ინტერიერის დიზაინზე, ძალიან, ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, თუმცა რემონტისა და სახლის მწყობისას დაშვებულ შეცდომებზე არასდროს გვისაუბრია. სახლის მოწყობა არც ისეთი მარტივია, როგორიც შორიდან ჩანს. ფერების არჩევა, ხარისხიანი მასალების მოძებნა, მათი ერთმანეთში შერწყმა და გემოვნებიანი სახლის შექმნა მარტოს ძალიან გაგიჭირდებათ, ამიტომ ჩვენი რჩევები და პატარა დახმარება ამ რთულ პროცესს გაგიმარტივებთ.

ნახეთ, რა შეცდომები არ უნდა დაუშვათ სახლის მოწყობისას.
განათება არაერთხელ გვიხსენებია, ცუდი განათება ყველაფერს ცვლის

ფორტისის დიზაინერები გვირჩევენ, სახლის მოწყობისას განათებას დიდი ყურადღება დაუთმოთ, რადგან ცუდმა და არასწორმა განათებას შეიძლება სახლი უფრო პატარა ზომის წარმოაჩინოს, ოთახები ჩააბნელოს და ავეჯს თავისი სილამაზე დააკარგვინოს. დაფიქრდით სანამ განათებას აარჩევთ, რადგან არ იცით თქვენს ნაჩქარევ ან არასწორ ნაბიჯს რა მოყვება.

სახლის მოწყობისას კიდევ ერთი დაშვებული შეცდომა ავეჯის არასწრად გადანაწილებაა

ავეჯით სახლის მოწყობა, ინტერიერში გადადგმული უდიდესი ნაბიჯია, ამიტომ დაფიქრება და წარმოსახვის კარგი უნარი გმართებთ. ინტერიერში დოგმები არ არსებობოს, ამიტომ მოაწყვეთ სახლი ისე, როგორც თქვენ თვალს და გულს მოეწონება, როგორც თავს კომფორტულად იგრძნობთ და ყოველი დღის გათენება გაგიხარდებათ, თუმცა ამ სფეროში გამოცდილი ხალხის დახმარება ხშირ შემთხვევაში სავალდებულოც კია.

ამ ოთახს კედელთან მიდგმული ტახტი მოუხდებოდა? პასუხზე იფიქრეთ. ამ ოთახისთვის ფოტოზე აღბეჭდილი ინტერიერი შესაფერისი და მართლაც რომ ლამაზია. სწორი გადანაწილებაც ზუსტად ეს არის, დგამთ ისე, როგორც ინტერიერი ითხოვს.

დიდი ან პატარა ზომის ავეჯი ინტერიერში ხშირად შეუსაბამოა

სახლის მოწყობისას ერთ-ერთი ხშირად დაშვებული შეცდომა, არასწორად არჩეული ავეჯია.  დიდ ოთახში პატარა სკამები ან პატარა ოთახში ზედმეტად დიდი მაგიდა. ოთახის ზომებს კარგად დაკვირდეთ და ისე შეარჩიოთ ავეჯი, თუ ოთახი მცირე ზომის არის მოერიდეთ მასიურ ავეჯს, რადგან ამით სივრცეს დაკარგავთ და შეუსბამო იქნება.

როგორ ფიქრობთ, ამ ოთახში პატარა მაგიდა როგორი იქნებოდა?, რა თქმა უნდა, არასასიამოვნო სანახავი, თუმცა არც ძალიან დიდი მაგიდა დაამშვენებდა ამ ინტერიერს.

დეკორი, დეკორი და ისევ დეკორი

ინტერიერში ხშირი შეცდომა სწორედ დეკორს უკავშირდება, ნანდახან ისე შევყვებით ხოლმე ლამაზი ნახტების არჩევას, რომ გაჩერება გვჭირს და შედეგად გადატვირთულ კედლებსა და ზედმეტ დეკორს  ვიღებთ. ეს შეცდომა გამოსწორებადია, მთავარია ბალანსი დავიცვათ და ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინოთ.

უხდება თქვენი ავეჯი ერთმანეთს?

ინტერიერში ბოლო და უმთავრეს პრობლემას მივადექით, ხშირად ანტიკვარული ავეჯის სიყვარული და ხარისხი მათ სახლში დატოვებას გვაიძულებს, რასაც ბოლოს შეცდომამდე მივყავართ, ახალი და ძველი ავეჯი ერთმანეთს ვერ ეთავსება და ინტერიერში ქაოსი იწყება.

ჩვენი ინტერიერის დიზაინერები გირჩევენ, რომ ავეჯი ოთახიდან ოთახში გადააადგილოთ  და თუ მასთან გამოთხოვება გიჭირთ მისი შესაფერისი ავეჯი მოუძებნოთ. დარწმუნებულბი ვართ სადმე მისთვის სწორი ადგილი გამოჩნდება.

თუ ჩვენი შეცდომებიდან რომელიმე დაგიშვიათ არ ინერვიულოთ, გამოსასწორებლად არასდროს არის გვიან, შეცდომებს ხომ ყველა ვუშვებთ – აბა დროებით!

წინა ბლოგი – მინიმალიზმი – სიმშვიდე და სიწყნარე ინტერიერში

Facebook Instagram