მსოფლიოში რამდენი ეკლესიაა ცნობილი და რამდენი კიდე დღემდე უცნობი და მიტოვებულია. უკვე აღმოჩენილ სილამაზეებს რომ დავაფასებთ შეგვიძლია, სრულიად უცხო ადგილების ძიებასა და აღმოჩენაზეც გადავიდეთ. მანამდე კი უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ქვეყანას თავისი დამახსასიათებელი შტრიხები შეაქვს არქიტექტურაში და ის ვინც ასე თუ ისე ცნობს კულტურათა სხვაობებს მარტივად ხვედება თუ რა განსხვავებაა ქვეყნისა თუ კონტინენტის კულტურებს შორის.

ჩამოსხედით და დაათვალიერეთ  ფორტისის მიერ ამორჩეული, მსოფლიოს 5 გამორჩეული და განსხვავებული ეკლესია.

ვინ წარმოიდგენდა თუ კოლუმბიის მთებში ეს სილამაზე იმალებოდა?

მე-20 საუკუნის ბაზილიკური სტილის ტაძარი, კოლუმბიის სამხრეთით, ნარინოში მდებარეობს და მდინარე გუაირარას მშვენიერ ხედს გადაჰყურებს.

ტაძარი მარია მენესისი სმენადაქვეითებული ქალიშვილის საპატივცემულოდ ააგეს და 2 საუკუნეა თვალსაჩინოდ უფრთხილდებიან მის თითოეულ დეტალს.

ტაძარი დღესასწაულებზე არნახული ფერებით ნათდება და მისი ნახვა ერთ დიდ პატივად ითვლება.

დააკვრიდით არქიტექტურას თითქოს გადატვირტულია, მაგრამ ამ კლდეებში ამაზე ნაკლები სილამაზე დაიკარგებოდა, შესაბამისად მარია მენესის პატივისცემასაც კარგად გამოხატავს.

სახლები ზღაპრებში ხანდახან რეალურია ხოლმე…

თავი ზღაპარში არ გეგონოთ ეს ეკლესია რელაურადაც არსებობს და ის ნორვეგიაში Borgund stavkyrkje-ს სახელით არის ცნობილი.

მე-19 საუკუნის ქრისტიანული ტაძარი გამორჩეულად საინტერესო და ამავდროულად ცოტა უცნაურიც არის.

მისი ფორმა, ფერი და ეკლესიის ირგვლივ სასაფლაოები მართლაც საშიში ზღაპრის შტაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა იგი უწყინარი და ძალიან ლამაზი ტაძარია.

ნორვეგიის სიმწვანეში ჩამალული ნაგებობა ქალაქ ბერგენში არსებული Fantoft Stave Church-ის სტილით ააგეს, ტაძარი უმეტესად ხითაა ნაშენები და  ერთ-ერთი უძვეელსია ნორვეგიის შემოგარენში.

არქიტექტურას რომ დავაკვრიდთ, თითქოს უჩვეულოს ვერაფერს ვნახათ, მაგრამ 1898 წელს ეს ის იშვიათი ნიმუში იყო, რომელიც მსოფლიოში რამდენიმე თუ იდგა, ზღაპრებიდან გადმოხატული ეკლესია დღესდღეობითაც თავისი ფერითა და ფორმით გამოირჩევა.

როცა საქმე დახვეწილობას, არისტოკრატიასა და  სილამაზეს ეხება ვენა არ უნდა დავივიწყოთ

ავსტრია იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც ყოველთვის გაოცებულს ტოვებს ნებისმიერ მნახველს, Karlskirche-ს სახელწოდებით ცნობილი ეს თეთრი მშვენებაც ვენის მორიგი ღვთაებაა და ჩარლზ VI-ის მმართველობის შემდეგ აქტიურად იღებს ტურსიტთა დიდ ნაკადს.

მე-18 საუკუნის კათოლიკური ეკლესიის წინ ულამაზესი ხედი იშლება მცენარეები და პატარა ტბა კიდევ უფრო ალამაზებს თეთრ მშვენებას.

ეს ულამაზესი ნაგებობა რუსეთში, სანკტ-პეტრბურგში მე-19 საუკუნეში აიგო

ხედავთ როგორი ფერადი და ნათელი შენობაა?

იგი სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა და მშვენებაა. 

ყოველ წელს მილიონობით მნახველი სწორედ ამ ფერადი და საოცარი არქიტექტურის სანახავად იყრის თავს და ტაძრის მნახველები ხშირად ამბობენ, რომ ფოტოებით ეკლესიის რეალური სახის გამოხატვა და აღქმა საკმაოდ რთულია.

ტაძარი ალექსანდრე III-ის პერიოდში, 1883 წელს აშენდა. 

მის არქიტექტურას თუ დააკვირდებით რუსული კულტურისთვის დამახასიათებელ შტრიხებს აღმოაჩენთ, გუმბათოვანი დაბოლოებები და ფერთა შეხამებები კი მათ შორის ყველაზე გამორჩეულია.

ასევე ჩუქურთმები და წვეტოვანი დაბოლოება კავკასიური კულტურის გამოძახილია.

უყურადღებოდ არც მისი ინტერიერი უნდა დავტოვოთ, ხატწერის საოცარი შედევრები და ეს ფერთა აფეთქება აუცილებლად უნდა მოინახულოთ. მდიდრული არქიტექტურის სიაშიც კი შეიძლება მისი ჩაწერა.

ბრაზილიაში ეკლესიებიც კი გამორჩეულია

დიახ, დიახ ეს ეკლესიაა და ბრაზილიაში მდებარეობს.

მე-20 საუკუნის კათოლიკური ეკლესია, ბრაზილიელი არქიტექტორის, ოსკარ ნიმერიას, შემოქმედების ერთ-ერთი შედევრია. მოდერნისტული სტილის ეს საოცარი შენობა ყველა შტრიხით გამორჩეულია.

მარტო სანახავად მოსვლა და ამ სილამაზით ტკბობაა ერთი ბედნიერება.

ფერები, შეხამება, წყობა, ინტერიერი როგორ შეიძლება ყველაფერი იდეალურად გამოგდიოდეს? ოსკარ ნიმეიერი არქიტექტურის გენიოსი იყო და თავის გენიოსობით მსოფლიოში წარუშლელი კვალი დატოვა.

დააკვირდით ეკლესიის არქიტექტურას, ვერც კი იფიქრებთ რომ ეკლესიაა, იმდენად სხვანაირ ასოციაცს ქმნის შეხედვისთანავე, სწორედ ეს ახასიათებდა ნიმეიერს. ამიტომ ბრაზილიის ქუჩებში ხშირად წააწყდებით რაღაც უჩვეულოს, ბევრისგან გამორჩეულს.

ამ სტატიაში მსოფლიოს 5 გამორჩეული და განსხვავებული ეკლესია დავათვალიერეთ. თავი რომ არ მოგაბეზროთ ნელ-ნელა კიდევ მოგიყებით საინტერესო ამბებს, არ ჩამოგვრჩეთ…

აბა დროებით!

წინა ბლოგი – ემოვნებიანი ინტერიერის რამდენიმე მნიშნველოვანი დეტალი – რას გვირჩევენ დიზაინერები

Facebook Instagram