ინტერიერის გადახალისება, დეტალების შეცვლით, ერთ-ერთი აუცილებელი რამაა. სწორედ ამიტომ,  ხშირად ძველ ავეჯს ახლით ვანაცვლებთ და ვცდილობთ ამით სიახლე შემოვიტანოთ ჩვენს სახლებში.

ახლა ყველა შინ ვართ და ალბათ მოწყენილობისგან თქვენი სახლის ინტერიერიც მოსაწყენად გეჩვენებათ, ამიტომ ჩვენ გამოსავალი ვიპოვეთ და ისევ გამოსადეგი რჩევებით დაგიბრუნდით.

მაკრატელი, წებო, ძაფები და ყველა ჭრელი ნივთი მოაგროვეთ. ჩვენ გასწავლით, სახლიდან გაუსვლელად როგორ უნდა გადაახალისოთ ინტერიერი და მოწყენილი დღეები ცოტა მაინც გაიფერადოთ.

საძინებელში ცარიელი კედელი ხომ არ გაქვთ?

დროა, ეს ცარიელი კედელი დავტვირთოთ და მოგონებების დაფა შევქმნათ. სახლში ძველი მუყაო აუცილებლად გექნებათ, ასევე, საღებავები, მაკრატელი, ჭიკარტები და ფოტო ალბომიც დაგჭირდებათ.

შეღებეთ მუყაო სასურველ ფრად, დაელოდეთ სანამ გაშრება და შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ. ფოტო ალბომიდან, 5-10  საყარელი სურათი ამოარჩიეთ და მოგონებეის დაფის გაკეთება დავიწყოთ.

ჭიკარტებით ფოტოები მუყაოზე დაამაგრეთ და სასურველ ადგილას ჩამოკიდეთ.

კარგი იქნება თუ ლენტებს, ან სტიკერებს დაამატებთ ასე დაფა უფრო სახალსო გამოვა. თუ მუყაო არ გაქვთ, მის გარეშე, კედელზეც შეგიძლიათ მოგონებების გადატანა, მთავარი ის არის, რომ ინტერიერში ცვლილება შეიტანოთ.

ინტერიერის გადასახალისებლად, თოკი და სარკე სრულიად საკმარისია

რამდენიმე წუთის წინ ჭიკარტები მოგატანინეთ, ახლა სახლში თოკი და მრგვალი სარკეც მოიძიეთ და მოემზადეთ. სარკე კედელზე ჩამოკიდეთ, ვარსკლავის ფორმა კი ჭიკარტებისა და თოკის მეშვეობით შექმენით.

თოკი რამდენიმეჯერ გადაატარეთ, რომ ვარსკვლავი მკვეთრი და მრავალფეროვანი გამოვიდეს. დაგვიჯერეთ, ასეთი სარკე ბევრ ადამიანს არ ექნება, მარტივი, თუმცა საინტერესოა.

თუ ვარსკვლაი არ მოგწონთ, წებო და თოკიც მოაგვარებს ამ პრობლემას, ახლა ისღა დარჩა რომ აარიჩოთ თქვენს ინტერიერს რომელი უფრო უხდება.

მოწყენილობის ჟამს, კერვა ერთ-ერთი საუკეთესო გასართობია

ჩვენს ბლოგებს თუ ადევნებთ თვალყურს, მაშინ სახლში დეკორატიული ბალიშები აუცილებლად გექნებათ, რადგან ინტერიერში მის აუცილებლობაზე ხშირად ვსაუბრობთ. შეგვიძლია ჩვენი ბალიშები გადავაკეთოთ და ნემსით და ძაფით ჯიბეებიანი ბალიში შევქნათ.

განსაკუთრებული კერვის ნიჭი საჭირო არ არის, უბრალოდ გამოჭერით და ნემსით ზოლს მიყევით. საოცარი გამოგონებაა ჯიბიანი ბალიში, ფილმის ყურებისას ტელეფონს ან პულტს კომფორტულად შეინახავს და მოხერხებულ დივანზე უგზოუკვლოდ დაკარგვისგან იხსნის.

ახლა დროა აივანიც შევალამაზოთ

ამისთვის რამდენიმე აგური და საღებავი დაგვჭირდება. რომელია თქვენი საყვარელი წიგნი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საჭირო არ არის. აიღეთ საღებავები და აგური თქვენი საყვარელი წიგნის ყდას დაამსგავსეთ, 2-3 სრულიად საკმარისია. აივნის კუთხეში ადგილი მოუძებნეთ და ერთი-ორი მცენარეც მიუდგთ გვერდზე, აგურები თქვენს აივანს ნამდვილად გაალამაზებს.

გაზაფხული წვიმების სეზონია და სახლში ქოლგა აუცილებლად გექნებათ. აივნის ან თუნდაც შემოსასვლელი კარის გასალამაზებლად კიდევ ერთ რამეს გასწავლით. აიღეთ ქოლგა ბუნებრივი ან ხელოვნური ყვავილები, თქვენ რომელიც გსურთ და აივანის კარებზე ჩამოკიდეთ.

ინტერიერში ბოლო ცვლილებისთვსი მხოლოდ სანთლები დაგჭირდებათ

სანთელი წყალში არ იძირება და ულამაზეს ჩრდილს ქმნის, ამიტომ ინტერიერის გადასახალისებლად და მეტი სიმყუდროვის შემოსატანად სანთლები გამოვიყენოთ. ერთი ზომის რამდენიმე ჭიქაში ან ქილაში წყალი ჩაასხით, შეგიძლიათ შიგნით რაიმე ბრჭყვიალა დეკორაციებიც ჩაყაროთ და შემდეგ ნელა დადეთ სანთელი.

სანთელი თავისთვის წყალზე იტივტივებს, ოთახში კი სიმყუდროვე დაისადგურებს, ახლა შეგიძლიათ ფარდები გადააფაროთ და უკვე გახალისებულ ინტერიერში კომფორტულად დაისვენოთ – აბა დროებით!

წინა ბლოგი – როგორ მოვრთოთ სახლი სააღდგომოდ

Facebook Instagram