მინიმალიზმი, ინტერიერის დიზაინში მეტად საინტერესო და ბევრისთვის საყვარელი თემაა, ის  ხშირად სიმშვიდესა და სისადავესთან ასოცრიდება სწორედ ამიტომ, მისი შემჩნევა მარტივია. მინიმალისტურ ინტერირში დიდ როლს ფერები განათება და ავეჯი ასრულებს. ცოტახნით განსხვავებულ გარემოში საბოდიალოდ წავიდეთ. მინიმალიზმი – სიმშვიდე და სიწყნარე ინტერიერში!

ნახეთ, როგორ შეიძლება თქვენი სახლი მინიმალისტურ სტილში მოაწყოთ.

ფერები ცვლიან ინტერიერს

minimalizmi interiershi

მინიმალიზმი ინტერიერის დიზაინის ის მიმდევრობაა, რომელშც უმეტესად თეთრი, ღია ყავისფერი, კრემისფერი და მსგავსი ტონალობები ჭარბობს. იშვიათია მინიმალისტური ინტერერი, სადაც მკვეთრ ფერებს იხილავთ.

ღია ფერები ასეთ ინტერიერში სიმშვიდესა და სიწყნარეს ამკვიდრებენ, ასევე მინიმალიზმში პატარა დეტალები გამორჩეულ როლს ითავსებენ და ერთ სრულ სურათს სხვანარად წარმოაჩენენ

minimalizmi interiershi

სახლში ბევრი ავეჯი არ გვესაჭიროება

მინიმალიზმის ერთ-ერთი გამორჩეული თვისება სიცარიელეა. ადამიანები, რომლებიც მსგავს სტილს ირჩვენ ოთახის რაღაც ნაწილს ცარიელს ტოვებენ, რითაც სახლს მეტ სივრცესა და სისადავეს სძენენ.

ინტრიერში დატოვბულ ცარიელ სივრცეს თავისი ფუნქცია აქვს, მან მინიმალისტურ დეკორში ყველა ნივთი თვალშისაცემი და აღსანიშნავი უნდა გახადოს. სწორედ ამიტომ აქ სიცარიელე მისაღბია.

მინიმალიზმს ქაოსი არ უყვარს

დიახ, სწორად გაიგეთ, ოთახში ქაოსის ადგილი არ არის. ინტერიერში ყველაფერი თავის ადგილას უნდა იყოს და ზედმეტი თაროებისა თუ გამოუსადეგარი სუვენირებისთვის ადგილი არ უნდა გამოყოთ. სჯობს სიცარიელე დატოვოთ, ვიდრე შემდეგ ქაოსმა დაისადგუროს.

მინიმალისტურ სამზარეულოში ზედაპირზე დალაგებულ ჭურჭელს ან ჩამოკიდებულ ქვაბებს ვერ ნახავთ, ყველაფერი შენახულია, სივრცე ცარიელი და მინიმალურია.

სიცარიელის დასაფარად აქცენტი კედლებზე გადაიტანეთ

მინიმალიზმის ერთ-ერთი დადებითი თვისება სწორედ ეს არის, შეიძლება სახლი ცარიელი მოგეჩვენოთ, მაგრამ კედლებზე სურათებს აუცილებლად შენიშნავთ, მათთვის ადგილი ყოველთვის მოიძებნება. რა თქმა უნდა, ზომიერად.

დაკვრიდით, როგორი სასიამოვნო სანახავია მინიმალისტური ინტერიერი, ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, არაფერია ზედმეტი და სივრცეც საკმარისი რჩება.

ითამაშე მასალებით

minimalizmi interiershi

მინიმალიზმი ადამიანს საშუალებას აძლევს რამდენიმე მასალა, ნაჭერი და მატერია ერთმანეთში აურიოს. არავის მოხვდება თვალში თუ ბარხატი და აბრეშუმი ერთ ლოგინზე აღმოჩნდება ან ხე და რკინა უხეშად შეერწყმება ერთმანეთს, ეს მინიმალიზმია და მართვის სადავეები თქვენს ხელშია.

მოაწყვეთ საძინებელი საინტერესოდ და რამდენიმე მასალა აურიეთ ერთმანეთში.  ნახავთ, რომ ისინი სასიამოვნოდ ჩაჯდება და ოთახი მინიმაისტურ სტილს შინარჩუნებს.

minimalizmi interiershi

ზედმეტად ნათელი ინტერიერი, ნორმალურია

ალბათ იფიქრებთ აქ ბევრი სითეთრე და ზედმეტი ნათებააო, თუმცა მინიმალიზმს ეს ახასიათებს და თუ ამ სტილის ინტერიერს აირჩევთ ჯობს რომ ესეც შეიყვაროთ. განათებული სახლი და სითეთრე, ერთად გადაჭაბებულად ბევრ სინათლეს ქმნის ოთახში, თუმცა კარგია. ძილი საღამომდე არ მოგერევათ და პროდუქტიულად შეძლებთ კითხვას, მუშაობას ან სალხის დალაგებას.

სინათლე ბევრი არასდროს არის, მითუმეტეს თუ ბუნებრია, გადაწიეთ ფარდები და გაზაფხულის თბილი სხივები შემოუშვით ოთახში, დაგვიჯერეთ მოგეწონებათ.

მინიმალიზმი გავიცანით და რამდენიმე დეტალიც განვიხილეთ, ახლა გაზაფხულია, ცვლილებების დროა ასე რომ, დაფიქრდით იქნებ ეს სტილი სწორედ თქვენთვის არის შექმნილი? – აბა დროებით! 

წინა ბლოგი – მყუდრო სახლი ახლა უფრო მყუდროა

Facebook Instagram