restornis mowyoba
თუკი ფერების ფსიქოლოგიასა და ინტერიერის დიზაინზე ერთხელ მაინც გსმენიათ, მათ გადამწყვეტ მნიშვნელობასაც მარტივად გაიაზრებდით. ეს ფაქტორი უმთავრესად რესტორნებისა და კაფე-ბარების მეპატრონეებმა უნდა გაითვალისწინონ, რადგან სტუმრების უმრავლესობას, გემრიელ კერძებთან ერთად, სწორედ დახვეწილი გარემო იზიდავს. 
რესტორნის ინტერიერის დიზაინი ქმნის იმ ატმოსფეროს, სადაც ადამიანებს საყვარელ ხალხთან ერთად ან სულაც მარტო ყოფნისას, დროის სასიამოვნოდ გატარება შეუძლიათ.

თანამედროვე ინტერიერის დიზაინი რესტორნებისთვის დღეს განსაკუთრებით აქტუალურია. ციფრულ ეპოქაში სტუმრების მიერ გადაღებული ფოტოები, სადაც თქვენი რესტორნის დიზაინი ჩანს, საუკეთესო რეკლამაა. წორედ დახვეწილი ინტერიერითა და უნიკალური აურით მოხიბლული ადამიანები ხდებიან მომავალში თქვენი ხშირი სტუმრები.

სანამ უშუალოდ მუშაობას დაიწყებთ, გაეცანით რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რომლებიც რესტორნის მოწყობასა და სწორი ატმოსფეროს შექმნაში დაგეხმარებათ

მცენარეები რესტორნის ინტერიერის დიზაინში — რატომ არის სიმწვანე აუცილებელი?

restornis mowyoba

მცენარეები სიცოცხლის ხალისს, ენერგიას, სიჯანსაღესა და მუდმივ განწყობას შექმნის თქვენს რესტორანში. ცოცხალი მცენარეები ნებისმიერი ინტერიერის დიზაინის განუყრელი ნაწილია. 

ესტორნის ინტერიერში მწვანე ზონების გამოყოფა არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური ხრიკია. სიმწვანე კერძებს უფრო ჯანსაღ იერს სძენს, ხოლო სტუმარს სიმშვიდისა და პოზიტიური ენერგიის შეგრძნებას უქმნის.

 

ბევრი სიმწვანე, თქვენს კერძებს ახალ და უფრო ჯანსაღ იერს შესძენს.

ღია სამზარეულო – ნდობა და სანახაობა რესტორანში

restornis mowyoba

საქართველოს ან მსოფლიოს წამყვან რესტორნებს თუ გადახედავთ ამ საოცარ დეტალს შეამჩნევთ. სამზარეულოს ნაწილი სანახევროდ ღიაა და თქვენთან მოსული სტუმარი კერძის მოლოდინში, მზადების არაჩვეულებრივი პროცესით ტკბება.

ეს ქმნის ნდობას და აჩენს სურვილს, სტუმარი კვლავ დაბრუნდეს ამ გამოცდილების მისაღებად. იქნება ეს პიცის გამოცხობა ღია ღუმელში თუ ბურგერის აწყობა ღია სამზარეულო რესტორნის დიზაინს მეტ დინამიკასა და ავთენტურობას სძენს.

შედეგად ამ გრძნობის ხელახალი განმეორებისა და რესტორანში კიდევ მოსვლის სურვილიც უჩნდება.

restornis mowyoba

 

წარმოიდგინეთ, როგორ იცვლება ატმოსფერო, როდესაც სტუმარი ხედავს, თუ როგორ ცხვება მისი პიცა ღია სივრცეში.

ღია სამზარეულო ინტერირის დიზაინს უფრო საინტერესოს გახდის და რესტორანსაც მეტ განსხვავებულობას შესძენს, საქართველოშიც არაერთი რესტორანი მიმართავს ამ ხერხს. დააკვრდით, ეს კარგი ხრიკია ბიზნესის სამართავად.

რა, თუ არა მინიმალიზმი და სად, თუ არა რესტორნის ინტერიერში

restornis mowyoba

 

თანამედროვე სტუმარი სიმარტივეს აფასებს. გადატვირთულ სივრცეში ვახშმობა დამღლელია, ამიტომ მინიმალისტური მიდგომა იდეალური გამოსავალია.

გამოიყენეთ მუქი, სადა ფერები, აქცენტი გააკეთეთ მკვეთრ დეტალებზე და დატვირთეთ სივრცე ნატურალური მასალებით (ხე, ქვა, ლითონი). ასეთი სტილი თქვენს რესტორანს გამორჩეულ ხელწერას შესძენს და სტუმრის მეხსიერებაში ხარისხთან ასოცირდება.

restornis mowyoba

გადატვირთულ სივრცეში ვახშამი არც ისე სასიამოვნოა, ცოტა მინიმალიზმი, ცოტა გემოვნება და იდეალური სივრცეც მზადაა.

რესტორნის კონცეფცია და იდენტობის როლი დიზაინში

restornis mowyoba

ყველა ადგილს თავისი იდეა უნდა ჰქონდეს. თუ თქვენი რესტორანი არ არის ზედმეტად ოფიციალური, ეს იდენტობა ინტერიერშივე უნდა იკითხებოდეს.

მაგალითად, თევზის რესტორანში ზღვის ელემენტები ან თემატური ლოგო აუცილებელია, ბურგერების სივრცეს კი უფრო თავისუფალი, “ურბანული” დიზაინი მოუხდება. restornis mowyoba

როდესაც სტუმარი თქვენს კონცეფციას პირველივე შეხედვით აღიქვამს, მიზნობრივი აუდიტორიის გულის მოგება ბევრად მარტივი ხდება.

დაიმახსოვრეთ უმთავრესი წესი: სწორი განათების გარეშე საუკეთესო დიზაინიც კი იკარგება

restornis mowyoba

სანამ რესტორანს მოაწყობთ დაიმახსოვრეთ, კარგი განათება ინტერიერის ყველა დეტალს საინტერესოდ და სწორად წარმოაჩენს.

სანამ სანათებს შეარჩევთ, დაფიქრდით: ვინ არის თქვენი სტუმარი და რა ემოცია გინდათ დაუტოვოთ მას? ცივი და თბილი განათებები სივრცის დანიშნულებისა და ბუნებრივი შუქის მიხედვით გადაანაწილეთ.

რესტორნის შექმნამდე კარგად იფიქრეთ, როგორი ტიპის უნდა იყო თქვენი რესტორანი, შემდეგ მოიფიქრეთ,  ვინ მოვა თქვენთან, რას შესთავაზებთ და როგორ გინდათ მათ დაგიმახსოვრონ, ამ ყველაფერის შემდეგ სწორი განათების იდეაც მალე, თავისით გამოჩნდება ჰორიზონტზე.

restornis mowyoba

სწორად არჩეული განათება განაგებს კარგ აურასა და სტუმრის კიდევ ბევრჯერ დაბრუნებას.

როგორც აღვნიშნეთ, კლიენტების უმრავლესობას სწორედ რესტორანში არსებული გარემო იზიდავს, ასე რომ დაფიქრდით, სანამ თქვენს რესტორანს საბოლოოდ მიაკრავთ იარლიყს. ცივი და თბილი განათებები სივრცესა და ოთახში შემომავალი მზის სინათლის მიხედვით გადაანაწილეთ.

ჩვენი რჩევები ამით არ მთავრდება, რესტორნის მოწყობაზე კიდევ ვისაუბრებთ. მანამდე კი, ამ საწყისი ნაბიჯებით დავიწყოთ და დიდ იდეებსად მივუახლოვდებით. 

აბა დროებით!

წინა ბლოგი – მსოფლიოს 5 გამორჩეული ეკლესია

Facebook Instagram