როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველა ქალს სურს საგარდერობე ოთახი ჰქონდეს, პატარა მაინც. ეს ხომ ისეთი ოცნებაა, რომელზეც ხშირად მამაკაცებიც ვერ ამბობენ უარს. ცნობილი ადამიანების, მდიდრულ გარდერობებს უკვე დაათვალიერებდით და ალბათ, ახლა თქვენს მომავალ გარდერობზეც გეფიქრებათ. დაგვიჯერეთ, ამ სურვილის შესრულება ჩვენ უმარტივესად შეგვიძლია და გარდერობის მოსაწყობად რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ.

პირველ რიგში ჯობს, თქვენი ტანსასცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების რაოდენობაზე იფიქროთ
norio-saxlis-interieris-dizaini
სახლის ინტერიერის დიზაინი ნორიოში

გააანალიზეთ რამდენი რამ უნდა მოათავსოთ საგარდერობე ოთახში და მიახლოებით კარადების რაოდენობაზეც დაფიქრდით, ახლა შეგიძლიათ სურვილები და ოცნებები რეალობად აქციოთ და ყველაფერი ერთი ბნელი კარადიდან ნათელ ოთახში გადმოიტანოთ.

არჩევანის გაკეთების დროა
kerdzo saxli dighomshi
საკუთარი სახლი დიღომში

არ აქვს მნიშვნელობა მინიმალისტი ხართ თუ მაქსიმალისტი, არც იმას აქვს მნიშვნელობა საგარდერობე ოთახისთვის რამხელა სივრცე გაქვთ გამოყოფილი.

უბრალოდ გადაწყვიტეთ, როგორ გირჩევნიათ, ოთახი კარადებმა დაფაროს თუ ინტერიერში კედლისთვის შესაფერის ფერზეც აპირებთ დაფიქრებას? არჩევანი თქვენზეა.

kerdzo saxli dighomshi
საკუთარი სახლი დიღომში

არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებით და ერთ-ორ რჩევას აქაც ჩავამატებთ, თუ საგარდერობე ოთახში კარადების განლაგებით კედლებს გამოაჩენთ, მაშინ ჯობს თეთრი ან რაიმე ღია ფერი აირჩიოთ, რადგან პატარა ოთახის მოწყობისას ღია ფერები სივრცეს უფრო დიდს წარმოაჩენს.

თუ კარადებით დაფარავთ მთელ გარდერობს, მაშინ ღია და დახურული კარადების კომბინაციაზე დაფიქრდით.

სად დავაწყოთ ფეხსაცმელები?

ფეხსაცმელებს ტანსაცმლისგან განსხვავებით უფრო დიდი ადგილი სჭირდება, ამიტომ მათთვის ერთი კედელი გამოყავით, თაროები ღია და შეძლებისდაგვარად გრძელი გააკეთეთ, რაც კიდევ უფრო მეტ სივრცეს მოგცემთ და სითეთრე ოთახს “გაადიდებს”.

სამკაულებისთვის ადგილი გამოყავით
garderobis mowyoba
ინტერიერის დიზაინი მცხეთის ქუჩაზე

ხშირად სამკაულებს ტანისამოსთან ერთად ათავსებენ ხოლმე,  ჩვენ კი მათთვის ადგილი უნდა გამოვყოთ.

თქვენთვის სასურველი საგარდერობე ოთახის ცენტრში პატარა ტუმბო დადგით, სადაც სამკაულებს შეინახავთ, ტუმბოს თავზე კი პატარა სარკე ან ნებისმიერი სუვენირი შეგიძლიათ მოათავსოთ.

ამდენი ტანსაცმელი სად უნდა დაეტიოს?

ხშირად სხვამენ შეკითვას, ამდენი ტანსაცმელი სად დავატიოთო, თუმცა ყველაფერი სწორ დაგეგმარებაზეა დამოკიდებული.

მთავარია, სივრცის დაკარგვის გარეშე გადაანაწილოთ თაროები თუ კარადები და ადგილი ყველა ნივთისთვის დაგრჩებათ. ჩვენი დიზაინერები ამაში დაუფიქრებლად დაგეხმარებიან, მათ ხომ ეს ყველაფერი თითქმის ზეპირად იციან.

გარდერობის თვალიერება დამღლელია

და აი მორიგ პრობლემას გადავაწყდით, გარდერობის თვალიერება დამღლელი პროცესია, თუმცა თუ ოთახში პატარა სავარძელს ან დივანს დავდგამთ ეს დამღლელი პროცესი სასიამოვნო გახდება და ჩვენი შექმნილი ოთახით ტკბობა საათობით შეგვეძლება.

ბოლო შტრიხები დავამატოთ
სახლის ინტერიერის დიზაინი ნორიოში

რა იქნება გარდერობი სარკის გარეშე, ეს ხომ იგივეა სახლი ავეჯის გარეშე. სარკისთვის ადგილი ოთახის მოწყობისთანავე გამოყავით და სურვილის შემთხვევაში არა ერთი, არამენ 2-3 სარკეც კი დადგით ოთახში, თქვენი ახალი ტანისსამოსით ტკბობა ყველა სარკეში რომ შეგეძლოთ.

ცნობილი ადამიანების გარდერობების თვალიერებას რომ მორჩებით და ამ ბლოგსაც ყურადღებით წაიკითხავთ, ჩვენი შექმნილი ინტერიერის დიზაინები გადაათვალიერეთ, საგარდერობე ოთახების საინტერესო არჩევანს  ნახავთ.

არ დაგავიწყდეთ!  თუ კერი ბრედშოუმ შეძლო საოცნებო გარდერობი შეექმნა და იქ ყველა თავისი კაბა დაეტია, მაშინ თქვენც შეძლებთ – აბა დროებით!

წინა ბლოგი – როგორ გამოიყურება ცნობილი ადამიანების საგარდერობე ოთახები

Facebook Instagram