საქართველოს არქიტექტურას ხშირად გამორჩეულად მოიხსენიებენ, რადგან ასეთ სილამაზეს ერთ ქვეყანაში იშვიათად თუ შეხვდებით. ბარში თუ მთაში, ნებისმიერ კუთხეში არქიტექტურის, სიძველისა და ისტორიის კვალი შეიმჩნევა და რთულია, მნახველს ამ მხარეში მეორედ დაბრუნება არ მოუნდეს.

საქართველო ეკლესიების სიხშირითაც გამოირჩევა და მათგან რამდენიმე იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სიაშია შეყვანილი, უმეტესი ტაძრები, უკვე საუკუნეეებს უძლებენ და ისტორიას გმირულად ინახავენ თავიანთ კედლებში.

დროა, საქართველოს 5 აუცილებლად სანახავი ეკლესია-მონასტრები მოვინახულოთ

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, ცნობილი როგორც ბაგრატის ტაძარი

ტაძარი 1003 წელს ბაგრატ მეორემ ააგო, ქალაქ ქუთაისში. ტაძარი ქართული შუასაუკუნეების საეკლესიო არქიტექტურაში საეტაპო მნიშვნელობისაა, როგორც თავისი არქიტექტურული გადაწყვეტით, ასევე ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობით.

ბაგრატის ტაძარს მისი არქიტექტურული ისტორიის პარალელურად ჰქონდა თავისი სასულიერო ფუნქციონირების ისტორიაც. ის იყო ქართველი მეფეების კურთხევისა და მათი გარდაცვალების შემდეგ განასასვენებელი ადგილი.

1994 წელს ბაგრატის ტაძარი შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის  სიაში, მაგრამ 2017 წლიდან ის ამოღებულია მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან.

ისტორიული ღირებულების გარდა ტაძარს მეტად გამორჩეული არქიტექტურული სტილი აქვს, მისი ფასადების გასაფორმებლად გამოყენებულია დეკორატიული თაღების სისტემა, რომელიც ყველა ფასადს ერთმანეთთან აკავშირებს. მოჩუქურთმებულია ტაძრის უმეტესი ნაწილი და შიდა ფასადზე ღვთისმშობლის ფრესკა კვლავ არის შემორჩენილი.

კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში, აუცილებლად სანახავი არქიტექტურის ძეგლი, იყალთოს მოანასტერი მდებარეობს

მონასტერი მე-6 საუკუნეში დააარსა არსენ იყალთოელმა. 1921 წლიდან რუსეთის მიერ საქართველოს განმეორებით ანექსიის შემდეგ, იყალთოს მონასტერი დაკეტეს და ღვთისმსახურება აიკრძალა, 2004-2009 წლებში იყალთოს მონასტერს აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა.

მონასტრის ტერიტორიაზე 3 ეკლესია მდებარეობს და მათ შორის სატრაპეზოსა და აკადემიის ნანგრევები. ეკლესიას იმ დორისთვის დამახასიათებელი აგებულება აქვს, ტერიტორიაზე შეიმჩნევა აღმოსავლური კულტურა.

ისტორიის თანახად, აქ დაკრძალულია ზენონ იყალთოელი, მონასტერში დღემდე აქტიურად ტარდება წირვა-ლოცვა.

სანამ კახეთს დავტოვებთ ალავერდი მოვინახულოთ

ალავერდის მონასტერი მე-6 საუკუნეში იოსებ ალავერდელმა ააგო, ალაზნის ველზე თელავიდან 20 კილომეტრზე. ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ტიპის ნაგებობაა და ერთ დიდ კომპლექსს მოიცავს. ალავერდი არაერთხელ დაუზიანებიათ მტრებს, დანგრეულა მიწისძვრისა და ბუნებრივი კატასტროფების გამო, თუმცა მისი პირვანდელი სახის აღდგენა მაინც მოხერხდა.

ტაძარი ერთ-ერთი უდიდესი ნაგებობოაა საქართველოში, შენობის გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი, რომლის სამი, ერთმანეთის ტოლი მკლავი ნახევარწრიული აბსიდებით მთავრდება. დასავლეთის მკლავი წაგრძელებულია, აქვს გვერდის ნავები.

საკურთხევლის აბსიდის ორივე მხარეს მოთავსებულია სამკვეთლოსა და სადიაკვნოს ოთახები. გარედან შენობას სწორკუთხა მოხაზულობა აქვს. ეკლესიის ფასადი მორთულია და  კედელზე ძველი, ისტორიული წარწერები კვლავ შემორჩენილია.

აუცილებლად სანახავი ეკლესიების ჩამონათვალში სვეტიცხოველი არ უნდა დავივიწყოთ

 

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მთავარი საპატრიარქო საკათედრო ტაძარია, მას ასევე დედა-ტაძრადაც მოიხსენიებენ.

სვეტიცხოველის აშენებას ვრცელი ისტორია უკავშირდება და მე-11 საუკუნიდან დღემდე ღირსეულად ინარჩუნებს დიდებას და გამორჩეულ სილამაზეს.

ტაძარი გეგმით აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ძლიერ წაგრძელებული სწორკუთხედია. ჯვრის სახე სივრცეშია შექმნილი გუმბათის  ოთხივე მხარეს გაწვდილი ოთხი მკლავით.

საკურთხევლის სამხრეთითა და ჩრდილოეთით ორ სართულად განლაგებულია სათავსოები. გუმბათი ოთხ მძლავრ ბოძს ეყრდნობა, გუმბათის ყელში 16 სარკმელია. ტაძარი ისტორიული სიდიდსა და მტრის შემოსევების მიუხედავათ თავის დიდებას კვლავ ინარჩუნებს.

ასე ამბობენ, რაჭას გამორჩეულად სწორედ ნიკორწმინდა ალამაზებსო

ეს გუმბათოვანი ტაძარი, მე-10 საუკუნეში ბაგრატ მე-3 ის ბრძანებით აიგო, ნიკორწმინდა წმნიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარია და უკვე საუკუნეებია რაჭის კულტურულ ძეგლთა საპატიო სიაშია შეყვანილი.

ნიკორწმინდის შესახებ ბევრი ისტორიკოსი  და მოგზაური წერდა, მას როგორც  მთებში დამალულ სილამაზედ და რაჭის მშვენებად მოიხსენიებდნენ.

ეკლესია ფორმით ცენტრალურ-გუმბათოვანია. ტაძრის ექსტერიერი რთულია და ელეგანტურობას მოკლებული, განსაკუთრებით გუმბათის ყელის მასიურობის გამო, მაგრამ ორნამენტების სიუხვე, მრავალფეროვნება, შესრულების ძალიან მაღალი ხარისხი მნახველზე ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს.

ქრისტიანული სიუჟეტების გვერდით ბევრია ისეთი მოტივიც, რომლებიც ხალხურ წინარექრისტიანულ რწმენასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ტაძარი გარედან მოკლემკლავებიანი სწორკუთხა ჯვრის ფორმისაა.

საქართველოში ასობით ეკლესიაა, რომელცთა ნახვაც დაგვეთანხმებით რომ აუცილებელიც კია. ჩვენი ქვეყნის მსგავსი არქიტექტურა და ამ აქრქიტექტურის შექმნის ისტორია დაგვერწმუნეთ არც ისე ბევრ ქვეყანას აქვს, ასე რომ დააფასეთ და გიყვარდეთ საქართველო – აბა დროებით!

წინა ბლოგი – ბიბლიოთეკები, რომლებიც წიგნებს ონლაინ გვთავაზობენ

Facebook Instagram