ახალ სახლში გადასვლა ცხოვრების ახალი დასაწყისია და ხშირად მის მოწყობაზე საათები, დღეები და თვეებიც კი ვფიქრობთ. არადა რა მარტივია – ანდე შენი სახლის მოწყობა სხვას და დატკბი შორიდან, ჩვენც ხომ სწორედ ამიტომ ვართ, გეხმარებით, რომ თქვენი სურვილები რეალობად აქციოთ.

რა თქმა უნდა, სურვილების ასრულების გარდა, საინტერესო რჩევებსაც ვიძლევით, ჩვენი თუ არ გჯერათ სხვა ბლოგებს გადახედეთ და თავად დარწმუნდებით. ახლა კი, მორიგი რჩევების დროა და ამჯერად ეს ბლოგი რემონტსა და ინტერიერის დიზაინში დამწყებებს ეხებათ. ნახეთ, რა შეცდომები არ უნდა დაუშვათ პირველი სახლის მოწყობისას.

უმჯობესი იქნება ავეჯი ნელ-ნელა შევიძინოთ

ჩვენი ინტერიერის დიზაინერები გირჩევენ, რომ სახლის მოწყობისას ავეჯი ერთიანად არ შეიძინოთ, რადგან შეიძლება ოთახებში დეტალების შეცვლა მოგიწიოთ და საბოლოოდ ავეჯი ერთმანეთს არ მოუხდეს, ამიტომ ჯობს ნელ-ნელა და აუჩქარებლად ვისიამოვნოთ ამ პროცესით.

ნუ შეავსებთ სახლს ჩქარა

ახალი სახლი ეიფორიაში გვაგდებს ხოლმე, ამიტომ გვინდა ცარიელი სივრცე მაქსიმალურად დავტვირთოთ და ყველა ახალ ნივთს ადგილი მივუჩინოთ. არ დაგავიწყდეთ, გადატვირთული ინტერიერი მალე მოგბეზრდებათ, ამიტომ ავეჯის შეძენისას იმაზეც იფიქრეთ, რომ ცარიელი ადგილის დატოვება არც ისე ცუდი იდეაა.

დაგეგმეთ, წარმოიდგინეთ თუ სად, რას დადგამთ და მცირე თავისუფალი ადგილიც მოიტოვეთ, შეიძლება მერე გემოვნება შეგეცვალოთ ან მინიმალიზმის მიმდევარი გახდეთ.

ნუ შეიძენთ სახლის აქსესუარებს ერთ ადგილას

ახალ-სახლობის ეიფორია ხშირად აქსესუარების შეძენაზეც ვრცელდება. უმჯობესია სახლისთვის საჭირო აქსესუარები რამდენიმე მაღაზიაში ნახოთ, შეადაროთ, აარჩიოთ და შემდეგ შეაჩეროთ არჩევანი. ხომ გაგიგიათ, უკეთესზე უკეთესი არ დაილევაო, იქნებ უკეთესის ძიებაში საუკეთესოს წააწყდეთ.

სახლის მოწყობა ყოველთვის ძვირი არ ჯდება

ხშირად ამბობენ, რომ რემონტი და სახლის მოწყობა ძვირი სიამოვნებაა, თუმცა ეს მითია. არჩევანი, ხომ სწორედ თქვენზეა, საქართველოს ბაზარი ფართოა და სასურველი ფასის მქონე ავეჯის მოძებნა არ გაგიჭრიდებათ, თან სახლის მოწყობისას თანხის დაზოგვა აქსესუარებსა და დეკორზე შეგიძლიათ.

მათ, ვინც პირველად აწყობთ სახლს, ჯობს ინტერიერში ფერთა დომინირებაზე იფიქროთ

და რა ფერებში უნდა მოაწყოთ თქვენი მომავალი სახლი? ჩვენი ინტერიერის დიზაინერები გირჩევენ, რომ ფერებს დიდი ყურადღება მიაქციოთ, ფერები ადამიანის გაწყობაზე, აურასა და ხშირად ოჯახურ იდილიაზეც კი მოქმედებს ამიტომ აირჩიეთ ფერი, რომელიც არასდროს მოგაბეზრებთ თავს.

სახლის მოწყობა გამორჩეული გრძნობაა დატკბით და ისიამოვნეთ ამ პერიოდით, შემდეგ კი ემოციები გაგვიზიარეთ – აბა დროებით!

წინა ბლოგი – საქართველოს 5 ეკლესია-მონასტერი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

Facebook Instagram