკა პარკერი საზოგადოებამ კერი ბრედშოუს სახელით გაიცნო და მისი საგარდერობე ოთახიც წლის საუკეთესო ოთახად დასახელდა.

დააკვირდით, როგორ სწორად არის გადანაწილებული ოთახში  სივრცე, აქ გენდერული ბალანსიც კი დაცულია, თეთრი და ყავისფერი იდეალურად უხდება ბრედშოუს რეზიდენციას.

ყველა ქალი ოცნებობს დიდ და ლამაზ გარდერობზე, ამ ოცნების ახდენა კი დაგვიჯერეთ, უმარტივესია, ერთხელ მის მოწყობაზეც ვისაუბრებთ მანამდე ცნობილი ადამიანების ზღაპრულ გარდერობებზე შევჩერდეთ. – აბა დროებით!

წინა ბლოგი – ბლოგი მათთვის, ვინც სახლს პირველად აწყობს – რა შეცდომები არ უნდა დაუშვათ დამწყებებმა

Facebook Instagram