გაზაფხული კარს მოგვადგა, უკვე ფანჯრის გაღებისა და აყვავებული ხეებით ტკბობის დროა. ახლა ისეთი პერიოდია, საინტერესო ამბების კითხვითა და იდეების მოფიქრებიით უნდა გაიყვანოთ დრო, ასე რომ ჩვენი გამორჩეული რჩევებისთვის მოემზადეთ. გაზაფხულია, ასე რომ აივანზე გატარებული საღამოების რაოდენობაც იზრდება, ჩვენ კი მის მოწყობაზე ჯერ არ გვისაუბრია, ნახეთ როგორ უნდა მოაწყოთ თქვენი სახლის აივანი.

აივნიანი სახლი დიდი ფუფუნებაა, მისი მოუწყობლად დატოვება კი ინტერიერში უპატიებელი შეცდომაა. ასე რომ ზედმეტი ნივთებისგან დაცალეთ ის და ჩვენთან ერთად სასიამოვნო გარემო შექმენით.

აირჩიეთ კუთხე და მაგიდისთვის გამოყვით ადგილი

ტკბილეულობის ან წიგნის დასადებად ადგილი ხომ გჭირდებათ, ამისთვის კი პატარა მაგიდა მოსახერებელი და შესაფერისია. აარჩიეთ ხის, დაწნული ან  შუშის სადა მაგიდა და აივნის რომელიმე კუთეში ადგილი მოუძებნეთ. დიდ და მასიურ ავეჯს მოერიდეთ, აივანს მსგავსი ინტერიერი არ მოუხდება.

ახლა დროა სავარძელი ან დივანი ავარჩიოთ

ყავის დალევასა და დროის გატარებას, კომფორტული სავარძლის გარეშე აზრი არ ექნება. ასე რომ თქვენი მაგიდისა და აივნის ზომის შესაფერისი კომფორტული სავარძელი შეარჩიეთ, მაგიდასთან ახლოს დაიდგით და უკვე სანახევროდ მოწობილი აივნით დატკბით.

მეტი სიცოცხლე სჭირდება გამოფიტულ აივანს

ალბათ იცით, რომ ინტერიერი მცენარეების გარეშე ცარიელი და გამოფიტულია. აივანი კი ამ მცირე დეტალს ნამდვილად ითხოვს. აარჩიეთ დეკორატიული მცენარეები და რომელიმე კუთხეში ან თუნდაც კედელზე მათთვისაც გამონახეთ ადგილი. ინტერიერის დიზაინერების თქმით, ამით მეტი ხალისი და სიმწვანე შეემატება თქვენს ახლად მოწყობილ აივანს.

ბალიშები არ დაგვავიწყდეს

აივანი ბალიშების გარეშე არავის წარმოუდგენია, ახლა დროა თქვენს კუთხეს ფერადი, პატარა, დეკორატული ბალიშები შემატოთ. ამით აივანი უფრო მყუდრო გახდება.

აივანზე მარტო ხომ არ იჯდებით?

aivnis mowyoba

მარტო ყოფნა მოსაწყენია, ამიტომ თქვენს აივანზე მეწყვილესთვისაც უნდა გამოვძებნოთ ადგილი. გახსოვთ? რამდენიმე წუთის წინ სავარძლის შეძენა გირჩიეთ ახლა დროა, თქვენი სტუმრებისთვის ერთი-ორი სავარძელიც დაამატოთ და ერთად სასიამოვნო საღამოს გასატარებლად მოემზადოთ.

დააკვირდით სურათს, ეს თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ ჩვენი რჩევები მართლაც გამოგადგებათ. აივანზე ყველა საჭირო დეტალი დაეტია, მაგიდა, კომფორტული სავარძელი, მცენარეები და სკამი მეგობრისთვის. კიდევ ერთ რჩევას გაგიმხელთ, იდეალურად მოწყობილ აივანს სასიამოვნო საღამოები მოჰყვება.

 არ დაგვავიწყდეს, განათების გარეშე არაფერი გამოვა

გაზაფხულის თბილი საღამოები უკუნეთ სიბნელეში წარმოუდგენელია, ასე რომ თქვენს ახლად მოწყობილ აივანს დეკორატიული და რაიმე კრეატული განათება უნდა მოვუფიქროთ. აივნისთვის ორიგინალური და სადა სტილი აირჩიეთ და ცნობისთვის, სურნელოვანი სანთლების დამატებაც არ არის ცუდი იდეა.

ბოლო აუცილებელი დეტალი მზისგან დაცვაა

მათ, ვისაც მზე არ უყვარს, ეს რჩევა გამოადგება. ქოლგაზე ან ჟალუზზე რას იტყვით, შეგიძლიათ თქვენი  დილა თბილად მაგრამ მზის სხივების გარეშეც გაატაროთ, თან აივანს პატარა ქოლგა აუცილებლად მოუხდება.

სანამ აივნის მოწყობას დავასრულებთ, კიდევ რაღაც უნდა გითხრათ

აივანი თქვენი სახლის აუცილებელი ნაწილია, მის მოწყობას ნუ დაიზარებთ.  გამოიყენეთ ძველი კიბე, კენჭები და ნიჟარები და გამორჩული დეკორი შექმენით, მეტი კრეატიულობა გამოავლინეთ. დააკვირდით სურათს,  ის ძველი კიბე ახლა მცენარეებისთვის ულამაზესი თაროა, არადა ალბათ გადაგდებას უპირებდნენ.

ახლა ისღა დაგრჩენიათ თქვენი ულამაზესი აივნითა და ჩვენი რჩევით კმაყოფილები ყოველი დღის გათენებას ბედნიერად შეხვდეთ – აბა დროებით!

წინა ბლოგი – რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ სახლის მოწყობისას

Facebook Instagram