სულ ცოტა ხნის წინ, რამდენიმე მუზეუმი ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად მოვინახულეთ, დაგვეთანხმებით, დაუჯერებელი და საოცარი სანახაობა იყო. ახლა  ჯერ კიდევ სახლში ვართ და სასიამოვნოდ დროის გასატარებლად გვცალია, ამიტომ, შეგვიძლია ონლაინ მოგზაურობა  გავაგრძელოთ და მსოფლიოს საუკეთესო ბიბლიოთეკები მოვინახულოთ, რომლებიც წიგნებს ონლაინ გვთავაზობენ. 

ამერიკა წიგნის საკითხავად ალტერნატიულ საშუალებას გვთავაზობს

ამერიკის ციფრული საჯარო ბიბლიოთეკა მკითხველებს 24 საათის განმავლობაში ონლაინ ნებისმიერი წიგნის წასაკითხად მიიღებს.

ამერიკის ციფრული საჯარო ბიბლიოთეკა

ახალი პლათფორმის მეშვეობით, მუზეუმში 36 მილიონზე მეტი წიგნისა და ხელნაწერის ნახვაა შესაძლებელი, ამისთვის კი მხოლოდ მათ ვებ საიტზე შესვლა და საუკეთესო წიგნის ამორჩევაა საჭირო.

უკვე რამდენიმე თვეა, ბიბლიოთეკას 1918 წლებიდან დღემდე გავრცელებულ ყველა ვირუსსა და პანდემიაზე საინტერესო წიგნები დაემატა, ახლა შეგიძლიათ თავისუფალი დრო პროდუქტიულად გაიყვანოთ.

ამერიკის საჯარო ბიბლიოთეკა მკითხველებით ყოველთვის სავსე იყო, ახლა მისი ვებ საიტია ხალხით დატვირთული. ბიბლიოთეკა ათწლეულების წინ აშენდა და ინტერიერი სიძველეს კვლავ ინარჩუნებს.

მომავალში, როდესაც ამერიკას ესტუმრებით, ბიბლიოთეკის შენობაში შესვლისას აუცილებლად დეტალებს დააკვრიდით, იქ მილიონობით წიგნის გარდა, საოცარ ჭაღებსა და ძველ ვიტრინებს შეხვდებით.

თუ ბიომრავალფეროვნება გაინტერესებთ, მემკვიდრეობით მუზეუმს უნდა ესტუმროთ

ბიომრავალსფეროვნებისა და მემკვიდრეობის მუზეუმი, მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი ცხოველების ჯიშებს, მათ წამრმომავლობასა და სხვადსხვა სახეობის მუტაციურ და ევოლუციურ ისტორიებს გვინახავს. რაც მთავარია, ეს ყველაფერი მკითხელისთვის ვირტუალურ სივრცეში სრულიად უფასოდ არის შესაძლებელი.

მუზემს ახლახანს ჩარლზ დარვინის პირადი კოლექციები დაემატა, ვფიქრობთ საბოლოოდ გავიგებთ, თუ რას ფიქრობდა დარვინი მისი თეორიის მიღმა. არა, ეს კოლექცია არ უნდა გამოტოვოთ.

ნიუ-იორკის საჯარო ბიბლოთეკა მკითხველს ახალ შანსს სთავაზობს
ნიუ-იორკის საჯარო ბიბლოთეკა

კიდევ ერთი გასაოცარი ადგილი, ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკაა, სადაც უკვე წიგნის წაკითხვა ონლაინ შეგიძლიათ. ბიბლიოთეკის ვირტუალური სივრცეში, 890 000-ზე მეტ ხელნაწერსა და ნაწარმოებს იხილავთ, ამ წიგნებში თქვენთვის საუკეთესოს რჩევა არ გაგიჭირდებათ.

ონლაინ სივრცეს ახლახანს 17 000-ზე მეტი ისტორიული ხელნაწერი დამატა, რომელიც ონლაინ ასევე ხელმისაწვდომია.

დარწმუნებულები ვართ ონლაინ ასეთი სილამაზე არ დაგხვდებათ, მაგრამ წიგნის წაკითხვისთვის დროებით ვებ საიტები გვეყოფა.

თუ ოდესმე ნიუ-იორკის ბიბლიოთეკაში მოხვდებით უბრალოდ სადმე ჩამოჯექით და ამ ისტორიული სილამაზით დატკბით. წლები გადის ეს ადგილი კი თავის სილამაზეს არ კარგავს.

სახლში ყოფნისას მედიცინის შესწავლაზე არ გიფიქრიათ?
მედიცინის საერთაშორისო ბიბლიოთეკა

მედიცინის საერთაშრისო ბიბლიოთეკაში ნებისმიერი თქვენგანი, მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა დაავადებაზე ათასობით ონლაინ წიგნს იხილავთ.

ბიბლიოთეკის გვერდზე ასევე შეგიძლიათ მედიცინის ისტორიაში საინტერესო ფაქტებს გაეცნოთ. თუ მედიცინა გაინტერესებთ, მაშინ ეს შანსი ნამდვილად უნდა გამოიყენოთ, იქნებ ვისურსსა და პანდემიაზე იმაზე მეტი შეიტყოთ ვიდრე  ვიცით.

გეტის პუბლიკაციების ბიბლიოთეკაც ოლაინ მუშაობაზე გადასულა
გეტის ბიბლიოთეკა

ვირტულაური ბიბლიოთეკების სიას ახლა გეტის ბიბლიოთეკაც შეემატა, რომელიც 300-ზე მეტ პუბლიკაციას სთავაზობს მკითხველს, მათ ვებ საიტზე წიგნის წაკითხვის გარდა მისი შენახვა, ჩამოტვირთვა და სხვა მრავალი რამ შეგიძლიათ. ბიბლიოთეკა ვირტუალურ სამყაროში სრული კომფორტის შესაქმნელად ყველა შესძლებლობას გთავაზობთ, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ.

ასე ამბობენ წიგნის ორიგინალში წაკითხვა, სხვა ხიბლიაო, ახლა სწორედ ამის შანსი მოგეცათ, ამიტომ საქმეები გადადეთ, ვირტუალური ბიბლიოთეკები მოინახულეთ, რომლებიც წიგნებს ონლაინ გვთავაზობენ, და კითხვა რომ მოგბეზრდებათ, ონლაინ მუზეუმების დასათვალიერებლადაც შემოინახეთ დრო – აბა დროებით!

წინა ბლოგი – გადაახალისეთ ინტერიერი და მოწყენილი დღეები გაიფერადეთ – რჩევები ფორტისისგან

Facebook Instagram